• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო რუსეთმა 8 პირი დააკავა – კრემლიის ცნობით, მომხდარში ქართველებიც მონაწილეობდნენ

ალია ავტორი - ალია
11:26 10-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
341

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. მათი თქმით, GUR-ის აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და პოლიეთილენის ფირის რულონებში დამალეს, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, იგი გაგზავნეს ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში.

რუსეთის სპეცსამსახურებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აფეთქებაში სავარაუდოდ უკრაინისა, საქართველოს მოქალაქეები, ასევე ერთი სომხეთის მოქალაქე მონაწილეობდა. მათივე თქმით, 12 მონაწილე, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია.

РИА Новости ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ამბობს, რომ “ტერაქტის ფაქტზე” დაკავებულთაგან ხუთი რუსია, სამი უკრაინის და სომხეთის მოქალაქეა. რუსული მედია Tass წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების ტვირთი ყირიმში არარსებულ კომპანიას ეგზავნებოდა.

“აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი გაიგზავნა ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის რუსზე ხელშეკრულებით No02/08/2022 კიევის კომპანია Translogistic UA LLC-სა და ბულგარულ Baltex Capital S.A-ს შორის.

ბულგარეთიდან იგი საქართველოს პორტის ფოთისკენ გაემართა, შემდეგ კი სომხეთში.

გადაცემაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები ციურკალო მიხაილ ვლადიმროვიჩი, კოვაჩი დენის ოლეგოვიჩი, სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები ინოსარიძე სანდრო, ბროკერი სახელად “ლევანი” და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) წესებით განხორციელდა და საბუთები შეიცვალა. ახლა გამგზავნი არის შპს „GU AR GROUP“ (სომხეთი, ალავერდი), მიმღები კი შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოიტვირთა.

7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.

ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს РИА Новости. 

რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

წყარო: „მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved