• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამია რატომ არ გამოუშვესო, კაცო, ნეტა, რატომ? სასწაული პირდაპირ… ნწ, ნწ, ნწ…” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
13:56 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

“გაკვირვებია ხალხს, გვარამია რომ არ გაათავისუფლეს დღეს.
სასწაული პირდაპირ.
დააკავეს სამსახურის მანქანაში ოჯახის წევრების ჩასმის გამო და არაფერი არ მომხდარა, არაფერი საერთოდ.
მისი ტელევიზია ხელფასებს ვერ იხდისო და თანამშრომლები სხვა არხებზე გადავიდნენ, მოდი, ფინანსების მოძიებაში დაგეხმაროთო, კი არა, მოდი, სამსახურს გიპოვითო, უთხრეს და მილიონერები სხედან ოპოზიციის სახელით პარლამენტში და სასამართლოს წინა დღეებში, კამათია, პარლამენტიდან არ გამოვალთ, იმიტომ კი არა, რომ აქ რამე კანონს ვცვლით კარგისკენ, მანდატი გვინდა იმიტომო, რომ უცხოელ პარტნიორებს ველაპარაკოთო, თითქოს ისინი უმანდატოებს მართლა არ ელაპარაკებოდნენ. ვანო მერაბიშვილი, მერაბიშვილი ვანო იყო ამას წინათ შეხვედრაზე, სადაც 24 ქვეყნის წარმომადგენელი იჯდა:)
ხოდა, გვარამია რატომ არ გაათავისუფლესო?
რატომ უნდა გაეთავისუფლებია?
ევროკავშირი არ მიგვიღებსო…
კაი, კაცო, უნდა იმ კაცს ევროკავშირში? რა შეატყვეთ საიმისო, რომ უნდა? ევროკავშირში რომ იყოს, ჩრდილოვანი მმართველობა და ფარული გარიგებები ამ მასშტაბით ვეღარ ექნება და უნდა?
რატომ უნდა უნდოდეს რაღაცა პრინციპები კაცს, რომელსაც ფულის დაგროვების მეტი არაფერი უკეთებია და ყველა პირობა დაარღვია?
ველოდებით, შეცდომას დაუშვებსო – აბა, კიდე კაი, აქამდე შეცდომა არ დაუშვია, ბეწვზეა გადარჩენილი.
ეს ზღვარიაო…
წითელი ხაზიაო…
ეს ბოლოაო…
ეს დასასრულიაო…
მერამდენე ზღვარია და მაგის იქეთ კიდევ ახალი ზღვარია?
უფსკრულის პირას ვართო…
მერეო?
მერე ველოდებით 2024 წლის არჩევნებსო.
და გვარამია რატომ არ გამოუშვესო, კაცო, რატომ არ გამოუშვესო…
ნეტა, რატომ?
სასწაული პირდაპირ…
ნწ, ნწ, ნწ…
მე ის გამიკვირდებოდა, რომ გამოეშვათ!”
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved