• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ჩანს, პუტინმა იპოვა ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური მოქმედების გეგმა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:56 10-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
“რიში სუნაკის თავბრუდამხვევი წარმატების კვალდაკვალ, 24 ოქტომბერს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა ინდური წარმოშობის პოლიტიკოსის მეთაურობით.
კონგრესმენ პრამილა ჯაიაპალის თავმჯდომარეობით, 30-მა ამერიკელმა ლიბერალ-დემოკრატმა კონგრესმენმა ღია წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ბაიდენს.
„ვითვალისწინებთ რა ნგრევის ხარისხს, რომელიც წარმოქმნა ამ ომმა უკრაინისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის, ასევე კატასტროფული ესკალაციის რისკს, ჩვენ გვწამს, რომ როგორც უკრაინის, ასევე აშშ-ის და მსოფლიოს ინტერესებშია გახანგრძლივებული კონფლიქტის თავიდან აცილება. ამ მიზეზის გამო, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, რომელსაც ამერიკა უწევს უკრაინას, დაწყვილებული იქნას დიპლომატიურ ზეწოლასთან, რათა გაორმაგდეს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის რეალისტური ჩარჩო-ხელშეკრულების მისაღწევად“.
საინტერესოა, რომ ეს წერილი სწორედ კონგრესში დაიწერა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ბაიდენის პოპულარობის პროცენტი რეკორდულ მინიმუმამდე, 40%-მდე დაეშვა. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი, ფასების მკვეთრი ზრდა და მიგრანტთა უკონტროლო მასები ამერიკელთა ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს ყველა გამოკითხვის მიხედვით და სოციალურმა პრობლემებმა, როგორიცაა აბორტის აკრძალვა და ა.შ., მეორე პლანზე გადაინაცვლა. რესპუბლიკელებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს სერიოზული უპირატესობა ეძლევათ ამ თვალსაზრისით ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. ისინი უკვე ემზადებიან კონგრესსა და სენატში უმრავლესობის მისაღებად, რაც არსებითად შეცვლის ბევრ მიმართულებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდნენ სენატის რესპუბლიკელთა ლიდერი მიტჩ მაკკონელი და კონგრესის რესპუბლიკელთა ლიდერი – კევინ მაკარტი. მაკკონელი აშკარა პრო-უკრაინელია, მაკარტი კი გამოკვეთილი ანტი-უკრაინელი; იგი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის მრავალმილიარდიანი დახმარებების გაგრძელებას და თუ ნოემბრის არჩევნების შემდეგ სპიკერი გახდება, დიდი ალბათობით მოახერხებს ამ პროცესის დამუხრუჭებას. მაკკონელი ცხადია არ დათმობს თავის პოზიციებს. იგი დიდი სიმპათიით არის განწყობილი ზელენსკის მიმართ და აუცილებლად შეებრძოლება მაკარტის.
ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ამ წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ბატონი ზელენსკი გადაწყვეტს როდის დადგება შესაფერისი დრო რუსეთთან მოსალაპარაკებლად, რადგან უკრაინა მისი ქვეყანაა. ჩვენ არ ვაპირებთ მისთვის ამის კარნახს“.
რამდენიმე ვერსიის ლოგიკური სპეკულაციაა შესაძლებელი, თუ რატომ დაიწერა ეს წერილი. ფაქტია, რომ პრამილა ჯაიაპალი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად არ გადადგამდა ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ზუსტად არჩევნების წინ, როდესაც ყოველ სიტყვას და მოქმედებას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა აღმოაჩნდეს. დემოკრატები ხედავენ, რომ ქვეყანაში ნელნელა მატულობს ომის ესკალაციის შიში. მშვენიერი ზონდირება გააკეთა ამ მიმართულებით ილონ მასკმა, როდესაც ომის დასრულების საკუთარი ვერსია წარმოადგინა ტვიტერზე. შესაბამისად, დემოკრატებმა პრევენციულად შექმნეს საკუთარი დაჯგუფება კონგრესში, სადაც ყველაზე ძლიერია რესპუბლიკელთა ის ფრაქცია, რომელიც უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტას ითხოვს. საჭიროების შემთხვევაში კონგრესს შესაძლებლობა ექნება ორპარტიული კანონპროექტი მიიღოს, რადგან კონსენსუსი ამ თემაზე გარანტირებული იქნება. ამასთან, ამ ეტაპზე ძალიან ღირსეულად წარმოჩინდა პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც კირბის პირით ამცნო ქვეყანას, რომ უკრაინის დახმარებას უპირობოდ აგრძელებს. მაგრამ … ბაიდენმა ჯერ კიდევ ივნისში აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ უშვებს იმის ალბათობას, უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიის რაღაც ნაწილი, თუკი ეს ომს სწრაფად დაასრულებს. „მოვა დრო და მოლაპარაკება გარდაუვალი გახდება, მაგრამ რის ფასად, ეს ჯერ არც მე ვიცი და არც არავინ“- განაცხადა მან. ამრიგად, ჯაიაპალის წერილი ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება: 1) ამტკიცებს ბაიდენის შერყეულ რეპუტაციას და 2) ამზადებს უკრაინაზე დიპლომატიური ზეწოლის ნიადაგს ორპარტიული ლობის მეშვეობით, რაც პრეზიდენტს თავისუფალი ლავირების საშუალებას მისცემს საჭიროების შემთხვევაში.
„ხმა ერისა, ხმა ღვთისა“ – დატვიტა რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა. არავინ იცის ზუსტად რას გულისხმობდა ამ მესიჯში მილიარდერი, მაგრამ დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ამერიკელებში მკვეთრად მზარდ გულგრილობას.
როგორც ჩანს, პუტინმა იპოვა ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური მოქმედების გეგმა. რუსები შეეცდებიან ჩასანგრდნენ საზამთროდ და პარალელურად მაქსიმალური დამანგრეველი დარტყმა მიაყენონ უკრაინულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რათა მძლავრი ჰუმანიტარული კრიზისი შექმნან. პარალელურად, ისინი იმედოვნებენ, რომ ენერგეტიკულ კრიზისს შექმნიან ევროპაშიც. პუტინის შტაბი ფიქრობს, რომ ეს სიტუაცია შექმნის პოლიტიკურ ნიადაგს დასავლეთთან მოლაპარაკების დასაწყებად. მოლაპარაკება კი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამხედრო ძალით უკრაინაზე გამარჯვება გამორიცხულია ძალათა ამჟამინდელ პროპორციაში.
რიში სუნაკს წინ ზამთარი და ენერგომატარებლებზე მკვეთრად გაზრდილი ფასების პრობლემა ელოდება; პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ დემოკრატებს მზარდი ეკონომიკური კრიზისი და ამ ფონზე რესპუბლიკელთა პოპულარობის ზრდა.
პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთხელ მოუწევთ მსოფლიოს გაოცება და რუსეთის გაბითურება. სხვა გამოსავალი არ არსებობს.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved