უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, მიშა კაპლანის ცხედარს დღეს ხარკოვის ოლქიდან კიევში გადაასვენებენ. მას წმინდა ვოლოდიმერის სახელოის ტაძარში დაასვენებენ, სადაც ჩატარდება პანაშვიდი. ხვალ დილით დაღუპულის თანამებრძოლები და მეგობრები ტაძარში გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ჩაატარებენ.
ამის შემდეგ მის ცხედარს პოლონეთში გადაასვენებენ. უახლოეს დღეებში კი ლუგანსკის ოლქში დაბომბვისას დაღუპული მებრძოლის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირი მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
კომენტარები