• რეკლამა
  • კონტაქტი
16:58, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის

ალია ავტორი - ალია
17:23 10-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

სემეკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება “მთავარი არხის“ ეთერში გასულ ცრუ ინფორმაციას დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით.

“მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას.

მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე, საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ მომდევნო წლებისთვის. სემეკის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფებზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

„მთავარი არხის“ მიერ გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაცია და წინასწარ გაკეთებული დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მედიასაშუალება კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სემეკი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

თეგები: ბუნებრივი აირიდავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved