• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:56 10-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ:

“გუშინ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მათი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ აგორებული კამპანიის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემისა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო პასუხს ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, „ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორიაო“. ერთი მხრივ, ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა.

კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ელჩს რომ ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა. ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ ნებისმიერი სოლიდური ოდენობით შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის მყარ საბაბს შექმნიდა.

ძალიან კარგად გვესმის, რომ გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი და სხვები საკუთარი ინიციატივით არცერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებენ. როდესაც ამას ემატება ელჩის დუმილი ან დუმილის ტოლფასი ბუნდოვანი პასუხები, საზოგადოებას დასკვნების ცხადად გამოტანა შეუძლია.

სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს იმის შესახებ, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved