• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლო წყვეტს, მურუსიძეს დაუჭერს მხარს თუ სხვას, როგორ შეიძლება, უკარნახონ? – ღუდუშაური

ალია ავტორი - ალია
20:30 10-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499

“პალიტრანიუსის” ეთერში ქართული ოცნების დეპუტატმა ,ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა:

სასამართლო ხელისუფლება, ანუ მართლმსაჯულება, არის სრულად თავისუფალი ჩვენი ხელისუფლების დროს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან ერთ-ერთი მთავარი და უმნიშნელოვანესი, რომლის მიმართ ორკესტრირებული შტურმი – ჩარევა, ზეწოლა, ხელოვნური ჩარევა იქნება თუ ყოველგვარი გარე ფაქტორების ზეგავლენა, ეს არის პირდაპირი დარტყმა და დაზიანება ამ მეტად მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის.

ჩვენ გვქონდა ორი გზა – ერთი არის ის, რა გზითაც წავედით, რეფორმები გზა. მეორე არის გზა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილ-ადეიშვილმა აირჩიეს, ის, რომ შევარდნენ, შეიჭრნენ სასამართლოში, პირდაპირ გამოყარეს, არაერთი მოსამართლე იქნა იმ დროს ძალიან ბინძურად დაპატიმრებული.

ხშირად გვესმის ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სპეკულაცია და დილეტანტიზმის მოჭარბებული დოზით საუბარი. ვინც არ არის, ზოგადად, სისტემაში ჩახედული, პრაქტიკულად, ერთი დღე მაინც არ გაუტარებია, ძალიან რთული არის მისთვის იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს ეს ინსტიტუციები და რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სასამართლო არის გარე ჩარევებისგან დამოუკიდებელი და არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დიახ, უნდა ჩავერიოთ. სასამართლო იღებს თვითონ გადაწყვეტილებას, როდესაც მოსამართლეები უჭერენ თავიანთ მმართველობით ორგანოში ამა თუ იმ მოსამართლეს მხარს – ეს ლევან მურუსიძე იქნება, სხვა პირი იქნება თუ ნებისმიერი პირი, ვისაც თავისი წიაღიდან სასამართლო ხელისუფლება, მოსამართლეები წარადგენენ და მხარს დაუჭერენ, როგორ შეიძლება ახლა, რომ პოლიტიკოსმა და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა გარედან უკარნახოს კონკრეტულ მოსამართლეებს, ვინ უნდა იყოს არჩეული?

თეგები: ალუდა ღუდუშაურისასამართლო კლანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved