• რეკლამა
  • კონტაქტი
05:39, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემს ეზოში ვინმეს რომ შევუკვეთო შადრევნის მოწყობა და ჩაბარებიდან მეორე დღეს იმ შადრევანში ვინმე მოკვდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
14:43 10-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,644

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს:

„შადრევანში დენი გადავიდა წყალზე და მოკლა ბავშვი

რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას საიდან მოხდა გადასვლა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

სადღაც შეხება ჰქონდა დენის წყაროს წყალთან, არ იყო დამიწება, არ იყო დაცვა, ან იყო და ხარისხიანად არ იყო გაკეთებული ან რაღაც მსგავსი

წმინდად ტექნიკური ამბავია, დენი ჰაერიდან ვერ გაჩნდებოდა (მეხი არ ყოფილა)

რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას რა მოხდა და ვის გამო მოხდა?

მაგრამ არა, საბჭოთა საქართველოში ეგრე მარტივად არ არის საქმე

აქ ყველა პროექტი შედგენილია ისე როგორც საჭიროა და მერე სახელმწიფოს მიერ შემოწმებულია რომ ეს ნამდვილად ასეა

ამ შემოწმებაში ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

პროექტები როგორ უნდა იქნეს შედგენილი, ეგეც წინასწარ არის განსაზღვრული, შემოწმებული და დამტკიცებული

ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ყველა დეტალი ნაყიდია იქ სადაც საჭიროა და მერე სახელმწიფოს მიერ შემოწმებულია რომ ეს ნამდვილად ასეა

ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ყველა ელექტრიკოსი შემოწმებული, სერტიფიცირებული და უფლებამინიჭებულია, მერე ზემოდან გადამოწმებული

ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ყველა შესრულებული პროექტი რამდენჯერმე გადმოწმებული, მიღება-ჩაბარებული და მხოლოდ ამის შემდეგ გაშვებულია

ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ყველა შემმოწმებელი თავად გადამოწმებული, აკრედიტებული, სერტიფიცირებული, სტანდარტიზებული და ბეჭედდარტყმულია სახელმწიფოს მიერ

ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ყველა შესამოწმებელი ინსტრუმენტი შემოწმებულია, დაკალიბრებულია და სერტფიცირებულია შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, რომელიც თავის მხრივ შემოწმებული, აკრედიტებული და სერტიფიცირებულია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ

ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ფურცელზე ყველაფერი წესრიგშია, თითქმის ყოველთვის

ზუსტად ისე როგორც იმ ქვეყანაში რომელშიც მე დავიბადე

ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბავშვი მოკვდა

ალბათ დივერსიაა, აბა როგორ?

აქ ყველა ყველაფერზეა პასუხისმგებელი და, ამავე დროს, არავინ არაფერზე

აქ, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი შეგიძლია დასაჯო, და პირიქით, არც არავინ დასაჯო

ასეა ეს სისტემა მოწყობილი

ჩემს ეზოში ვინმეს რომ შევუკვეთო შადრევნის მოწყობა და ჩაბარებიდან მეორე დღეს იმ შადრევანში ვინმე მოკვდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?

ვინც გააკეთა

ჩვენი გადახდილი გადასახადებით (6.5 მილიონი ლარი) მერიისთვის ‘შეკვეთილ’ (ბრჭყალებში იმიტომ რომ გადასახადები წართმეული ფულია და ისე ხარჯავენ რომ ბევრი ჭამონ) შადრევანზე რატომ არ ვრცელდება იგივე ლოგიკა?

იმიტომ

ზემოთ წერია რატომაც

კიდევ იმიტომ რომ პასუხის მომთხოვნი არავინაა

საკმარისი ძალა არავის აქვს ამ ქვეყანაში

აქედან დე ფაქტო ძალაუფლების მქონეთა უპასუხისმგებლობაც

ამ უპასუხისმგებლობის სათავე კი მიტაცებული ძალაუფლებაა

სანამ ამას არ გავასწორებთ, ამ სისტემის გასწორების შანსი ნულია

სანამ ამას არ გავასწორებთ, ყველა პასუხისმგებელი ვართ

პ.ს. კი, ბოლოს შეტენიან ვინმეს, ახლა წყდება ვისზე გადატყდება ჯოხი. ან არც შეტენიან, მაინცდამაინც არც არავინ აწუხებს და ერთ კვირაში შეიძლება შემოდონ ესებუას საქმის გვერდით“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved