• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილს ნერვები ეშლება, მაგრამ…“ – რას უყვებიან „ალიას“

ალია ავტორი - ალია
19:13 10-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,292

ანი დვალიშვილი

 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი პოლიტიკური მოვლენა არა ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში არსებული განხეთქილებაა. ჰო, მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული ნაციონალური მოძრაობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მარტივ მამრავლებად იშლება. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა მოულოდნელი იყოს, მაგრამ რალურად… ოპოზოციურ ფრთაზე ნაც-მო ერთხელ უკვე დაიშალა, როცა გუნდს ლიდერთა ჯგუფი გამოეყო, რომლებიც შემდეგ „ევროპულ საქართველოდ“ ჩამოყალიბდნენ და… საარჩევნოდ სერიოზულ ძალად დღემდე ვერ იქცნენ. ქართული პოლიტიკისთვის პარტიების დაშლა ახალი ხილი ნამდვილად არაა – დაიშალა „გირჩი“, „ოცნებაც“ კი, რომელიც კოალიციად შევიდა პარლამენტში, დაიშალა და თუ სიტყვაზე ვენდობით, ახლაც იშლება – ცალკე გასულმა ოთხეულმა ჯერჯერობით სახალხო მოძრაობა ჩამოაყალიბა, მაგრამ 2024 წლისთვის პარტიად რომ გადაკეთდეს, არ გაგიკვირდეთ. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას…

„მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი თავით არ აპირებს რაიმეს თქმას და ამით იმის დადასტურებას, რომ ქართული პოლიტიკიდან არ გასულა. მას ეშლება ნერვები, რაც ხდება მის პარტიაში, მაგრამ ვეღარ ერევა, რადგან ასეთ შემთხვევაში, კარგავს მთავარს – ვადაზე ადრე გათავისუფლების შანსს. არადა, ის „ოცნებას“ სწორედ იმას აჯერებს, რომ საქართველო აღარ აინტერესებს და მხოლოდ უკრაინაზე ფიქრობს. რეალურად, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში მიშას არც არაფერი ექნება საკეთებელი, რადგან პარტიას უბრალოდ ანადგურებენ და ისედაც კლებისკენ წასულ რეიტინგს, საერთოდ ანულებენ. ნაციონალების დასუსტებას კარგად გრძნობენ სხვა პარტიები და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ოპოზოციურ ფლანგზე გალიდერდნენ, მაგრამ რეალურად, ნაცმოს ჩანაცვლება ურთულესი იქნება. ურთულესი არა ოპოზიციურ სპექტრზე ლიდერობის, არამედ ამომრჩეველთა ოდენობის თვალსაზრისით. ანუ, შესაძლოა რომელიმე ოპოზიციური ძალა მართლაც გახდეს ნომერ პირველი, მაგრამ არ ჰყავდეს იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც ამ პირველობის დროს „ნაცებს“ ჰყავდათ და ეს „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ამას ცდილობს მმართველი გუნდი და თუ მოახერხებს, ჩათვალეთ, რომ 2-3%-იანი პარტიების შეჯიბირი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე.“ – გვიყვება კულუარებში კარგად ჩახებული პირი.

რაც ყველაზე საინტერესოა, ჯერჯერობით არსად ჩანს ძალა, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში შეეცილოს „ოცნებას“. კულუარულად კი დაანონსდა, ახალ ძალას ამერიკაში აყალიბებენ, სექტემბრის ბოლოს ასპარეზზე გამოვლენ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი არა, ვადამდელი არჩევნებისთვის ახლავე იბრძლებენ და ხელისუფლებაშიც მოვლენო, თუმცა, მიილია სექტემბერი და არავინ გამოჩენილა. ჰო, არ გეგონოთ, ამ ინფოს მომწოდებელი წყარო ცხრება და იგივეს არ ამტკიცებს – პირიქით, გვეუბნება, რომ ახალი ძალა, ამერიკელების მიერ დაფინანსებული და წელგამართული, აუცილებლად გამოჩნდება და მის სათავეში გაუსვრელი ხალხი იქნებაო და თუ ვინმე დარჩა გაუსვრელი ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ არ ვიცით და იქნებ გვითხრან.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved