• რეკლამა
  • კონტაქტი
20:19, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანა გაპატახებულია, ხალხი შიმშილობს და „ქართული ოცნება“ როგორ და რითი ინარჩუნებს ხელისუფლებას?! – რას ამბობს დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
15:38 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
927

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ენ-დი-აი-ს კვლევებით, საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს საჭმლის ფული არ აქვს.  ეს უკვე კატასტროფაა და ვფიქრობ, ცოტა ხანში, „ბანანის რესპუბლიკად“ გადავიქცევით, თუ უკვე არ ვართ, არა?

-კატასტროფაა, აბა, რა არის?! ამ ფონზე ესენი გაიაძახიან, რომ ქვეყანა ყვავის, ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყანა გვაქვსო. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ, რეალობაში რა ხდება. ყოველი მესამე კი არ შიმმშილობს, უფრო მეტი შიმშილობს. ბევრ უკიდურესად გაჭირვებულ გამოკითხულს რცხვენია, ან პასუხს თავს არიდებს და არ ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვს. ადამიანური ფაქტორია, ვიღაცის  წინაშე არ გინდა აღიარო შენი მძიმე სოციალური მდგომარეობა, პურის ფულიც კი რომ არ გაქვს, ვერ ამბობ ამას. თუ ასე არ არის, აბა, რატომ არის ამდენი ხალხი რომ გარბის უკანმოუხედავად? „ქართული ოცნება“ მოწვეტილია რეალობას, თავის მხარდამჭერებს ატყუებს, ამშვიდებს მოგონილი ეკონომიკური სასწაულებით და წინსვლით, დანარჩენ საქართველოს კი ეუბნება, რომ ეს ქვეყანა თქვენთვის არ არის. შეგიძლიათ დატოვოთ და ხელს არ შეგიშლით, პირიქით, თუ შეგვეძლება, ხელს შეგიწყობთ, ვისაც არ მოგწონთ ჩვენი აშენებული ქვეყნა, მოშორდით აქედანო. ხალხს  პირდაპირ ეუბნებიან, რომ  ამ ქვეყანაში თქვენ პერსპექტივა არ გექნებათ, რადგან არ ხართ „ქართული ოცნების“ მომხრეები, თქვენ ჩვენი მტრები ხართ და წადით ამ ქვეყნიდანო. ისინი ხომ ყველას მტრად აღიქვამენ, ვინც მათ აზრს არ იზიარებს. ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის გამაერთიანებელი, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ გარკვეული პრივილეგირებული ჯგუფის ხელისუფლებაა. ამით, საბოლოოდ, თვითონვე ამცირებს თავის მხარდამჭერთა რაოდენობას. თუმცა, ბოლო პერიოდში, უკვე „ქართული ოცნების“ მომხრეები, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხიც გარბის ემიგრაციაში. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს და სხვა პრობლემები, ხელისუფლების შეცვლის გარეშე ვერ მოგვარდება.

– „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში  საშუალო ხელფასი 1540 ლარია. დასცინიან ხალხს?

– ეს არის ტოტალური უმუშევრობის ბრალი. მუდმივი შემოსავლის წყარო ვისაც არ გააჩნია, იმათ არ აღრიცხავენ. ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში და ბიზნესშია დასაქმებული, ეს  იმათი შემოსავლიდან არის გამოყვანილი. ის ბიზნესებიც ნახევარზე მეტი ამათია. მით უმეტეს, მსხვილი ბიზნესები. 800 000-ზე მეტი ადამიანია სოციალურად დაუცველი, მათგან ბევრი მუშაობს  კერძოდ, მაგრამ ხელფასებს არ აფიქსირებენ, დახმარება რომ არ მოუხსნან. ეს ხელფასები რომ დაფიქსირდეს, მაშინ დაბალი მაჩვენებელი იქნება. სტატისტიკა ხომ იცით, როგორი რაღაცაა. ბუღალტერიაა, ციფრებით მანიპულირება და როგორც გინდა, ისე დაწერ და წარმოაჩენ. 1540 ლარი რომ იყოს მართლა საშულო ხელფასი, მაშინ რაღა უჭირს ხალხს.  ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ქვეყნაში სოციალური მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, ამის მაგალითი ხალხის გადინება და მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა.

– ქვეყანა გაპატახებულია, ხალხი შიმშილობს და „ქართული ოცნება“ როგორ და რით ინარჩუნებს ხელისუფლებას?

– უბრალოდ, ერთი რაღაცაა – ოპოზიციამ ხალხს ზურგი შეაქცია, როდესაც პარლამენტში შევიდა და არჩევნები „გაუპრავა“ „ქართულ ოცნებას“. ხალხს ოპოზიციის იმედიც გადაეწურა. საერთოდ, ყველანაირად ცდილობენ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, რომ პოლიტიკა საკუთარ თავზე მოირგონ, ჩაკეტონ სხვა პარტიებისთვის პოლიტიკაში მიმავალი გზა. ერთობლივად, ორივე პარტიას საკმაოდ მცირე ამომრჩეველი, მხარდამჭერი ჰყავს, 30% არ ეყოლება ჯამში. ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნებსაც ერთად აყალბებენ, საარჩევნო გარიგებაში შედიან ერთმანეთთან. იმიტომ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სავსეა ყოფილი „ნაციონალებით“, დღეს ისინი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და სახელისუფლებო დავალებებს პირნათლად ასრულებენ. უკვე 10 წელია, მესამე საარჩევნო ვადაა, ერთი ხელისუფლებაშია, მეორე მთავარი ოპოზიციური ძალაა. ვიდრე ეს სისტემა არ დაინგრევა, არაფერი შეიცვლება. ამის უებარი წამალი კი არის, ელექტრონული, დისტანციური არჩევნები, ბლოკჩეინის მეშვეობით, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ხმებს და არჩევანი დაცულია. 2024 წლისთვის, ამგვარად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ირაკლი კობახიძე კი გაიძახის, რომ რუსეთი რომ ატარებს არჩევნებს, ჩვენც იმგვარად უნდა ჩავატაროთო. ჩარჩა წარსულში. რუსეთის მაგალითის გადმოღება უნდა მაშინ, როდესაც რუსეთმაც კი უარი თქვა ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებაზე –  ბოლო ადგილობრივი არჩევნები, რუსეთშიც კი დისტანციურად ჩატარდა და არა იმგვარი ელექტრონული მეთოდით, რასაც კობახიძე ამბობს. უკვე რუსეთში მოძველებულ, რუსეთის დაწუნებულ საარჩევნო საშუალებას კაცი სიახლედ და ნოვაციად რომ შემოგაჩეჩებს, იმას რაღა უნდა ელაპარაკო? აღარაფერს ვამბობ მოლდოვაზე, ესტონეთზე, სადაც დისტანციური წესით ჩატარდა არჩევნები. მსოფლიო გადადის დისტანციურ ელექტრონულ არჩევნებზე. ყველაფერი ელექტრონული გვაქვს, მთავრობა ელექტრონული გვყავს და პანდემიის დროს მთავრობის სხდომები დისტანციურად იმართებოდა, ბანკები ელექტრონულად მუშაობენ, წარმოება ელექტრონულია და არჩევანი რატომ უნდა იყოს პასტით და ფურცლით, ჩემთვის გაუგებარია. სამაგიეროდ, ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები, რადგან ასე არჩევნების გაყალბებას მოახერხებს.

– იმავე ენ-დი-აი-ს გამოკითხვით, გამოკითხულთა 65 % თვლის, რომ არც ერი ოპოზიციური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს.

– კი, ასეა და მართლა არ წარმოადგენს ოპოზიცია მათ ინტერესებს, არ ლაპარაკობენ ხალხისთვის საინტერესო, სასიცოცხლო თემებზე. აქედან გამომდინარე, მცდელობაა, რომ პოლიტიკური ცხოვრება უინტერესო გახადონ.

– ალბათ, იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ თავად კმაყოფილები არიან ცხოვრებით და ხალხის ბედი ფეხებზე ჰკიდიათ. მით უმეტეს იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ლოგიკურად ხომ ასეა?

– ერთმანეთთან კულუარული გარიგებები მიდის, ვაჭრობები მიდის, რა ხალხის ბედი და ინტერესები, რას ლაპარკობთ? ეგ საერთოდ არ ახსენდებათ. ხალხს რაც სჭირდება, რაც აწუხებს, იმ თემებზე კრინტს არ ძრავენ. საბანკო სისტემაზე, საბანკო საპროცენტო განაკვეთებზე, ბანკების არაპროფილური საქმიანობის აკრძალვაზე ესენი არ ლაპარაკობენ, მონოპოლიების დანგრევაზე არაფერს ამბობენ. ამათთვის ყველაფერი კარგად არის, ყველა სადღაც ძოვს და ამასობაში გადაძოვეს მთელი ქვეყანა. მართლა ნახირივით არიან.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved