სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს. როგორც მან ჩინეთის ლიდერად მორიგ ჯერზე არჩევის შემდეგ, განაცხადა, ჩინეთი მსოფლიოს გარეშე ვერ განვითარდება.
„ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისა და დაუოკებელი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და გრძელვადიან სოციალურ სტაბილურობას მივაღწიეთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
კომენტარები