• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას – ლილუაშვილი მედიაზე

ალია ავტორი - ალია
20:20 09-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიაზე ისაუბრა:

“საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ. ასევე ზოგადად თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობების, არსებული ვითარების და სამომავლო გეგმების მიმართულებით.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური იმიჯის შელახვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანება, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანა, შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და მუდმივი დაძაბულების ხელშეწყობა საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით დაინტერესებული ძალების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა. მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები ასევე მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელწყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისაკებ.

მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციულ გარეფაქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მათ შორის სოციალური ქსელების ვებგვერდების, ინტერნეტ ტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა.

ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითიც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობის და დისონანსის შეტანას.”

თეგები: გრიგოლ ლილუაშვილიმედიაპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved