• რეკლამა
  • კონტაქტი
10:47, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნახეთ დედაქალაქის მთავარი დღესასწაულის – “თბილისობის” პროგრამა

ალია ავტორი - ალია
13:25 09-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,826

თბილისის მერიის ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა  მერიამ დედაქალაქის მთავარი დღესასწაულის პროგრამა.

მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022“ 1-ელ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.

რიყის პარკი

1-ლი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;

გამოფენები;

კაფე ქიმერიონი;

საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;

სამეწარმეო ბაზრობა;

გასტრონომიული ზონა;

ტკბილეულის ფესტივალი;

სპორტული აქტივობები;

ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება (ვერის უბნის მელოდიები (1973), თოჯინები იცინიან (1963), გრძელი ნათელი დღეები (2013), ბროწეულის ფერი (1968), ფიროსმანი (1969), აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე).

 

2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი

ლეღვთახევი

თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;

მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;

დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;

წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.

 ორბელიანის მოედანი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები;

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;

სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;

თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;

საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;

საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;

სამეწარმეო და კვების ზონები.

19:00 – 22:00 საათი

მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:

ღია კინოთეატრი;

„თბილისური კაფე“;

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

გალაკონცერტი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი, ევროპის მოედანი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით.

ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

20:00 საათი

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება

ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო თბილისობა, სცენის დეკორაცია.

„თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია 2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება, სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შექმნილია ვიდეოარტი და წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე ქართული მეცნიერებისა და კულტურის, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას, ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ვებგვერდზე.

თეგები: დრესასწაულის პროგრამათბილისობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved