• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი ესეთ­მა დე­მეტ­რემ ­მიშ­ვე­ლა და გა­და­მარ­ჩი­ნა“ – რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
11:53 10-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ბა­თუ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წელი გა­ვი­და. 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის რა­მაზ დავ­ლა­ძის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი. მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა.

დავ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“ჩემო გულ­შე­მატ­კი­ვა­რო ძვირ­ფა­სო ადა­მი­ა­ნე­ბო, ალ­ბად ბევ­რს გა­ინ­ტე­რე­სებთ მის შემ­დეგ ჩვე­ნი ყოფა რო­გო­რია; ტე­ლე­ვი­ზია, ჟურ­ნა­ლი- ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის, ბევ­რი ზა­რია, მე არა­ვის არ მინ­და ჩემი უა­რით გული დავ­წყვი­ტო ან ვინ­მე გა­მომ­რჩეს, მინ­და რომ სწო­რად გა­ი­გოთ ჩე­მიც, პირ­ველ რიგ­ში დე­მეტ­რეს გამო, არ მსურს რომ მან ბევ­რი ტკვი­ლი­ა­ნი შე­კი­თხვა-პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნოს, დე­მეტ­რეს­თან მქონ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და მის შე­კი­თხვებს გა­ვე­ცი პა­სუ­ხი და ესე­თი რამ მი­თხრა და მთხო­ვა:”მა­მი­კო, გა­სა­გე­ბია მე ვიცი ყვე­ლა­ფე­რი და გთხოვ მეტი ამა­ზე აღარ ვი­სა­უბ­რო­თო”;

შე­კი­თხვე­ბიც კი სა­თუ­თად და­მის­ვა, იმი­ტომ რომ არ უნდა ჩემი გან­ცდე­ბით მო­სი­ლი სახე ნა­ხოს და გა­აზ­რე­ბუ­ლად და­მინ­დო ყვე­ლა­ფერ­ში, მე რა თქმა უნდა სულ ვცდი­ლობ ამ ტკი­ვი­ლით ვიყო მო­ზო­მი­ლი ჩემს შვილ­თან და ესეც უნდა იყოს, ეს ტკი­ვი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რი გახ­და, და­ი­დო თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ბინა ჩემს გულ­ში და მე ამი­თი არა­სო­დეს არა­ვინ არ უნდა შე­ვა­წუ­ხო, არც უფ­ლე­ბა მაქვს და ისე უნდა ვმარ­თო ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რიც ეკად­რე­ბათ მათ მა­რა­დი­ულ სა­სუ­ფე­ველ­ში იქ და მე და დე­მეტ­რეს აქ;

ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან შედ­გე­ბო­და, შედ­გე­ბა და სულ ესე იქ­ნე­ბა, სხვა­ნი­რად არც მი­ცხოვ­რია და ვერც ვი­ცხოვ­რებ!!! ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ პა­ტა­რა წე­რი­ლით გად­მოგ­ცეთ ტკი­ვი­ლით გან­ვლი­ლი ეს დრო! -8 ოქ­ტომ­ბე­რი-მძი­მე დღე­ე­ბი იყო ყვე­ლას მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მედ და სა­ზარ­ლად ჩა­მოწ­ვა სიკ­ვდი­ლი, უეც­რად გაქ­რნენ და წა­ვიდ­ნენ…

დიდ ტკი­ვი­ლებ­თან, დარ­დთან და გა­უ­საძ­ლის მო­ნატ­რე­ბას­თან ერ­თად ვარ თი­თო­ე­უ­ლი წამი, დღე და ესე… ვცხოვ­რობთ მე და ჩემი დე­მეტ­რე, ერ­თმა­ნე­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ხე­ლახ­ლა გა­ვი­ცა­ნით! პი­რა­დად მე რო­გორც ადა­მი­ან­მა და მშო­ბელ­მა მა­მამ, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გე­ტყვით რომ შვი­ლის გარ­და დემე მარ­თლა დიდი აღ­მო­ჩე­ნა გახ­და ჩემ­თვის, უც­ბად და­ვი­ნა­ხე რომ ჩემს გვერ­დით არა თუ პა­ტა­რა, არა­მედ დიდი მე­გო­ბა­რი მყავს, მთე­ლი თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი გო­ნი­ე­რე­ბით, გა­აზ­რე­ბუ­ლი შეგ­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით, აი ესეთ­მა დე­მეტ­რემ ­მიშ­ვე­ლა და გა­და­მარ­ჩი­ნა, დღე­საც ესე გრძელ­დე­ბა, ჩემი ყვე­ლა­ზე მყა­რი და­საყ­რდე­ნი დე­მეტ­რეა, ერ­თად ვმსჯე­ლობთ, ერ­თად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ერ­თმა­ნე­თის­თვის კი­დევ იმა­ზე მეტი ვართ ვიდ­რე ვართ!!

თით­ქმის მთე­ლი წელი პა­ტარ-პა­ტა­რა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით ვა­სი­ა­მოვ­ნე დე­მეტ­რე რომ კარ­გად გა­ვაც­ნო სა­ქარ­თვე­ლო ლა­მა­ზი კუ­თხე-მდე­ბა­რე­ო­ბე­ბით;აღ­ზრდა დ გაზ­რდა რომ სწო­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად შევ­ძლო, ამის­თვის ბევ­რი რა­მის შეს­წავ­ლა მო­მი­წია და კი­დევ ბევ­რს ვსწავ­ლობ(სულ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დე ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ეს სულ ესე იყო ჩემ­ში); დღეს დე­მეტ­რე სკო­ლა ლი­ცე­უმ “მას­ტერ კლა­სი”-ს პირ­ველ კლა­სე­ლია, სწავ­ლის ამ მთა­ვარ და მნიშ­ვნე­ლო­ვან გზა­საც ერ­თად შე­ვუ­დე­ქით, მისი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლო­ბა კი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და მაძ­ლი­ე­რებს!

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც მინ­და ვთქვა და ბევ­რჯერ ვთქვი: უთ­ბი­ლე­სი მად­ლო­ბა “wissol-ვი­სო­ლი”-ს, მად­ლი­ე­რი ვარ, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან მა­ლე­ვე გვა­ჩუ­ქა ბინა! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის სკო­ლა ლი­ცე­უმ “მას­ტერკლა­სი” -ს ერ­თგუ­ლად თა­ნად­გო­მი­სა და იმ უსას­ყიდ­ლო ამა­გის­თვის რაც აკე­თეს და აკე­თე­ბენ დე­მეტ­რეს­თვის ჯერ ბაღ­ში და ეხლა სკო­ლა­ში!მად­ლო­ბა ყვე­ლას, მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­თა­განს! უამ­რა­ვი სი­კე­თით იხა­რეთ!” – წერს დავ­ლა­ძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved