• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ატომური ომის დროს, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ლიკვიდირებულია, ეს სისტემები, ავტომატურ რეჟიმში მოიყვანენ სისრულეში და გაუშვებენ ბალისტიკურ ატომურ რაკეტებს“ – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
19:24 10-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,707

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია.

 

– რამდენიმე დღეა, პუტინი, რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და კრემლის პოზიციების გამხმოვანებლები, ბირთვული ომით იმუქრებიან. აცხადებენ, რომ ტაქტიკურ ბირთვულ ბომბებს გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე. რამდენად რეალური ეს მუქარა?

– საერთოდ, უსაფრთხოების კვლევებში არის სპეციალური ტერმინი -„ბირთვული შანტაჟის პოლიტიკა“, რასაც დღეს კრემლი ეფექტურად იყენებს და ავითარებს. შემიძლია გითხრათ, რომ  უახლოეს  პერიოდში, არანაირი ბირთვული აქტივობა არ განხორციელდება რუსეთის მხრიდან. ეს შანტაჟი ემსახურება ნატო-ს  წევრი ქვეყნების დაშინებას, რომ ისინი აღარ დაეხმარონ უკრაინას იარაღით. ასევე, ეს გათვლილია ამ ქვეყნის მოსახლეობაზე, რომ ატომური ომის საფრთხით დაშინდნენ, გამოვიდნენ გარეთ და საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებებს მოსთხოვონ რუსეთ-უკრაინის ომში ჩაურევლობა ან მინიმალური ჩარევა და ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი დასრულდეს, ზავი დაიდოს, მიუხედავად ომის დღევანდელი შედეგებისა. ცხადია, დღეს ეს რუსეთს აწყობს, რადგან თუ ზავი დაიდო, ის 4 ანექსირებული რეგიონი მას დარჩება. ეს დაპირისპირება ხალხსა და მთავრობებს შორის რომ მოხდეს ნატო-ს წევრ ქვეყნებში, რუსეთი საამისოდ საკუთარ აგენტურასაც ამუშავებს, რომლებიც მრავლად ჰყავს, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, ამ ქვეყნების აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში. რუსეთი ავითარებს იმავე პოლიტიკას, რასაც საბჭოთა კავშირი იყენებდა ამერიკის წინააღმდეგ. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში შეიქმნა პაციფისტური მოძრაობა ანჯელა დევისის ხელმძღვანელობით, მერე პროფესორი ჰაიდეგერი თეთრი სახლის წინ რამდენიმე თვე შიმშილობდა „ცივი ომის“ დასრულების მოთხოვნით,

თითქოს ამერიკამ დაიწყო „ცივი ომი“ და არა საბჭოთა კავშირმა. ჰაიდეგერი მერე საბჭოთა კავშირში გმირად აღიარეს. ისედაც, ომის მოწინააღმდეგენი ყველგან არიან და ამას ბირთვული ომის საფრთხე თუ დაემატა, ეს საფრთხე რეალურად თუ მოაჩვენა რუსეთმა დანარჩენ მსოფლიოს, შესაძლოა, პაციფისტური გამოსვლები მართლა ვიხილოთ სხვა და სხვა ქვეყანაში. თავის დროზე, როდესაც ვიეტნამში იყო საბრძოლო მოქმედებები, ამერიკას აბრალებდნენ, რომ იქ გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს, მაგრამ ყველამ ვიცით, არ გამოუყენებია.

– რუსეთში ვის აქვს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება იურიდიულად და ფორმალურად?

– დემოკრატიულ და ტოტალიტარულ ქვეყნებში, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ძალიან განსხვავებულია. ამერიკაში, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებამოსილება აქვს ამერიკის პრეზიდენტს, მაგრამ არა საკუთარი საპრეზიდენტო მანდატით. ამ საკითხი განიხილება ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ის წყვეტს, უნდა გამოიყენოს თუ არ სახელმწიფომ ბირთული იარაღი. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, შემდგომ იწყებს პრეზიდენტი შესაბამის პროცედურებს. რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პრინციპი, ცოტა სხვა მექანიზმზეა აგებული. რუსეთშიც უშიშროების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ატომური ბომბის გამოიყენების თაობაზე და ეს ამერიკელებისგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გადმოიღეს ერთი-ერთში. მისი დაშლის მერე, ეს სისტემა დარჩა რუსეთში. საბჭოთა კავშირში იყო ე.წ. ტროიკის  მექანიზმი. მაშინ კომპარტიის გენმდივანს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალს – ამ სამ ადამიანს ჰქონდა უფლებამოსილება, მიეღო გადაწყვეტილება ატომური ბომბის გამოყენებისა, რომელსაც ახლა „წითელ ღილაკზე“ თითის დაჭერას ეძახიან. უშიშროების საბჭო მაშინაც ფორმალურად მოქმედებდა, რასაც  გადაწყვეტდა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, იმ გადაწყვეტილებას ემორჩილებოდა უშიშროების საბჭო. დღესაც ასეა რუსეთში, უშიშროების საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის პრეზიდენტია, მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხს. ახლა რუსეთში მმართველი პარტიის მთავარ ორგანოსაც აღარაფერი ეკითხება და რეალურად, მხოლოდ „ტროიკა“ წყვეტს, როდის და სად გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ამ შემთხვევაში, თანამდებობრივად „ტროიკა“ იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში იყო. ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი, გენერალური შტაბის უფროსი და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალი.

– თავდაცვის მინისტრი რატომ არ შედის ამ სამეულში?

– არა, თავდაცვის მინისტრი არ შედის. რატომ? ეს კითხვა უკვე რუსეთის ხელისუფლებას ეკუთვნის. გენერალური შტაბის უფროსი იმიტომ შედის, რომ მას ემორჩილება გენშტაბის მე-12 მთავარი სამმართველო, რომელიც ანხორციელებს ბირთვული ტრიადის სტრატეგიულ მართვას, ანუ ტრიადის კონცეპტუალურ, სტრატეგიულ დაგეგმარებას. რაც შეეხება სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალს, მას უშუალოდ ევალება მთელი ბირთვული მექანიზმის რეალიზაციაში მოყვანა. მინისტრი აქ არის თამაშგარე მდგომარეობაში. რუსეთს, გარდა ამისა, აქვს ავტონომიურ რეჟიმში მოქმედი, მე ვიტყოდი, დუბლირებული მართვის სისტემა, ე.წ. მკვდარი ხელი, რომელიც ავტომატიზირებულ კიბერ-მართვაზეა გადაყვანილი. თუ ატომური ომის დროს, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ლიკვიდირებულია, ყველა დაიღუპა, ეს სისტემები, ყოველგვარი ბრძანების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში მოიყვანენ სისრულეში და გაუშვებენ ბალისტიკურ ატომურ რაკეტებს. რეალურად კი, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმის პირობებში, ატომური იარაღის გამოყენების შესახებ, გადაწყვეტილებას ღებულობს ქვეყნის პრეზიდენტი. ამ შემთხვევში, ვლადიმერ პუტინი.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved