• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე რომ ახლა მერი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი. პროექტის რიგით განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხვა არ გამოვა – მელია

ალია ავტორი - ალია
17:24 10-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197
ენმ – ის ლიდერი, ნიკა მელია ვაკის პარკის ტრაგედიას ეხმიანება:

“ამ საკითხზე საუბარი მიჭირს, თან 7 წლის ბიჭი მყავს და შეიძლება, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე ნებისმიერი მშობელი ყოფილიყო. რბილად რომ ვთქვათ, მტკივნეულია. ამ მძიმე წუთებში ხელისუფლებისგან სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ავაღებინოთ. არა ინფრასტრუქტურული, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დიახ, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კალაძე მიხვდეს. მიხვდეს, რომ ყველაფერი ვიცით, როგორ გამდიდრდა და ა.შ. პირდაპირ გეუბნებით, მე რომ ახლა მერი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი. იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. საზოგადოების ნაწილი დამიჯერებს, ნაწილი არა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია. კორუფცია კლავს, ის მოწიკწიკე ბომბია. ყველა გარემოში, პარკსა და თითქოს ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას ტრაგედიად იქცევა და კორუფცია ამას გულისხმობს, ხარისხი რომ იკლებს, ფულს რომ იპარავ. კორუფცია ლამაზად და დახვეწილად ჟღერს. ეს ხალხი ფულს იპარავს. კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მან ტვირთად უნდა აიღოს. პროექტის რომელიმე რიგით განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხვა არ გამოვა.”

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედიაკახა კალაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved