• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უნდა მოესმინა ლილუაშვილს კახიშვილისთვის? – ვინ მოიგო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით?

ალია ავტორი - ალია
18:12 10-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,174

დადუნა სიხარულიძე

 

„დიახ, სუდში მიათრევ და დაიმედებული იყავი, რომ შენი სიმართლე გაგამარჯვებინებს, დიახ!.. ვიცი მე სუდის საქმე!.. უნდა გადაჰყვე საჩივარს და ბოლოს, ვინ იცის, რავა შეგიტრიალებენ ნათელ საქმეს!.. არა, შენ გენაცვალე, თელათ რომ ყველაფერი ამიოხროს, სუდში ფეხს ვერავინ შემადგმევინებს, ვერა! – გადაწყვეტილებით წარმოთქვა გალაქტიონმა. – ვიცი მე სუდის ამბავი!.. არა. საქმეს სხვა გზით უნდა შემოუაროთ!“ – „ბაკულას ღორები“.

 

დიახ, ახლა მთავარია „სუდში“ ვინ შეიტანს საჩივარს!

ამბავი კი ასეთია: ერთი კვირის წინ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის შესახებ გახდა ცნობილი  – „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანიდატს უსმენდნენ.

როგორც არ უნდა „გააპრავოს“ მმართველი პარტია დაქირავებულმა ან დაქირავების მომლოდინეთა რიგში მდგომმა  „ექსპერტებმა“, როგორც არ უნდა გალანძღონ სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტები, ფაქტია – სუს-ი უსმენდა დეპუტატობის კანდიდატს და კანდიდატმა ეს ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ: “შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ უსმენდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს, უსმენდმნენ დეპუტატობის კანდიდატ კახა კახიშვილს და ყველას, ვისაც სატელეფონო კავშირი ჰქონდა მათთან.

ინფორმაცია გაჟღერდა და კანონით, წესითაც, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, დაიწყოს!

„ალიამ“ გადაამოწმა და საგამოძიებო ორგანო, ჯერჯერობით „არ ტოკდება“.

„არსაიდან ხმა, არსით ძახილია“ იმ პირების მხრიდან, ვისაც სუს-ი უსმენდა.

წესით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ხალხის რჩეულმა, რომელიც კანონშემოქმედია (ასეთია დეპუტატის ბედი) უნდა იჩივლოს. ჩვენ გვესმის, რომ სარჩელის მომზადებას დრო სჭირდება, თუმცა განცხადების გაკეთებას წინ რომ არაფერი უდგას, ეს სადავო თემა არაა – არც განცხადება გაკეთებულა!

კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი „დეტალი“ ამ „აბრაკა-დაბრაში“ ისაა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს მისი მეგობარი კახა კახიშვილის ფარულად მოსმენა არაფერში სჭირდებოდა. კახიშვილი არც მალავდა თავის განწყობას და საჯაროდ აფიქსირებდა მოსაზრებებს.

მაგრამ, მაინც, რატომ უნდა მოესმინა კახიშვილისთვის ლილუაშვილს?

კახა კახიშვილმა 2020-ის არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მაღალი პროცენტით წააგო – ხმათა 46%-ი თვით მმართველ პარტიას არ „მიუთვლია“. კახიშვილმა ეს შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი კანდიდატის წარმდგენ პარტიას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეძინა ან კახიშვილისთვის არ ეცალა. არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ კი, ყველაზე მეტი გაყალბებული ბიულეტენი, სწორედ კახიშვილს „ამოუვარდა“.

ესე იგი, ლილუაშვილი უსმენდა, ცესკო კი ხმებს უყალბებდა. გამოდის, „ქართულმა ოცნებამ“ წარდგენით კი წარადგინა კახიშვილი, მაგრამ მხარს არ უჭერდა. კულუარულად ამბობენ, რომ კახიშვილს წულუკიანი ებრძოდა. ეს ხმები სიმართლესთან ახლოს რომ არის, იმითაც დასტურდება, რომ წულუკიანმა თავის დროზე ყველა ბერკეტი გამოიყენა, რათა გაეუქმებინა ის სამინისტრო, რომელსაც ასე წარმატებით ხელმძღვანელობდა კახიშვილი. წულუკიანს ორი მცდელობა „ჩაუვარდა“, იმხანად კახიშვილი და შესაბამისად, სამინისტრო გადარჩნენ. თუმცა, 2018 წელს, 15 ივლისს, დანიშვნიდან სულ რაღაც 1 თვის თავზე, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გააუქმა.  როგორც ამბობდნენ, წულუკიანისგან ზეწოლას ვერ გაუძლო.

წულუკიანის „სამეფო კარზე“ დიდი გავლენები აქვს. როგორც კი ჩაიგდო ხელში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (იუსტიციის სამინისტროს შეუერთა), პირველივე წამიდან, სისტემაში კახიშვილის მიყვანილი კადრები გაათავისუფლა – ზოგს სამსახური გაუუქმა, ზოგმაც „ჯანმრთელობის მდგომარეობის“, „ოჯახური პირობების“ ან „სწავლის გაგრძელების“ მოტივით განცხადება დაწერა.

ბევრს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ, როცა ბახტაძე პრემიერობის რანგში ჩატარებულ პირველ მთავრობის სხდომაზე სამინისტროს აუქმებდა, წულუკიანი და კახიშვილი სხდომას არ ესწრებოდნენ.

„თეა წულუკიანი არის მივლინებაში. კახიშვილიც ასეა. ეს არავითარ კავშირში არ არის ცვლილებებთან. ბატონი სოზარიც აქ არის და ბატონი მიშა გიორგაძეც. არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად არის”, – ასე უპასუხა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, სად არიან მინისტრები?

ხოლო, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა:

„სანამ ერთ პირს შეუძლია ნებისმიერი თანამდებობის პირის ერთ დღეში გადაყენება, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვექნება და სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარიც წინასაარჩევნო ტრიუკის ნაწილი იქნება… “ქართულ ოცნებაში” არსებული კლანური დაპირისპირება მამუკა ბახტაძეს არ აძლევს შესაძლებლობას, მთავრობა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს. არც წულუკიანის შანტაჟს გამოვრიცხავ, ის სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოების კრიჭაში ჩადგომა და ძალაუფლების დემონსტრირება სჩვევია – არ უნდათ აღიარონ, რომ წულუკიანი მათი შეცდომაა და სამოქალაქო მოთხოვნის საფუძველზე გადააყენონ, ამიტომ სხვა გზებს ეძებენ. გაოცებული ვარ მმართველი გუნდის შედარებით გონიერი წარმომადგენლების განცხადებებით, რომლებიც ამტკიცებენ, ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს და სამთავრობო ცვლილებები სულ სხვა მიზეზით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვითაა გამოწვეულიო. როდესაც გადაჯგუფების ეს პროცესი ჩაივლის, დავრწმუნდებით, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ამჯერადაც არ იქნება“.

მუხაშავრია მართალი აღმოჩნდა, სამინისტროს გაუქმებით და „გამოერთება-მიერთება-მოერთებით“ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ კახიშვილის კადრების ნაცვლად წულუკიანის კადრები მოვიდნენ, რომელთაც, როგორც ამბობდნენ, გაცილებით მაღალი ხელფასი ჰქონდათ.

კარგით, ეს წარსულია და არჩევნების თემამ „მოიტანა“. ვფიქრობთ, გამგებმა გაიგო როგორ ვერ გაიმარჯვა კახიშვილმა ყველაზე მაღალი პროცენტითა და ყველაზე მეტი გაყალბებული ბიულეტენებით, არჩევნებში. ასე თუ ისე ისიც გასაგებია, რატომ გაუქმდა კახიშვილის სამინისტრო.

ახლა რაც შეეხება მოსმენებს.

კანონში გარკვევით წერია: ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

ესე იგი, თუ არსებობს, როგორც კანონი ითხოვს, პროკურატურის მოტივირებული შუამდომლობა და  სასამართლოს შესამაბისი განჩინება „ქართულ ოცნებას“ კახიშვილი, ყველაზე მეტი, პარტიულ ტერორისტად, ყველაზე ნაკლები პარტიისთვის არასაიმედოდ, მიაჩნია. თუმცა პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, როგორმე გავიგებდით. მეორე შემთხვევაში მოსმენები კი უკანონოა!

მაშ, რატომ არ ითხოვს არც ზარდიაშვილი და არც კახიშვილი გამოძიების დაწყებას? გასაგებია, უბრალოდ, „ტეხავს“ საკუთარ პარტიას უჩივლო და კანონი? თუმცა დრო ყველაფერს ჩარეცხავს – ალბათ, ამის იმედად არიან „გაშიფრულები“. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, კახიშვილი ისედაც არ მალავდა თავის მოსაზრებებს და დამოკიდებულებას.

ვინ მოიგო ამ ფარული ჩანაწერების გავრცელებით? ლილუაშვილმა და პროკურატურამ რომ არა, ეს ცხადია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში წააგებდნენ. ევროპაში, მაგალითად ლილუაშვილის კოლეგა გადადგებოდა, ამერიკაშიც. საქართველოში კი არაა გამორიცხული, როცა დრო მოვა, დააწინაურონ!

და, ბოლოს, ისევ „ბაკულას ღორები“: „სუდში სწორედ ვერ შევალ… ცეცხლივით მეშინია. ამიტომ მოგაშურე ახლა შენ… მეტი გზა არ მაქვს! სხვანაირად უნდა შემოვუარო საქმეს… თქვენი ერთი ფეხის დაბაკუნება ათასწილად მირჩევნია სასამართლოში თრევას და წოწიალს… ერთს თვალებს გადმოუბრიალებთ, ხმამაღლა შესძახებთ ისე, რომ კანკალს დააწყებინებთ ქე რომ იცით, და საქმეც მოგვარდება… ჰოდა იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენებურად შემიშინოთ ის ჩემი მაწუხებელი!“

 

“კობახიძეს ეს რომ ვუთხარი, სულ აიჭრნენ, ეს როგორ უთხრაო” – მედიაში გამოქვეყნებული ფაილები

თეგები: თეა წულუკიანიკახა კახიშვილისუსიფარული მიყურადება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved