• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აგვისტოში რუსეთიდან 260 810 პირი შემოვიდა – საზღვრის კვეთის ოცეულში რუსეთი ლიდერობს

ალია ავტორი - ალია
15:12 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

2022 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა, გასვლა), სასაზღვრო პუნქტების მიხედვით, 2 276 302-ჯერ განხორციელდა.

აქედან 23% საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა იყო, ხოლო 77% – უცხოეთის მოქალაქეების.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფიქსირდება. კერძოდ, შემოსვლა – 330 144; გასვლა – 318 966.

ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 213 100 შემოსვლის ფაქტი, ხოლო 255 357 -გასვლის. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, 2022 წლის აგვისტოში, 177 677 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, ხოლო გავიდა 197 259 პირი.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში უცხოეთის 844 262 მოქალაქე შემოვიდა, აქედან, 24-საათზე მეტი ხნით ქვეყანაში 539 608 მოქალაქე დაყოვნდა; ასევე განხორციელდა 174 358 ტრანზიტი.

შსს-ს ცნობით, კვეთების რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა) ქვეყნების პირველი ექვსეულს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი და ბელარუსი იკავებს.

კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 260 810 პირი, მაშინ, როდესაც 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში რუსეთის 45 355 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა.

შსს-ს მონაცემებით, პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475%-ით არის გაზრდილი.

რუსეთის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე, 2022 წლის აგვისტოში, სომხეთიდან შემოვიდა კერძოდ, 178 483 პირი (2021 წლის აგვისტოში – 28 745; ზრდა 521%-ია);

2022 წლის აგვისტოში საქართველოში თურქეთის 116 882 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა (2021 წლის აგვისტოში – 38 654, ზრდა 202%);

საუდის არაბეთიდან ამავე პერიოდში 43 562 პირი შემოვიდა (2021 წლის აგვისტოში – 15 154, ზრდა 187%);

ისრაელიდან შემოსულია 29 546 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6901%-ით მეტია (2021 წლის აგვისტოში საქართველოში ისრაელიდან 422 პირი შემოვიდა).

88%-იანი მატებაა დაფიქსირებული საქართველოში ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორების მონაცემებში. კერძოდ, შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირდა ბელარუსის 28 885 მოქალაქის შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 88%-ით მეტია (2021 წლის აგვისტოში ბელარუსიდან საქართველოში 15 332 ვიზიტია დაფიქსირებული).

ამასთან, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 46 790 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით არის გაზრდილი (2021 წლის აგვისტოში 29 942 ვიზიტი ფიქსირდება).

ქვეყნების ოცეული კვეთების რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა), 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ასეთია:

რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, ბელარუსი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, გერმანია, ინდოეთი, პოლონეთი, აშშ, უზბეკეთი, იორდანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ესტონეთი, იტალია.

შსს-ს ცნობით, უცხო ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ან გადაკვეთა 31-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ქვეყნის საზღვარი საქართველოს 266 037-მა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო ქვეყანაში საქართველოს 266 045 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები კი ასეთია: შემოსვლა 82 923, ხოლო გასვლა 78 884.

თეგები: საზღვრის კვეთა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved