• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არახამიამ იცის, რომ ივანიშვილის დასანქცირების დრო ჯერ არ დამდგარა” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:28 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,136

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

მოცემულობაა ასეთ – ივანიშვილი არის ქვეყნის მმართველი, არახამია კი მკაცრ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ, პოლიტიკოსიაა და იცის, რომ ივანიშვილის დასანქცირების დრო ჯერ არ დამდგარა, თუ ყველა თანხმდება რომ ეს კაცი, ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ამ შემთხვევაში მისმა დასანქცირებამ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დააყენოს სერიოზული რისკების ქვეშ. ამით, დასავლეთმა ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა გადაწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის, შეიძლება, პირიქით უბიძგოს კიდევ მეტად რუსეთისკენ. ამას ითვალისწინებენ და ამიტომ ხდება ასე ნაბჯ–ნაბიჯ მინიშნებებით, რომ ფრონტის რომელ მხარეს არის საქართველოს ხელისუფლება თქვას. ხომ არ შეიძლება აცხადებდე, მე მედასავლეთე ვარ და საქართველო გაძეძგო ე.წ. რუსი ტურისტებით, 45 000 ანგარიში გაიხსნა მარტო და ეს ანგარისები რას ემსახურება კაცმა არ იცის.

ბევრ ქვეყანაში მოხდება ამ სიის გაზიარება, არ იქნება სწრაფი პროცესი, მაგრამ თუ ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეცვალა ნაბიჯები, რაღად უნდათ უკრაინელების კარნახი, თვითონ ამერიკელები და ევროპელები მიხედავენ. ჯერჯერობით ამ ნაბიჯს არ დგამენ, როდესაც ქვეყანას მართავს ადამიანი და ეს ქვეყანა მიგაჩნია მოკავშირედ, ბევრი ინვესტიცია გაქვს ჩადებული, ცდილობ ამ მმართველს, რაც გინდა ის დაარქვი, გინდ ჩრდილოვან მმართვას, გარკვეული დერეფანი დაუტოვო, კედელთან არ უნდა დააყენო, კედელთან მიყენება ნიშნავს იმას, რომ  მან უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას. დღეს მთელი რესურსი უკრაინისკენ არის მიმართული, ჩვენთვის არ სცალიათ, ისინი ასეთი მკაცრი კონფრონტაციისთვის მზად არ არიან, როგორც კი უკრაინაში გამოიკვეთება საბოლოოდ, აუცილებლად მიხედავენ მერე საქართველოს და ასე კი არ დაელაპარაკებიან, როგორც დღეს, ბევრად უფრო მკაცრად.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილიდავით არახამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved