• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნახევარ მილიონში გადაგვაგდო და გასამართლების მაგივრად, მინისტრის მოადგილედ დანიშნეს“ – სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
17:12 10-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,544

ნანა სულავა

„ალიას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორის მიერ გადაგდებული კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი იაგო ნერგაძე:

– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთ-ერთი სააგენტო, რომელიც ინფრასტრუქტურულ საკითხებს აგვარებს. მათთან სხვადასხვა კომპანიები დებენ ხელშეკრულებებს და მუშაობენ საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ერთი სიტყვით, კომპანიები ამ სააგენტოებთან ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს.ისინი უკვეთავენ სასკოლო ინვენტარს, მაგალითად, მერხებს  და ნებისმიერ საჭირო პროდუქციას, რაც დაკავშირებულია სკოლის საქმიანობასთან.

2021 წელს ჩემმა კომპანიამ „ოთრა-ფურნიტურმა“ გააფორმა ამ სააგენტოსთან ხელშეკრულება – 2 მილიონის ღირებულების სასკოლო მერხების დამზადებასთან დაკავშირებით.

–  განათლების მინისტრი საქმის კურსში იყო?

–  დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ სააგენტოს დირექტორის მხრიდან ალბათ იყო ინფორმირებული.

–  ვისთან გააფორმეთ ხელშეკრულება?

–  თავიდან ამ სააგენტოს ხელმძღვანელობდა დავით ფარცვანია. როგორც კი ხელშეკრულება გაფორმდა, დავიწყეთ ხელშეკრულებით დაკისრებული სამუშაოების შესრულება. 60-მდე სკოლა უზრუნველვყავით აღჭურვილობით, მაგრამ ერთ თვეში დავით ფარცვანია სააგენტოდან წავიდა. 8 სექტემბერს ამ სააგენტოს დირექტორად დაინიშნა ილია ღუდუშაური. ჩვენ ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ ეტაპობრივად შეგვეტანა სკოლებში ინვენტარი. ილია ღუდუშაურმა კი ერთიანად მოითხოვა. ფიზიკურად ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ვინაიდან სკოლები ჯერ არ იყო გარემონტებული, ზოგიერთი კი სამშენებლო პროცესში იყო. ამიტომ ვთხოვეთ, რომ მოეცა საშუალება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში, 2021 წლის 30 დეკემბრამდე შეგვესრულებინა სამუშაო და მათ მიერ გარემონტებული სკოლებისთვის მიგვეწოდებინა ეს პროდუქცია, მაგრამ ილია ღუდუშაურმა ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა და ჩვენთან გაწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. თანხის ძალიან მცირე ნაწილი ჩარიცხეს, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი თანხა დაგვიქვითეს. ამ დროს სხვა მიმწოდებელს ორჯერ მეტი თანხა გადაუხადეს და ორჯერ მეტი დრო მისცეს. შეუქმნეს სასათბურე პირობები. ჩვენთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტეს და დაგვაკისრეს საჯარიმო სანქციები, რომელიც კაბალური პირობებით იყო დადგენილი. ფაქტობრივად, ილია ღუდუშაურის მოქმედებებით ჩვენი კომპანია მოხვდა შავ სიაში და შესაბამისად, კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. დაგვედო ვალები. დაახლოებით 50-მდე თანამშრომელი სახლებში გავუშვით. მთლიანად წარმოება გაჩერდა და დანარჩენი თანამშრომლებიც წავიდნენ. მოკლედ, საწარმო დაიხურა და ჩემი საკუთრება განადგურდა.

–  სასამართლოს არ მიმართეთ?

–  დიახ, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ჩვენს საქმეს. ეს საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს, რადგან ღუდუშაურმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ თანხის ანაზღაურებას.

–  ილია ღუდუშაური ამჟამად ისევ იქ მუშაობს?

–  არა, ეკონომიკური განათლების მქონე 32 წლის ილია ღუდუშაური ჩვენი გადაგდების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. ერთი სიტყვით, ჯილდოს სახით, დააწინაურეს.

–  განათლების მინისტრი რატომ არის ჩუმად, როგორ ფიქრობთ ახლაც არ არის საქმის კურსში?

–  ეტყობა, გადაგდების პოლიტიკაა მათი სტრატეგია. 50 ოჯახი შემოსავლების გარეშე დარჩა. დაიხურა საწარმო, მე ვალებში ჩავვარდი და ქვეყანაში ერთი დეპუტატი მაინც ხომ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ საკითხს საპარლამენტო კონტროლს დაუქვემდებარებს? ჩვენ მივმართავთ პრემიერს. ის სოციალური პარტნიორობის ცალმხრივი კომისიის თავმჯდომარეა. მასთან შედის ბიზნესასოციაცია. თუკი სათანადო რეაგირება არ მოხდება, გავასაჩივრებთ სტრასბურგში, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, მიმართავენ ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გადაგვაგდო ნახევარ მილიონში და ასეთი კაცი დიდ თანამდებობაზე გადაიყვანეს. ესე იგი, რა გამოდის, გადამგდებებს კი არ სჯიან, პირიქით, თანამდებობას აძლევენ.

–  ახლა სასამართლოს იმედი არ გაქვთ?

–  სასამართლო გადაწყვეტილება ძალზე საეჭვო იქნება. როგორ ფიქრობთ, ამ რეჟიმის მოსამართლე მინისტრის მოადგილეს მოსთხოვს პასუხს?! საინტერესოა, ბიზნესასოციაცია რომ იჭაჭება, როცა სხდომებზე მშრომელთა უფლებების დასაცავად დაისმება საკითხი, აგერ არის კონკრეტული ფაქტი, მცირე ბიზნესი მიწასთან როგორ გასწორდა, როგორ გადააგდო ამდენი ხალხი სააგენტოს დირექტორმა და ეს ადამიანი კი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ეტყობა, საქართველოში რაც უფრო კარგად გადააგდებ, მით უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობა გელოდება. ნიკოლოზ მეორეზე მეტს ვერც ილია ღუდუშაური და ვერც „მეოცნებეები“ იშოვიან, მაგრამ რით დამთავრდა ნიკოლოზ მეორის ცხოვრება, ამაზე იფიქრონ.

 

ინტერვიუს შემდეგ „ალია“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსს ლილი გოგოხიას, რათა ჩვენს მიერ დასმული რამდენიმე კითხვისთვის ეპასუხა ილია ღუდუშაურს, რათა ტენდენციურობაში არ დაედოთ ბრალი, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. უფრო მეტიც. როდესაც ქალბატონ ლილის ელ-ფოსტით გავუგზავნე კითხვები, რომლებზეც უნდა ეპასუხა მინისტრის მოადგილეს, მან მოჭრით მიპასუხა, ილია ღუდუშაურმა ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი პოსტი დადო თავის ფეისბუქ გვერდზეო და ამით დაასრულა ჩვენთან საუბარი. იმაზეც კი არ „შეწუხდა“, ეს განცხადება მოეძებნა და გადმოეგზავნა… აი, ასეთია ივანიშვილის აშენებული „გასაოცარი დემოკრატია“ 10 წლის თავზე!

თეგები: ილია ღუდუშაურისკანდალური განცხადება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved