• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპორტულ ცენტრ „იმედის“აუზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სამარცხვინო და მიზანმიმართული ტყუილია – კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:33 10-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სამარცხვინო და მიზანმიმართული ტყუილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიდეო გადაღებულია ზაფხულში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესი.

თბილისის მერის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, ასევე, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელმაც ქლორისა და ph-ის მაჩვენებლების ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა.

„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ.მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია ბავშვებით სავსე საცურაო აუზში, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი (კერძოდ, ქლორის დამატება), რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს,ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ჩატარდა დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელშიც ყველაფერი წესრიგშია.

„ამის მიუხედავად, ჩავატარეთ დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება და კვლევის პასუხებიც გვაქვს. ყველაფერი აბსოლუტურად ნორმაშია და პრობლემას არაფერი წარმოადგენს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს სპორტული ცენტრის კონკრეტული თანამშრომლების მიერ სიცრუის მიზანმიმართული გავრცელება,რასაც მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც გაავრცელეს მიზანმიმართული სიცრუე და ადამიანების შეცდომაში შეყვანას შეეცადნენ. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა ვისაუბრო იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა მოგვარდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება სამარცხვინო და სამწუხაროა, მაშინ, როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტი, შესაბამისის სამსახურები ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას გასცენ კომპეტენტური პასუხი. რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და თქვენ დღის წესრიგში ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა, მე, როგორც დედაქალაქის მერი,ვალდებული ვარ,ყოველთვის მივაწოდო საზოგადოებას სიმართლე. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს, ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აუზში წლის ქიმიური დამუშავებისთვის გამოიყენება ესპანური წარმოების ქლორი DIASA, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები გააჩნია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved