• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სომხები ლოგიკურად ფიქრობენ…“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
18:26 09-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,562

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ნიკოლ პაშინიანი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან ჩავიდა, შეხვდა და მეორე დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი განახლდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პაშინიანმა პუტინისგან რაიმე გარანტიები მიიღო თუ პირიქით მოხდა?

– ამ ეტაპისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორმხრივი შეთანხმება მიღწეულია. არა მგონია, პუტინმა რაიმე გარანტიები მისცა პაშინიანს. რუსეთს თავისი გასჭირვებია, უკრაინასთან მძიმე ომშია ჩართული. პაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის – ოდკბ-ს ფარგლებში ოფიციალურად მიმართა რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ რუსეთი არ ეხმარება. თუ გარანტიებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა იქნებოდა და პუტინის ჩარევით მხოლოდ ეს მიიღო პაშინიანმა. რუსეთმა სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზიდან, ჯარისკაცები წაიყვანა უკრაინაში საბრძოლველად და ახლა სომხეთის სამხედრო დახმარების თავი აქვს? არადა,წესით, სომხეთს უნდა დაეხმარონ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ოდკბ-ს  წევრი ქვეყნები და თან ულაპარაკოდ. ოდკბ  შექმნილია ნატო-ს პრინციპით, ნატო-ს წესდება გადმოწერილი აქვთ და მათ შორის, მე-5 მუხლიც. შესაბამისად,სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმის შემთხვევაში, სომხეთს უნდა დახმარებოდნენ ყველანი, რადგან ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ოდკბ-ს ყველა წევრზე, მაგრამ რუსეთის გარდა, სიტყვიერი მხარდაჭერაც არ გამოუხატავს არავის. ფაქტი ის არის, რომ აზერბაიჯანი უკრაინის ომის შემდეგ, ძველებურად ანგარიშს აღარ უწევს რუსეთს და შესაბამისად, მის პარტნიორს, სომხეთს. ადრეც მითქვამს შენთან ინტერვიუში, რუსეთმა უკვე დაკარგა  საერთაშორისო რეპუტაცია, ის აღარ არის, რაც იყო. ამიტომ გათამამდა აზერბაიჯანი და უკან იბრუნებს სომხეთისგან გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგულ ტერიტორიებს. აზერბაიჯანი თურქეთის უპირობო მხარდაჭერითაც არის გათამამებული.აზერბაიჯანმა უკვე დაიბრუნა ყარაბაღის 7 დაკარგული რაიონიდან 5 რაიონი, ლაჩინის დერეფანი და ახლა სურს, ზანგეზურის დერეფანზე დაამყაროს კონტროლი.ეს თუ შესძლო აზერბაიჯანმა, მას ნახჭევანის ანკლავის  გავლით თურქეთთან ექნება საზღვარი. ამას დიდი ხანია ალიევი თხოულობს, იყოს  მოლაპარაკებები, მაგრამ ვერ გადაწყდა ეს საკითხი. ახლა ილხამ ალიევი სამხედრო ძალით ცდილობს ამ საკითხის გადაწყვეტას. ახლა პუტინი მძიმე მდგომარეობაშია. მას უნდა, რომ გავლენა ჰქონდეს ბაქოზეც და ერევანზეც, მაგრამ ბაქოზე გავლენა დაკარგა და ეს გავლენა თურქეთმა მოიპოვა. სომხეთზეც კარგავს გავლენას რუსეთი, რადგან ნიკოლ პაშინიანი ცუდ დღეშია. მას აზერბაიჯანთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ, სამშობლოს ღალატში. პაშინიანი ამას უარყოფს, არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობსო, მაგრამ არ უჯერებენ. არა მხოლოდ ხალხი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატები. პარლამენტში ხელწერილები გროვდება პაშინიანის  იმპიჩმენტის მოთხოვნით. ვფიქრობ,იმპიჩმენტი არ ასცდება პაშინიანს. ეს კაცი ცდილობდა ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა ევროპასთანაც, რუსეთთანაც და ამერიკასთანაც, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს სრულად რუსეთზე გახდა დამოკიდებული. ვფიქირობ, პაშინიანს დიდი პოლიტიკური დღე არ უწერია. იმპიჩმენტამდე შეიძლება არ მივიდეს საქმე, სომეხი ხალხი ქუჩაშია და არ აპირებენ სახლში შესვლას, ვიდრე პაშინიანი არ გადადგება.ისტორია მეორდება, პაშინიანიც ამ ხალხის მხარდაჭერით, ქუჩის აქციებით მოვიდა ხელისუფლებაში და ხალხმა გაუშვა სახლში პრემიერი სერჟ სარქისიანი. პაშინიანის გადაყენება უკვე რუსეთზე დარტყმაა, რუსეთი სომხეთში ისედაც ნელ-ნელა კარგავს გავლენას და პაშინიანის წასვლა, ამ გავლენას კიდევ უფრო შეასუსტებს. სომხეთში არიან პოლიტიკური ძალები, საზოგადოების სოლიდური ნაწილი, რომლებიც რუსეთის ბაზის გაყვანას მოითხოვენ სომხეთიდან და ოდკბ-დან ქვეყნის გასვლას. ეს ოდკბ რუსეთის შექმნილია და მის გარეშე, ვერც ერთი წევრი ქვეყანა ნაბიჯს ვერ დგამს. სომხებს უკვე მერამდენე ომი აქვთ აზერბაიჯანთან და რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერა ვერ მიიღეს, აზერბაიჯანმა ყველა ომი მოუგო. ჰოდა, სომხები ლოგიკურად ფიქრობენ, რა საჭიროა ისეთი სამხედრო პარტნიორი, რომელიც ყველა გასაჭირში მიგატოვებს და „გადაგაგდებს“? რუსეთ-უკრაინის ომი არ იყო დაწყებული, მაგრამ აზერბაიჯანმა  მანამდეც წაართვა სომხეთს ყარაბაღის მიწები. ახლა კი აზერბაიჯანმა დაინახა, რომ რუსეთი არც ისე ძლიერი ყოფილა, როგორც ეს უკრაინის ომის დაწყებამდე ჩანდა და თურქეთის მხარდაჭერით, მაქსიმუმის მიღებას ცდილობს და არ გაჩერდება, ვიდრე საწადელს არ მიაღწევს.

 

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved