• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერა ივანიშვილის თანაშემწე პრემიერ-მინისტრი იყოს, ეს უნდა დასრულდეს” – სამადაშვილი

"უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში..."

ალია ავტორი - ალია
14:32 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა და თქვა:

 

„ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ არჩია, ბევრი ტყუილი ეთქვა, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. საკუთარი სამშობლოს მიმართ სიბრალული გამიჩნდა და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც დეოლიგარქიზაციას გვთხოვენ, რადგან ბერა ივანიშვილის თანაშემწე პრემიერ-მინისტრი იყოს, ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მიეცეს შანსი, გახდეს ევროპული ქვეყანა.

ათი წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაში ხართ. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას.

უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში, რადგან თქვენ, ბატონო ირაკლი, გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე მარგინალიზებულ, ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ბატონ ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ ორბანი, რომლის წასვლასაც ელოდება მთელი ევროპა ხელისუფლებიდან და ჯერჯერობით არ ართმევენ უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას, რომ ორბანი იქნება თქვენი ლობისტი. რუსეთის ტროას ცხენად მონათლული ორბანი იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში, როდესაც მთელი ევროპული საბჭო და მთელი პოლიტიკური სპექტრი არის შეთანხმებული, რომ თქვენს ხელისუფლებას აქვს უკუსვლა ყველა მიმართულებით და მაინტერესებს, რას აპირებთ. თქვენი პარტია აპირებს თუ არა, დატოვოს ევროპელი სოციალისტების შემადგენლობა, რადგან მათაც მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი არის ივანიშვილი.

მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მათაც მიაჩნიათ, რომ თქვენს ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ასე თუ გააგრძელებთ. ვის ატყუებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას პოლიტიკური მხარდაჭერა არ სჭირდება.

მესმის, თქვენ არაფერი იცით ევროკავშირის, მაგრამ რადგან ევროპასთან ურთიერთობები ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში ნამუშევარ ხალხს ჩააბარეთ, ამ ხალხმა იცის და ამ ხალხს მოვუწოდებ, გამოიჩინეთ პატრიოტიზმი და უთხარით სიმართლე ამ კაცს, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს და საერთო არაფერი აქვს ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებთან. ვიდრე ასე ისაუბრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან, ეს სახელმწიფო ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გვაქვს. ნოე ჟორდანიამ მიმართა საკუთარ ხალხს, რომ არჩევანი გვაქვს ბოლშევიზმსა და ევროპას შორის და უნდა ავირჩიოთ ევროპა. რამდენიმე თვეში ბოლშევიკები შემოვიდნენ ამ ქვეყანაში. არ მოგცემთ თქვენ შესაძლებლობას, რომ ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც დღეს უდგას ქვეყანას, რუსეთს და ევროპას შორის, რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვიტოთ.“

თეგები: ბერა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილისალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved