• რეკლამა
  • კონტაქტი
08:34, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:40 10-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.

სანამ დანაშაულს უბედურ შემთხვევად გამოაცხადებდნენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი. შესაბამისად, ის მკვლელი შადრევანი ექსპლუატაციაში მიღებულად უნდა მივიჩნიოთ, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის სამუშაოს შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამტკიცებას. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე.

რაც შეეხება თბილისის მერს: სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. აი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

“ქართული ოცნების” ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს. კლავს ბავშვებს. ბავშვებს, რომელთაც, “ქართული ოცნების” კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მეთვალყურე სჭირდებათ. თურმე მეთვალყურე სჭირდებათ 13 წლის მოზარდებს საჯარო გასართობ სივრცეში გართობისას. თუმცა “ქართული ოცნებისთვის” მეთვალყურეობა ის ცნებაა, რომელიც არასდროს ავიწყდებათ; “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

და ბოლოს, გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”? – მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა… ჰო და ამ წლების განმავლობაში ამ პრინციპის გამოყენებით მანიპულირებს ჩვენით “ქართული ოცნება” და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ჩვენც, ქართული საზოგადოება. ალბათ, ახლაც, ხვალ ან ზეგ, რაიმე სისაძაგლეს გამოაგდებს ხელისუფლება და ჩვენც, მორჩილად, ამ სისაძაგლეზე გადავერთვებით. და ჭირისუფლის გარდა აღარავის გვემახსოვრება აღარც მკვლელი შადრევანი, აღარც მკვლელი კორუფცია და აღარც გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, რომელსაც პარკში უმეთვალყურეოდ თამაში უყვარდა.

უკვე მაზეგ კი ყველანი შევეგუებით იმას, რომ ბავშვებს პარკში უმეთვალყურეოდ თამაშის უფლება ჩამოერთვათ და “ოცნების” მიერ შემოთავაზებულ გულისამრევ “ჭეშმარიტებას” გავიმეორებთ: “უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. მშობელმა ბავშვს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!”

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედიანიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved