• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების“ შიგნით დაწყებულ ომს ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი შეეწირება და ეს იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი…“

ალია ავტორი - ალია
19:24 10-23-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,778

ანი დვალიშვილი

ეს უკვე სასაცილოც აღარ არის – კვარტალში ერთხელ, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ახმაურდებიან, ექსპრეზიდენტი სიკვდილის პირასაა, ბოლო დღეებს და საათებს ითვლისო, მასთან სიარულს იწყებენ ექიმები, ოჯახის წევრები, სხვადასხვა სფეროს ექსპეტები და ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ მიშა ისევ ცოცხალია, საგანგაშო რეალურად არაფერია და მის არსებობას კარგა ხნით ივიწყებენ. ასე იყო ამჯერადაც – მიშას გარშემო ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალეს, ამერიკიდან საკუთარი ნებით ჩამოსულ ექიმებს გაასინჯეს და… არც არაფერი, მიშა ისევ მეათე თუ მეასე ხარისხოვანი გახდა. რატომღაც გვგონია, რომ ოპოზიციას საქმე რომ გამოელევა (და ბოლო დროს ხშირად ელევა), მიშას მაშინ იხსენებენ და მისით ცდილობენ ტელევიზორში გამოჩენას.

მმართველი გუნდის შიგნით მიძინებული კონფლიქტი ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ გააღვიძა. როგორც ამბობენ, კახა კალაძის მოწინააღმდეგეები, მზად არიან, დედაქალაქის მერის თანამდებობიდან წასვლას მხარი დაუჭირონ, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ გარანტირებულად იცოდნენ, კალაძე მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კახიმ შესაძლოა ბევრს პოლიტიკური სამარე გაუთხაროს. რეალურად, დღეს მმართველ გუნდში გადაწყვეტილებებს სამი კაცი, ორი ირაკლი და კალაძე იღებენ, ჰოდა, ნებისმიერის ჩაჩოჩება ნიშნავს იმას, რომ ახალი კადრი უბრალოდ არ იქნება, ვერ მოძილერდება ისე, როგორც ეს სამეულია გაძლიერებული და ორი კაცი უფრო მარტივად გადაინაწილებს გავლენის სფეროებს, ვიდრე სამი. მითუმეტეს, რომ ამ ორიდან ერთს დედაქალაქზე აქვს თათი დადებული. ჰო, სწორედ თათი, რადგან რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, თავად კალაძემაც ხომ კარგად იცის (თუ არ იცის, ხვდება მაინც), რომ შეუძლებელია, ერთი და იგივე კომპანიები იგებდნენ ტენდერებს, როცა საქმე  7 და მეტციფრიან თანხებს ეხება და აგებდნენ იმ შეთავაზებებს, რომელიც რამდენიმე ათეულ ათასში მერყეობს. ისიც ხომ კარგად იცის კალაძემ, ლისის მიმდებარედ დაწყებულ მშენებლობებში, რამდენი მილიონია ჩასხმული და ამას შემთხვევით ვერავინ რომ ვერ დაიწყებდა. ჰოდა, ყველას გასაგონად, არ გვინდა ახლა გულუბრყვილოდ თვალების ფახული და გაოცებული სახეების მიღება – პატარაა საქართველო და ყველამ ყველაფერი იცის.

ჰოდა, „ოცნების“ შიგნით დაწყებულ ომს შესაძლოა… ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი შეეწიროს და ეს იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ რეალურად, ყველაფერი მხოლოდ ამ სამეულის კი არა, სხვისი გადასაწყვეტია და ის სხვა უსაქმოდ ნამდვილად არ არის. კი,  ბიძინა ივანიშვილზე მოგახსენებთ, რომლისთვისაც უთქვამთ, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ გარდაცვლილი გოგონას პანაშვიდზე მივიდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჟურნალისტებთან მისი გამოჩენა არ შეიძლება, რადგან უსიამოვნო კითხვების მთელი კასკადია მომზადებული და ივანიშვილს ახლა არც ამის დრო აქვს და არც სურვილი. სამაგიეროდ, მუნიციპალიტეტებმა მიიღეს უმკაცრესი მითითება იმის შესახებ, რომ 2023 წელს, ყველა (აბსოლუტურად ყველა) სოფელში რაღაც უნდა გაკეთდეს და ეს რაღაც ყველამ უნდა იგრძნოს. გარე-განათებებისა და სკვერების მოწყობა მოდაში აღარ არის, მოსახლეობას ბევრად მეტი სურს და ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული, 2025 წელს, მთელ საქართველოში უწყვეტი წყალმომარაგება იქნებაო, სწორედ 2023-დან უნდა დაიწყოს, თორემ ვერ მოესწრება. ისე, ამ თემაზე წყლის კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და სიცილთ მოკვდნენ, გეგმა ამბიციურია, მაგრამ მხოლოდ პროექტების შედგენას და ჩვენთან გავლას, შემდეგ ამ ყველაფრის ინსპექტირება-შესწავლას, წელიწადნახევარი დასჭირდება და ჩვენთან ჯერ კონსულტაციებიც კი არ გამართულა, უბრალოდ ვიცით, რომ ღარიბაშვილს ბრძანებაზე აქვს ხელი მოწერილი და მეტი არაფერიო.

ჰო… სახალხო დამცველს რაც შეეხება, მმართველი გუნდი ამტკიცებს, ოპოზიციის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან, „ოცნება“ მხარს არცერთს არ დაუჭერს და ისეთ პირს შემოაგდებს, ყველა პირს დააღებსო. აქამდეც არაერთხელ დავრჩენილვართ პირღია და ვინძლო ჩვენს გაოცებას ძალიან, ძალიან დიდი მონდომება სჭირდებოდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved