• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბელორუსიის ელჩის სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად – ამან შეიძლება დააჩქაროს ვერსია, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:39 09-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

 ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით წერს, რომ –  ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. რას აძლევს ისეთს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს.

„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, რომ …. ამაზე მგონი არავინ არ დავობს, ოღონდ, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენელმა გააკეთა, შესაბამისი მკაცრი განცხადება, ოპოზიცია და მათი სატელიტები არა თუ უკმაყოფილოები არიან, არამედ კატეგორიულად მოითხოვენ ბელორუსიის ელჩის საქართველოდან დაუყოვნებლივ გაძევება-გაგდებას! რა ნიშნავს და რით არის გამოწვეული ბელორუსიის ლიდერის აფხაზეთში „მოულოდნელი“ ვიზიტი:
ლუკაშენკო დასასვენებლად და სააგარაკე მიწის შესაძენად იქ არ ჩასულა;
პუტინის მეგობარი და თანამოაზრე, შეიძლება აფხაზეთს „ამზადებს“ რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო გაერთიანებაში შესასვლელად- რაც ფაქტობრივად მის სახელმწიფოდ აღიარებას ნიშნავს;
თვითონ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად და იქ თავის ემისარი, გარკვეული პირობების შესათანხმებლად თუ დასაზუსტებლად გაუშვა;
ეს იყო კიდევ ერთი სიგნალი, დასავლეთისთვის რუსეთის მხრიდან, რომ უკრაინის გარდა სხვაგანაც შეუძლია სიტუაციის დაძაბვა-არევა, თუმცა ეს სიგნალებისა და მინიშნებების გარეშე გასაგებია;
ლუკაშენკო, აგზავნის გარკვეულ გზავნილს, რომ თუ მის მიმართ პოლიტიკა არ შერბილდება, შეიძლება ბელორუსმა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება განახორციელოს;
სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია-ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს-რას აძლევს ისეთს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს;
პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას პრობლემები რომ შეექმნა ეს ფაქტია, განსაკუთრებით ჩეჩნეთსა და დაღესტანში, აქედან გამომდინარე ლუკაშენკო შეიძლება აფხაზეთში ამ საკითხის შუამავლადაც კი იყოს მივლინებული.
მოკლედ ვერსიები ბევრია, ფაქტია ძალიან ცუდი, ელჩი საგარეო უწყებაში იქნა დაბარებული, მაგრამ მისი ამ ეტაპზე, თანაც სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად-ამ ნაბიჯმა შეიძლება უბრალოდ დააჩქაროს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ერთ-ერთი, რაც კარგი ნამდვილად არ იქნება. ისე, კი „გენიოს“ რადიკალების მოთხოვნის გარეშეც ელჩის გაძევება, ყოველთვის არის შესაძლებელი თუ კი პროცესები აღიარებისკენ წავა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ პროცესის დაჩქარების ხელშემწყობი! დანარჩენი რა შეიძლება გაკეთდეს, რადიკალებმა „ნამდვილად“ იციან, ცოტა კი გამიკვირდა, რატომ არ გამოთქვეს ბელორუსიისთვის დაუყოვნებლივ ომის გამოცხადების წინადადება!
და ბოლოს, დარწმუნებული ვარ ამ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც მიდის გარკვეული კონსულტაციები. შესაბამისად, აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები კი ნამდვილად არ წაგვადგება“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

თეგები: ბელორუსილევან ნიკოლეიშვილისაქართველო აფხაზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved