• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმი მოწოდებით უნდა იყო, როგორც მღვდელიო – ამიხსნა მავანმა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
21:41 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:

“ბავშვთა ონკოლოგია საქართველოში …
აბსოლუტურად მიგდებული და დავიწყებული თემა. ერთი მილიმეტრითაც არ გაუმჯობესებულა ამ დარგში არაფერი საქართველოში.
რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის ის დარგი, რომელსაც დიდი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია. ძირითადად დოტაციაზე და ქველმოქმედებაზე უნდა იარსებოს.
არ გამოჩნდა არავინ, რომელიც ამ დარგის აღორძინებას შეძლებდა. რთული სტრუქტურაა ასაგები. ყველაფერი გასათვლელია, დაწყებული სამედიცინო განათლების სისტემიდან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კათედრის, რეზიდენტურის შექმნა, დამთავრებული საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩართვით, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ახალგაზრდა პროფესიონალების გასაწვრთვნელად გაგზავნას; მათ დაინტერესებას ერთობლივი სამეცნიერო კვლევებით. ონკოლოგია მოიცავს შხამიანი ქიმიური პრეპარატების და რადიაციული ელემენტების ლოგისტიკას; უსაფრთხოების წესების განსაკუთრებულ პროტოკოლებს. ეს მილიონები დაჯდება, მაგრამ ეს ის მილიონებია, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაიღოს!
ქართული ქველმოქმედებაც ისეთივე უსისტემო და უაზროა, როგორიც ქართული სახელმწიფო, თავისი ფსევდო-ინსტიტუტებით. მილიონები გროვდება და მიედინება საზღვარგარეთ უკვე წლებია. რიგითი ქართველი არ იშურებს ძალისხმევას და რასაც შეუძლია იმეტებს თავისი ცარიელი ჯიბიდან, რადგან ძნელია გაფითრებული, თმაგაცვენილი, მზერაჩამქრალი ბავშვების ფოტოების ცქერა, რომელთა სასოწარკვეთილი მშობლები დახმარებს ითხოვენ. და მიედინება ეს სიმწრით მოგროვილი ფული უცხოეთის კლინიკებში; ხშირად უკვე დაგვიანებით.
იაშვილის სახელობის კლინიკის დახურვა ვერ უწამლებს იმ პრობლემას, რომელიც ქართულ პედიატრიულ მედიცინაშია-მეთქი, ვწერდი რამდენიმე დღის წინ. ვერ გაიგეს რას ვგულისხმობდი; ჩათვალეს, რომ კოლეგებს ვუჭერდი ბრმად მხარს. ძნელია გამწარებულ მშობელს აუხსნა სად არის პრობლემის სათავე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით? მულტიპროფილური პედიატრიული კლინიკა შეუცვლელი ბაზაა ახალგაზრდა თაობების გასაზრდელად და მისი დაქუცმაცება მთლიანად დაარტყამს დარგს. მაგრამ ამის ცოდნა გამწარებულ მშობელს არ ევალება. ის მხოლოდ დამპალი სისტემის ნაყოფს ხედავს და რატომ არის სისტემა დამპალი, ამის გააზრების არც დრო აქვს და არც საშუალება.
რამხელაა საქართველო? ერთი საშუალო ევროპული ქალაქის ზომისაა მხოლოდ და ამ ერთი ბეწო ქვეყნის ლოგისტიკის მოგვარებას ვერ ვახერხებთ. რატომ დავლპით ასე?
ინტელექტი არა გვაქვს? გავსებულია ამერიკა და ევროპა უჭკვიანესი ახალგაზრდა ქართველი ექიმებით, მიდიან და მიდიან … გაამტყუნებთ? თუნდაც კანონმდებლობა გაქვთ მათ დასაცავად? საქართველოში ხომ სამედიცინო შეცდომაც არ იციან რა არის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან ექიმებს?
-ექიმი მოწოდებით უნდა იყო, როგორც მღვდელიო- ამიხსნა მავანმა, -როგორ შეიძლება ექიმი ანაზღაურებაზე, ხელფასზე ფიქრობდესო -. ჩაწვდით ცინიზმის სიღრმეს? ათასობით უჭკვიანესი ახალგაზრდა თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს გაჭირვებაში უნდა ატარებდეს სტაბილურად თურმე.
დახურვა, დაჭერა, აკრძალვა … არ არის პრობლემის გადაჭრის გზა; შენება, წახალისება, განათლება, თავისუფალი აზროვნება არის. საზოგადოება თუ არ დაფიქრდა, რომ „გაქეციანებული გულის ფხანა“ არ კურნავს „ქეცს“, მუდამ „ქეციანი დარჩება და იქნება გამუდმებულ „ფხანაში“. ჰოდა ვიფხანთ და ვიფხანთ … არ გვბეზრდება.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved