• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარსიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავებისას დაზიანებები მიიღო – სტრესულ მდგომარეობაშია, შესაძლოა, ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ჩატარდეს ექსპერტიზა – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
18:12 09-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა განაცხადა რომ   ნარსიას სახის არეში დაზიანებები აქვს.

მისი განმარტებით, ადვოკატები გრიგოლ ნარსიას დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვენ. ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ კიდევ ერთი – ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვოს.

„დაზიანებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა ტელევიზიით გააჟღერეს, რომ ნარსიამ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია, ეს ასე არ ყოფილა, ნარსიას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაზიანებები კი სწორედ დაკავებისას მიიღო. ჩვენ, დროებითი დაკავების იზოლატორიდან დაზიანებებთან დაკავშირებით სამედიცინო ისტორია გამოვითხოვეთ და ექსპერტიზის დანიშვნასაც მოვითხოვთ. ახლა ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. შესაძლოა, ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ჩატარდეს ექსპერტიზა“, – განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბანკში შეჭრის მიზეზი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ბაბუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონდა. ადვოკატის თქმითვე, მას შემდეგ, რაც ნარსიამ სალაროში ფული მოითხოვა და სამართალდამცავები მივიდნენ, ის იძულებული გახდა, მძევლები აეყვანა.

„მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია.

ნარსიას მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონია, უბრალოდ გარემოებიდან გამომდინარე მოხდა“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მისივე თქმით, ნარსია წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა.

„იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა.

დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ის 2 მლ დოლარს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გრიგოლ ნარსიას ბრალს ხვალ წაუყენებენ.

ინტერპრესნიუსი.

თეგები: ადვოკატიგრიგოლ ნარსია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved