• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კალაძე შეხვდა ღარიბაშვილს მისსავე კაბინეტში… შეხვედრას ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე და ირაკლი შოთაძე…დისტანციურად ჩაერთო ივანიშვილი და განიხილეს კალაძის შესაძლო გადადგომის საკითხი“

ალია ავტორი - ალია
21:16 10-15-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,592

ლევან ჯავახიშვილი

თბილისში, ვაკის პარკში, შადრევნიან  აუზში დენის დარტყმის შედეგად, 13 წლის  მარიტა მეფარიშვილის დაღუპვამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ხალხის დიდი ნაწილი თბილისის მერის გადადგომას მოითხოვს, კახა კალაძემ კი განაცხადა, თუ გამოძიება დამნაშავედ სცნობს, მზად არის, მომხდარზე პასუხი აგოს. „ეკო სერვისის“ თანამშრომლის, ვაკის პარკის მებაღის, დევი მაზურნიშვილის  თავგანწირვის გამო გადარჩა ორი ბავში, რომელიც წყალში გამავალ დენს არ შეუშინდა და სამივე ბავშვი  გამოიყვანა…  ვინ აგებს პასუხს და საერთოდ თუ აგებს ვინმე? ხელისუფლება უკვე  ცდილობს, ჯოხი  შემსრულებლებზე გადატეხოს, მაგრამ ეს არც ისე იოლია. „გრინსერვის+“-ის გენერალური დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე  რამდენჯერმე დაკითხეს, ასევე, დაიკითხნენ კომპანიის სხვა თანამშრომლები. დაიკითხა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში  რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი. ახლა საზოგადოებისთვის მთავარი, კახი კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. გადადგება თუ არა კახა კალაძე? ამის შესახებ „ალიას“ ბიძინა ივნიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული პიროვნება ესაუბრა, რომელმაც უსაფრთხოების გამო, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა:

– „სიმართლე გითხრათ, კახი კალაძე მზად არის, პოსტი დატოვოს, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება. ამის თაობაზე კალაძე უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს   მისსავე კაბინეტში. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატი  მამუკა მდინარაძე  და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. მათ  დისტანციურად  ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი და განიხილეს კალაძის შესაძლო გადადგომის საკითხი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ  გადაწყდა – კალაძე პოსტზე დარჩება. კალაძე, რომ გადადგეს, მაშინ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.  ეს კი დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს და ამისთვის მზად არ არის. თბილისი,  ხელისუფლების მხარეს აღარ არის და  ბიძინა ივანიშვილმა სხვათა შორის, აღნიშნა ამ საუბრისას. მისი თქმით, ამის სიმპტომები უკვე ზაფხულში გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების  გამო, მინიმუმ, 150 000 კაცი გამოვიდა რუსთველზე  და ისიც  მხოლოდ თბილისელები. თან, პოლიტიკოსებისა და  სპონტანურად, ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე. თბილისის დაკარგვა კი, „ქართული ოცნებისთვის“ დასასრულის დასაწყისი იქნება – მათ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები უკიდურესად შეუმცირდებათ. ივანიშვილი იმასაც შიშობს, თუ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს ხალხს შეაგულიენებს, ხალხი არ გაჩერდება, მერე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და შესაძლოა, ისეთი ვითარება შეიქმნას, ხელისუფლებას დათმობის გარდა სხვა გზა არ დარჩეს და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისი შედეგების განჭვრეტა,  ამ ეტაპზე იოლი არ არის, მაგრამ ოპოზიციას გამრჯვების მეტი შანსი ექნება. მოკლედ, კახი კალაძეს გულით რომ სურდეს გადადგომა, მას პოსტიდან  მაინც არ არ გაუშვებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ „ქართულ ოცნებას“ ბოლოს ჩატარებული შიდა პარტიული კვლევების კატასტროფული შედეგები დაუფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ 32% აქვს და აქდან  თბილისში მხოლოდ 17%. ვიმეორებ, ეს კვლევები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და ვერავის დააბრალებს, გაგვიყალბესო. კვლევების შედეგებს „ოცნება“ მალავს, მაგრამ ვინც საჭიროა, მათ იციან.  თბილისის 17%-იან მხარდაჭერას რაც შეეხება, ამის შესახებ თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფო სამსხურში დასაქმებული ადამიანები, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენები  და მათი ოჯახის წევრები არიან. ამ არასახარბიელო ვითარებაში, თან როდესაც ხალხი, განსაკუთრებით,  თბილისელები ძალიან გაბრაზებულები არიან, „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს კახი კალაძის გადადგომასა და თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. მოკლედ, კალაძე პოსტზე რჩება და ხალხს სატყუარად და დასაშოშმინებლად, ვიღაცებს მიუგდებენ, დასჯიან რამდენიმე ადამიანს, თბილისის  მერიისა და „გრინსერვის+“-ის თანამშრომლებს“ – უთხრა  „ალიას“ წყარომ.

ვინ შეიძლება გახდეს ის დაბალი ღობე, ვინც შეიძლება დასაჯონ? იქნებიან თუ არა მათ შორის მერიის მაღალჩინოსნები? „ალიას“ ამ კითხვებს წყარო ასე  პასუხობს.

„მერიის არც ერთ მაღალჩინოსანს არ დაიჭერენ. შესაძლოა, მერიის საშუალო და დაბალი რგოლების თანამშრომლები გაუშვან ციხეში, მერიის გარემოს დაცვის  საქალაქო სამსახურიდან, მაგრამ მის უფროსს, გიგა გიგაშვილს არ შეეხებიან. არ დაიჭერენ არც ლაშა ფურცხვანიძეს. თუმცა, „გრინსერვი+“-ის რამდენიმე თანამშრომელი ჩაჯდება ციხეში.  ის ხალხი, ვინც უშულოდ ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქაც დაბალი რგოლები გაიწირებიან. ირაკლი შოთაძეს დაევალა, რომ რაც შეიძლება გაიწელოს გამოძიება, რომ ხალხში აგრესია და პროტესტი მინავლდეს და როდესაც მხოლოდ „მეისრეებს“ დაიჭერენ და ციხეს მიუსჯიან,   ქუჩაში არ გამოვიდნენ. ლაშა ფურცხვანიძეს ხელს იმიტომ ვერ ჰკიდებენ, რომ ეშინიათ, არ დაასახელოს ის ხალხი, თანხა და სხვა ფაქტები, ვისთანაც „ატკატები“ მიჰქონდა მერიაში მიღებული ტენდერების სანაცვლოდ. ამას მთელი „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს. გიგა გიგაშვილმა კი ბევრი იცის არა მარტო მერიის მაღალჩინოსანთა კორუფციული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, გავლენიანი დეპუტატების და მინისტრებიც  არიან. შესაბამისად, ვერც მას დაიჭერენ. თუ დაიჭირეს, ისიც ალაპარაკდება. შესაძლოა, გიგაშვილი  მხოლოდ პოსტიდან გაუშვან. ვინც ციხეში წავა, მათაც გარკვეული გარანტიებით გუშვებენ ციხეში. იქ დიდხანს არ გააჩერებენ. მერიის თანამშრომლებისა და „გრინსერვის+“ის იმ თანამშრომელთა ოჯახებზე,ვისაც ციხეში გაუშვებენ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები იზრუნებენ და ამ საკითხს ირაკლი ღარიბაშვილი მოაგვარებს. ამ ეტაპზე ასეთია ქვეყნის მთავარი მსაჯულის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და ვფიქრობ, ბევრი არაფერი შეიცვლება“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილივაკის პარკის ტრაგედიაირაკლი ღარიბაშვილიკახა კალაძემამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved