• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გა­მო­დის – 22 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვა­კის პარკში სა­სიკ­ვდი­ლო დენი გა­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ველ წუთს ვი­ღაც მო­ეკ­ლა? – ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე

ალია ავტორი - ალია
11:02 10-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლად შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“დე­ტა­ლუ­რად და მარ­ტი­ვად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ვერ­სია, რო­მე­ლიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.გა­ვეშ­ვათ კას­კა­დის სხვა ნა­წი­ლებს. გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­ბე­დის­წე­რო შად­რევ­ნის სა­კი­თხი.

რა გვი­თხრა გა­მო­ძი­ე­ბამ: 2022 წლის 26 აგ­ვის­ტოს “გრინ­სერ­ვის +” და მე­რი­ას შო­რის ვა­კის პარ­კის ამ კონ­კრე­ტულ შად­რე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­ი­წუ­რა სა­კი­თხი. გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი. მე­რი­ამ თქვა, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში­აო, მომ­წონ­სო და ჩა­ი­ბა­რა. ამის შემ­დეგ გა­დის თით­ქმის ერთი თვე. 22 სექ­ტემ­ბერს, როცა შად­რე­ვა­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ცაა და ჩა­ბა­რე­ბუ­ლიც, მე­რი­ის ჩი­ნოვ­ნი­კი, კერ­ძოდ, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იბა­რებს ან ურე­კავს “გრინ­სერ­ვის+” მე­ნე­ჯერს და ეუბ­ნე­ბა: ელექტროძ­რა­ვი­დან წყლის შავი ფე­რის მი­ლე­ბი რომ გა­მო­დის, არ მოგ­ვწონს ეგრე და თეთ­რად, უჟან­გა­ვით შე­ფუ­თე­თო. ამას ეუბ­ნე­ბა არა დი­რექ­ტორ ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს, არა­მედ მის მე­ნე­ჯერს – ა.მ-ს.ეს მე­ნე­ჯე­რი წა­ვი­და და თა­ვის უფ­როს ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უთხრა, შავი ფე­რის მი­ლე­ბის თეთ­რად შე­ფუთ­ვას გვთხო­ვე­ნო.

ფურ­ცხვა­ნი­ძემ უთხრა, კარ­გი, და­უ­კავ­შირ­დი ჩვე­ნი ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელს, კონ­კრე­ტულ პირს და მას შე­უკ­ვე­თეო. აქ ცოტა ბუნ­დო­ვა­ნია, რას ნიშ­ნავს წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის შეკ­ვე­თა? კომ­პა­ნი­ას შე­უკ­ვე­თა თუ წარ­მო­მად­გე­ნელს ? ეს არ ჩანს გა­მო­ძი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.გან­ვაგ­რძოთ. “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადგა და ორი ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი და­ი­ქი­რა­ვა. მი­ვი­და ეს ორი კაცი ვა­კის პარკში. ელექტროძ­რავს მოხ­სნეს ცხა­უ­რი, მი­ლებ­ზე თეთ­რი კონ­სტრუქ­ცია და­ა­მაგ­რეს და და­ხუ­რეს ცხა­უ­რი. ამ ცხა­ურ­სა და ბე­ტონს შო­რის მო­ა­ყო­ლეს ელექტრო­სა­დე­ნი, იზო­ლა­ცია და­ირ­ღვა და ამან გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი.

ამის მერე ვინც ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლე­ბი უშუ­ა­ლოდ და­ი­ქი­რა­ვა ანუ “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ი­კი­და ეს ამ­ბა­ვი და არ შე­ა­მოწ­მა, რო­გორ გა­ა­კე­თეს საქ­მე მუ­შებ­მა. თა­ვის მხრივ, და­ი­კი­და ,”გრინ­სერ­ვის +” საქ­მე­თა მწარ­მო­ე­ბელ­მაც. ამის მერე ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე ადგა და მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხურს წა­რუდ­გი­ნაო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ოღონდ წა­რუდ­გი­ნა შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შეო, ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შეო. სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­მაც ეს სა­მუ­შაო ჩა­ი­ბა­რა ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შეო. ერთი სი­ტყვით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლიო. ეს გვი­თხრა გა­მო­ძი­ე­ბამ.

ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა. ერთ დი­ლით გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს უცებ გა­ეღ­ვი­ძა და თვი­თონ­ვე გა­და­წყვი­ტა შავი მი­ლე­ბის თეთ­რად შე­ფუთ­ვა? ზე­მოთ არ იკი­თხა? ასე თა­ვი­სით ადგა და შეც­ვა­ლა დას­რუ­ლე­ბულ პრო­ექ­ტში დე­ტა­ლე­ბი? ან შად­რევ­ნის ჩა­ბა­რე­ბი­დან ერთ თვე­ში მიხ­ვდა, რომ ის შავი მი­ლე­ბი არ უხ­დე­ბო­და? სი­ნამ­დვი­ლე­ში ნეტა ვის არ მო­ე­წო­ნა ეგ შავი მი­ლე­ბი?
ერთი სი­ტყვით, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ამის შემ­დეგ, უკვე ოქ­ტომ­ბერ­ში, კა­ლა­ძე მი­ვი­და და გახ­სნა შად­რე­ვა­ნი. მე­ო­რე დღეს შად­რე­ვან­ში ბავ­შვს დენ­მა და­არ­ტყა და და­ი­ღუ­პა.

და­ვუბ­რუნ­დეთ 22 სექ­ტემ­ბერს, როცა მუ­შე­ბი ვა­კის პარკში მი­ვიდ­ნენ, იმუ­შა­ვეს და, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ გვი­თხრა, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­არ­ღვი­ეს. ესე იგი, რა გა­მო­დის – 22 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვა­კის პარკში სა­სიკ­ვდი­ლო დენი გა­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ველ წუთს ვი­ღაც მო­ეკ­ლა? ვთქვათ, და­ვი­ჯე­რეთ, რომ მთე­ლი ეს ამ­ბე­ბი ორი მუ­შის ბრა­ლია.

და­ვუ­ჯე­როთ გა­მო­ძი­ე­ბას და და­ვუშ­ვათ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა: ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო და… ჯან­და­ბა! რომ არა ორი ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლის ეს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა, არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბო­და, დენი წყალ­ზე არ გა­და­ვი­დო­და და ბავ­შვიც ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ოკ. ვირ­წმუ­ნოთ ეს ვერ­სია. არ გა­მოვ­რი­ცხავ. შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც ასე მოხ­და… მაგ­რამ რა ვუ­ყოთ უტყუ­არ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წი­ნაც ურტყამ­და ხალ­ხს ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში? ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ვი­დე­ოც გა­მოჩ­ნდა და კი­დევ ერთხელ ავ­ტვირ­თავ! რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ახლა – მა­ში­ნაც ეს ორი მუშა იყო დამ­ნა­შა­ვე? მა­შინ რა ხდე­ბო­და შად­რე­ვან­ში ?არ ვიცი.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის სხვა ეპი­ზო­დებს. ის უკავ­შირ­დე­ბა 26 აგ­ვის­ტომ­დელ პე­რი­ოდს. შე­გახ­სე­ნებთ სწო­რედ 26-ში გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი. ამ ნა­წილს სხვა დროს შე­ვე­ხე­ბი” – წერს სა­ნა­ია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია “გრინ­სერ­ვის პლუ­სის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ა­ში წე­რია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ორმა ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბელ­მა და­არ­ღვია უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი.

კერ­ძოდ: წყლის მი­ლებ­ზე, უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის მორ­გე­ბის მიზ­ნით, მოხ­სნეს ელექტროძ­რა­ვის შე­სა­ფუ­თი ლი­თო­ნის ცხა­უ­რი, რომ­ლის კვლავ და­მაგ­რე­ბი­სას, ბე­ტო­ნის ზე­და­პირ­სა და ცხა­ურს შო­რის მო­ა­ყო­ლეს ელექტრო­სა­დე­ნი, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და სა­დე­ნის იზო­ლა­ცია.
ამის შემ­დეგ “გრინ­სერ­ვის +”-ის დი­რექ­ტორ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე წა­რუდ­გი­ნა მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს, ხოლო მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved