• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა ამერიკაზე 2013 წელს უსუფაშვილს, ღარიბაშვილს და მარგველაშვილს?

ალია ავტორი - ალია
22:11 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
869

პოლიტიკოსი, დავით უსუფაშვილი, “ტვ პირველთან” იხსენებს “ოცნების” მმართველობის პირველ წლებს და ამბობს:

 

გამარჯვებიდან 1 წლის თავზე, როცა ივანიშვილი წავიდა პრემიერობიდან, ღარიბაშვილი მოვიდა პრემიერად, მოვიდა მარგველაშვილი პრეზიდენტად, ესაა 2013 წლის დეკემბერი და ივანიშვილი გვემშვიდობება, ვსხედვართ მე, (პარლამენტის თავმჯდომარე), ღარიბაშვილი და მარგველაშვილი. 2 საათიანი ლანჩი იყო. 2 საათიდან საათნახევარი, მიმავალი ივანიშვილი, გველაპარაკებოდა იმაზე, რომ ნომერ პირველი ამოცანა ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას რა აქვს – დასავლეთთან და პირველ რიგში ამერიკლებეთან, არ გაიფუჭოთ საქმე, არ შეარყიოთ ნდობა, არ გაუჩნდეთ განცდა, რომ რაღაცას ხიმანდრობთ, იყავით პირნათელი, ეს არის ერთადერთი გზა, რომ როგორმე ქვეყანა დადგეს სწორ გზაზეო. ივანიშვილის სიტყვას რომ ფასი არა აქვს, ვიცით, ივანიშვილი კარგი მსახიობია, თუმცა, იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაც ავღწერე, იქ არც კამერები იყო და არც არაფერი.

მოხდა მის თავს ის, რო ვერ გაუმკლავდა იმ თამასას, რომელსაც შეეჭიდა, სადაც ცხოვრობდა, საიდანაც მოვიდა 2012 წელს, იქედან მან მოინდომა ახტომა, რომ გააკვირვებდა ისეთი დემოკრატიული სისტემის შექმნამდე, მაგრამ ელემენტარული რაღაცეები ვერ გაიაზრა. ვერ გაიაზრა რა არის კანონი, მრავალპარტიულობა, თავისუფლება. რუსეთში ოლიგარქები მზად არიან იდგნენ მეორე პლანზე და წინ პუტინია, ივანიშვილმა ოლიმპზე დადგომა მოინდომა, ერის მამობა მოინდომა. ძალიან კარგად იცოდა, რომ ევროპაში კარგად ცხოვრობენ და მისი შვილები იქ ცხოვრობენ, მაგრამ ვერ გაუმკლავდა ამას, ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანამ, დაავიწყა ყველაფერი… არჩეული მერები მან გაიატანა, ღარიბაშვილი ცოცხალი თავით არ შვრებოდა.

2014 წლის სექტემბრეში დიდი უსტარი გავუგზვანე მასაც და პოლიტ. საბჭოსაც, სად მიდიოდა საქმე ცუდად, სად აღმოვჩნდებოდით, თუ ამ გზით წავიდოდით. იმ პერიოდში მოხდა ალასანიას ამბავიც, ვერ იქნებოდა ეს დროში დამთხვევა. საშიშროება იგრძნო. ჩვენ დავრჩით, იმიტომ რომ ალასანიას დაწყებული პროექტი თინას ბოლომდე მიეყვანა და მიიყვანა, კი შეიკვეცა, დაგვიანდა, პრესტიჟი შეილახა, მაგრამ პროექტი შედგა. მედი იყო კვიორიაკაშვილი პრემიერად. კვირიკაშვილს შიგნით მოუწყვეს აჯანყება და ეგ იყო მომენტი, როცა ვთქვით, კარგი, ჩვენ წავედით,.

დღეს გვკმართავს ადმაიანი, რომელიც ოლგარქიცაა, ჩრდილოვანი მმართველიცაა, ანტიდასავლურიცაა, პრორუსულიცაა, რუსეთიდან მითითებებს იღებს ყველა გადაწყვეტილებაში – არ ვართ 2 დღის ბავშვები, ხო, 2014–2015 წლებშიც ბევრი რამე მესმოდა, ვიზიტებზე ყოფნისას, მეუბნებოდნენ რუსეთის წარმომადგენლების სიტყვებს, მაგალიტად, ერთი წყება ხომ წავიდა, ცოტა ხანში თქვენც წახვალთ და დავალაგებთ, რა კაი ბიჭია ღარიბაშვილი და ა.შ. დღეს გვაქვს ეს პრობლემა – ამ ადამიანს და მის გუნდს თვითგადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნიათ იზოლირება დასავლური სამყაროსგან – იმ სამყაროსგან მოდის იმ ტიპის კითხვები, შენიშვნები, რომლებიც მათთვის არის სახიფათო, საქართველოის მოსახლეობის დიდი ნაწილის, რომელიც არ არის პროდასავლური, მოტყუება და აი, ჩვენ ასე იმიტომ ვიქცევით, რომ ვაბალანსებთ რუსეთთან, ახლა ეს გაიშიფრა, ეს ყველაფერი გამოიწვია უკრაინის ომმა, გაჩნდა ვითარება, როცა შავი და თეთრია.

მარტივი ამოცანის წინაშე ვართ – თავისუფალი საქართველო, რისთვისაც თაობებმა თავი გაწირეს, თუ რუსული იმპერიის ნანგრევებში მოყოლილი საქართველო – ეს არის არჩევანი.

 

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი კვირიკაშვილიგიორგი მარგველაშვილიდავით უსუფაშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved