დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ირმების ,,მყვირალობის” ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკშია გადაღებული.
„გიზიარებთ წლევანდელი მყვირალობის საოცარ კადრებს, რომლებიც ჩვენმა რეინჯერმა დააფიქსირა.
ცნობისთვის, ირმების „მყვირალობა” (გამრავლება) სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდეა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რომელიმე ბილიკზე სალაშქროდ წასულებს ირმების ყვირილი თუ შემოგესმათ არ შეგეშინდეთ, მამრებს შორის “შეჯიბრია” მდედრის მოსაპოვებლად”, – წერია ფოტოების აღწერაში.
კომენტარები