• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოფიცრებო, როცა თქვენ ვალებში იხრჩობით, ხომ იცით უფროსობის ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი” – გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:53 09-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ოფიცრებს მიმართავს და ამბობს:

 

“16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ რაშისტი ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო მილიციამ და გაიშნიკებმა. დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა ძაღლობამ, რათაც გადააქცია ოცნებამ ძალოვანების მნიშვნელოვანი ნაწილი და სურს ბოლომდე ასე გადააქციოს ყველა  ,,თევზი თავიდან ყროლდება’’. ჩვეულებრივ წესად აქციეს უკანონო ბრძანებები, პოლიტიკური დავალებები, ამომრჩევლების ხმების მობილიზება-მოპარვა, უკანონო თვალთვალი, მოსმენა და ჩადება.

ღირსება შერჩენილო ოფიცრებო, ხო კარგად იცით თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მაშინ, როდესაც თქვენ რიგითები ვალებში იხრჩობით, ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობთ, რომ ვალები დაფაროთ და ოჯახები არჩინოთ. შსს-ში და სუსში მუშაობის პერიოდში მე გავიცანი ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი. მათ მინდა მივმართო კითხვით – თქვენ ხომ კარგად იცით, რაც ხდება სისტემაში. რუსული სპეცსამსახურების დირექტივით რომ გამუშავებენ, ხომ იცით?  სუსის ოფიცრებმა ხომ კარგად იცით, ვინ არიან ადამია და რომანოვსკი? (ვისი საჩივრითაც აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ). ისინი რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან და პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობენ, ესეც ხომ იცით? 10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაგიკავებიათ, მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა აგენტებით. პრივილეგირებულ კრიმინალებს, რომლებსაც მფარველობს ოცნება, თქვენ ახლოსაც ვერ ეკარებით.

ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ ძაღლობაში, რა ხელფასსაც იღებთ – ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს. ეს ყველა უბედურება, რაც ხდება ირგვლივ, თქვენც გეხებათ. ეს არ არის სხვისი ჭირი, გეყოთ გამბედაობა ემსახუროთ საქართველოს და არა პუტინის ბიძინას და კოლაბორანტ მარიონეტებს.
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი.”

 

თეგები: ვახტანგ გომელაურისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved