• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ილონ მასკის შესახებ იმდენად პრიმიტიული მსჯელობა მიდის …” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:17 10-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,403

ექიმი ზურაბ გურული:

“РД-180, Ракетный Двигатель-180 ის ამერიკული ეპოპეა, ანუ როგორ იხსნა მასკმა ამერიკის თავდაცვის ინდუსტრია და როგორ მზადდებოდა უკრაინის ოკუპაცია
————————————
ილონ მასკის შესახებ იმდენად პრიმიტიული მსჯელობა მიდის საერთაშორისო (და ქართულ) მედიაში, რომ ცდუნებამ მძლია საკუთარი მოკლე ისტორიული მიმოხილვა გამეკეთებინა ამ კონტროვერსიული, მაგრამ გენიალური ადამიანის შესახებ. მაშ ასე, დავიწყოთ სულ თავიდან …
რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2014 წელს მოხდა. ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსების კომენტარები CNN-ში, სადაც ისინი რუსულ საოკუპაციო სპეცრაზმს ჯიუტად უწოდებდნენ „გამოუცნობ მწვანე კაცუნებს“. ამის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ ისიც, თუ როგორ გააუქმა აშშ-ს კონგრესმა აკრძალვა/სანქციები რუსული სარაკეტო ძრავების, RD-180-ის შემოტანაზე ამერიკაში. ამ სანქციის ინიციატორი ჯონ მაკკეინი გახლდათ. მაკკეინს ზურგს უმაგრებდნენ ყოფილი თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და CIA-ს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰაიდენი. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ პუტინის რუსეთზე ამერიკის სამხედრო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის დამოკიდებულება საშიში შეცდომა იყო. მაკკეინის პოზიციას და კამპანიას სერიოზული ფინანსური კონტრიბუცია გაუწია მაშინ ასპარეზზე ახლად გამოსულმა ილონ მასკმა. სამწუხაროდ, ეს წამოწყება ფიასკოთი დასრულდა, რადგან კონგრესის ორპარტიულმა, გაერთიანებულმა ლობიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ალაბამელი რესპუბლიკელი სენატორი – რიჩარდ შელბი და ილინოისელი დემოკრატი სენატორი – რიჩარდ დურბინი, სერიოზული ბრძოლა წამოიწყო. მათი არგუმენტი ემყარებოდა მტკიცებულებას, რომ რუსული ძრავების შემოტანის აკრძალვა საფრთხის ქვეშ დააყენებდა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც აქტიურად სარგებლობდნენ რუსული რაკეტებით ორბიტაზე გაყვანილი სატელიტებით. შელბიმ და დურბინმა გაიმარჯვეს. და მაინც რა იყო ამ ორი გავლენიანი სენატორის მთავარი მოტივაცია?..
მოკლე დედუქცია: … რუსულ RD-180-ს წარმოებაში იყენებდა ორი კომპანია: „ბოინგი“ და „ლოქჰიდი“. ბოინგის სათავო ოფისი ილინოისშია, ხოლო „ლოქჰიდი“ რუსულ ძრავებს აწყობს ალაბამაში. ეს ორი კომპანია კონგრესისა და სენატის ერთერთი მთავარი ფინანსური კონტრიბუტორები არიან და სერიოზული დონაციები აქვთ გაკეთებული ამ ორი სენატორის საარჩევნო კამპანიებშიც. დანარჩენი დასკვნები თავად გამოიტანეთ…
ცხადია, მასკის მთავარი მოტივაცია საკუთარი ბიზნესის წარმატება გახლდათ; სწორედ ამიტომ აფინანსებდა მაკკეინს. RD-180-ის ჩაძირვა მკვეთრ სტიმულს მისცემდა ამერიკული წარმოების ძრავებისა და რაკეტების ინდუსტრიას. ასე დაეტაკა ერთმანეთს მასკი და „ბოინგი“/“ლოქჰიდი“.
პოლიტიკოსების მოტივაციები გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით ამაზრზენი და საშიში ფაქტი იყო ამ ბინძურ ფინანსურ მაქინაციაში მაღალი რანგის სამხედროების ჩარევა. 2011-14 წლებში ამერიკის კოსმოსური ძალების სარდალი გახლდათ გენერალი უილიამ შელტონი. „თუ რუსული ძრავებით მომარაგება შეწყდება, ის დააყოვნებს სატელიტების გაშვებას, გამოიწვევს სერიოზულ დანახარჯებს, და კომპრომეტირებას გაუკეთებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“- განუცხადა კონგრესს გენერალმა.
თუმცა, იყვნენ პატიოსანი სამხედროებიც. საჰაერო ძალების გადამდგარმა გენერალმა მიტჩ მიტჩელმა, 2014 წელს, საფუძვლიანად შეისწავლა ეს პრობლემა თავის ნაშრომში, რომელიც არსად გამოქვეყნებულა, მაგრამ მაინც გაჟონა პრესაში. გენერალმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო ფინანსების სასწრაფოდ გამოყოფა რუსულ სამხედრო ინდუსტრიაზე დამოკიდებულების შესაჩერებლად და რომ ეს პროცესი დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა. თეთრი სახლის მაშინდელმა ლიდერმა მკვეთრად უარყო კონგრესმენთა მცირე ჯგუფის ინიციატივა, რომ 220 მილიონი დოლარი გამოეყო სახელმწიფოს 2015 წლის ბიუჯეტიდან, რათა ეს პროცესი დაწყებულიყო.
ილონ მასკის SpaceX პირველი ამერიკული კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტული ძრავების შექმნა-განვითარება. ასე დაიწყო ფალკონის ტიპის რაკეტების წარმოება. მასკმა სასამართლოში უჩივლა პენტაგონს, კერძოდ საჰაერო ძალების ხელმძღვანელობას მისი კომპანიის დაჩაგვრისათვის და მოიგო კიდეც. დანარჩენი უკვე ცნობილია. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, პენტაგონი ამჟამად ისევ რუსულ სარაკეტო ძრავებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული.
როგორც იცით, მასკი ისევ აგრძელებს უკრაინაში ოპერაცია სტარლინკს. რა მიზეზია ამის უკან, ამაზე არაერთი ლოგიკური სპეკულაცია შეიძლება გაკეთდეს; თუნდაც იმის, რომ პენტაგონი დაემუქრა სხვა კომპანიებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნით და SpaceX-ის დაძირვით. გავიხსენოთ პოდოლიაკის ტვიტი, სადაც მან ხაზი გაუსვა მასკის უზარმაზარ დამსახურებას. სტარლინკის გარეშე რუსეთის ჯარებს წარმოუდგენლად უფრო დიდი უპირატესობა ექნებოდათ დასაწყისში და დიდი ალბათობით დამარცხდებოდნენ კიდეც. ასე რომ, როდესაც მასკს ვლანძღავთ, უნდა გავიხსენოთ ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პენტაგონის „წვლილიც“ რუსეთის გათავხედებაში. მასკი მათთან შედარებით უცოდველი ანგელოზია.
და ბოლოს, სოციალური ქსელების მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ ფაქტიურად ტვიტერით ხდება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეების დაანონსება. შესაბამისად, იგივე ტვიტერი აღარ არის მხოლოდ სოციალური ქსელი, პოლიტიკური ტრიბუნაა და პროფესიონალიზმის შენარჩუნება იქაც ყველას მართებს. ამიტომ იყო ელჩ ანდრეი მელნიკის გამოხტომა მიუღებელი. პროფესიონალი დიპლომატი ყოველთვის დიპლომატად უნდა დარჩეს.
შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ იმ ფაქტზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მელნიკის უზრდელობას, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ მასკს ეს გამოხტომა არ გამორჩენია.
წინ ნოემბრის არჩევნებია; აიღებენ თუ არა უპირატესობას რესპუბლიკელები კონგრესსა და სენატში; მათი რომელი ფრთა მოიპოვებს დომინაციას და რა გავლენა ექნება ამას რუსეთ-უკრაინის ომზე; მართლა შეჩერდა მასკი თუ კარგად დაიმახსოვრა შეურაცხყოფა და მოგვიანებით კიდევ გამოაჩენს კბილებს, არავინ იცის. დიდი შეცდომა იქნება მისი „გადალოცვა“ რესპუბლიკელთა რადიკალური ფრთისათვის, რადგან მისი და ტრამპის ალიანსი ძალიან სერიოზული ძალა იქნება.
ვნახოთ …”

თეგები: ზურაბ გურულიილონ მასკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved