• რეკლამა
  • კონტაქტი
23:39, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არანაირი განსხვავება ლუკაშენკოსა და ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის არ არის“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
18:55 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.  

– ბატონი კახა, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე  ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა და არ ფიქრობთ, რომ ბელარუსი მალე აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ?

– ლუკაშენკო არ არის უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, ლუკაშენკოს პუტინის ერთ-ერთი მინისტრზე ან მრჩეველზე მეტი წონა აღარ აქვს. მან დაასრულა მოღვაწეობა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტმა. ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც პუტინის ვიზიტი აფხაზეთში და პუტინს ჰქონდა მოლაპარაკებები სეპარატისტების ლიდერებთან. ეს ვიზიტი ჩვენთვის სასარგებლო რომ არ იქნება და კარგს არაფერს მოასწავებს, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ეს „მოლაპარაკებაც“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და სეპარატისტების ამ ლიდერებს იმად წარმოაჩენს, რაც არ არიან – მართლა პოლიტიკოსებად და მართლა დამოუკიდებელ ფიგურებად. რეალურად, პუტინი რასაც უბრძანებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, იმას გააკეთებენ სიტყვის შეუბრუნებლად.

– ამ ვიზიტის შემდეგ, აღიარებს ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას?

– როგორც ჩანს, სწორედ ამის სურვილი აქვს პუტინს. ამას უბრძანებს პუტინი ლუკაშენკოს და დღეს ლუკაშენკოს აღარ აქვს ის ძალა, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიოს. ადრე ახერხებდა ამას ლუკაშენკო,  აქამდე არ აღიარა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ახერხებდა, დაებალანსებინა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის და ამის წყალობით, ირიდებდა ამას თავიდან. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა. ეს შანსი, ეს ბალანსი სრულად დაკარგა ლუკაშენკომ  და  ამ ომში გახდა რუსეთის ერთადერთი სამხედრო მოკავშირე. ლუკაშენკო გახდა პუტინის გოშია და დასავლეთი მას სერიოზულად აღარ აღიქვამს.

– ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის მერე, საქართველოს ხელისუფლება მარტო განცხადებებით შემოიფარგლა და კიდევ რა უნდა გააკეთონ?

– მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? მეტი რა შეუძლია? იმ განცხადებების გაკეთებაც არ შეუძლიათ ნორმალურად, რაც გააკეთეს. ახლა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, დიპლომატები ევროპას, ამერიკას უნდა იყვნენ მოდებულნი, უცხოეთში ჩვენი საელჩოები 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდნენ, დღეს და ღამეს უნდა ასწორებდნენ, რათა ისევ დასავლეთის დახმარებით, იქნებ მოახერხონ და ლუკაშენკოს უარი ათქმევინონ აფხაზეთის აღიარებაზე, ან სხვა ბერკეტები გამონახონ საამისოდ. თუმცა, ეს არ და ვერ მოხდება. ჩვენი ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებულია პუტინზე და პუტინი არ მისცემს ამ აქტიურობის უფლებას. არანაირი განსხვავება ლუკაშენკოსა და ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის არ არის.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved