• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ჩაიგდო ხელში ისტორიული მარტყოფის ველი? – სკანდალური ინტერვიუ და ფოტომასალა

ალია ავტორი - ალია
17:27 09-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,318

ნანა სულავა

რა ხდება დღეს მარტყოფის ველზე, ვინ ჩაიგდო ხელში? – „ალიას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი, გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორი თამაზ ბიბილური.

  • ამ მიწების გასხვისება დაიწყო მისი მმართველობის დროიდან, როცა ბენდუქიძემ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაიყიდოსო და დღეს მარტყოფის ველი, რომელიც ქართველთა სისხლით არის მორწყული, თურქებისა და ირანელების სასტუმროებით და რესტორნებითაა სავსე. თუ რა მდგომარეობაშია მარტყოფი, ამის ამსახველი ყველა ფოტომასალა ხელთ მაქვს. აქვეა ნაგავსაყრელი და ავტომანქანების სამრეცხაოები. ქართველები რეცხავენ თურქებისა და ირანელების მანქანებს. ამის შედეგად მარტყოფის ველზე მოედინება შემოტანილი ჭუჭყი და ეს ხდება მაშინ, როდესაც იქვე ქარსაცავი ზოლია და ხეები უწყლობის გამო ხმება. უცხოელები მარტყოფის ველს მშვიდობიანად და უბრძოლველად იკავებენ და ხვალ ისინი დიდგორსაც მიადგებიან. როდესაც ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში,  მტერი ვერ გვერეოდა, საქართველოს ყველაზე დიდმა მტერმა სააკაშვილმა, თავისი პრეზიდენტობის დროს, ამ მიწების გაჩუქება დაიწყო. ..

ზუსტად იმ ადგილას, სადაც მტერი ვერ გვერეოდა, სამანქანო გზის ორივე მხარეს, თურქები ცხოვრობენ უკვე. აკაფეს მწვანე ნარგავები, ქართველმა რომ ერთი ხე მოჭრას, მაშინვე აჯარიმებენ. ამათ კი გზა ხსნილი აქვთ. სულ ცოტა ხანში იქ  მეჩეთებსა და მინარეთებს აგვიშენებენ. ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ეს ისტორიული ადგილი. გიორგი სააკაძის ძეგლს თავი აქვს გადატეხილი. მემორიალი, რომელიც 70 წლის წინ არის შექმნილი, თითქმის განადგურებულია და არცერთ ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია, რომ განეახლებინა.

  • თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო მარტყოფის მიწების გასხვისება და ეს პროცესი „ოცნების“ მმართველობის დროსაც არ შეჩერდა, არა?
  • არა. მარტყოფის გამგებელეს, მამუკა გელიაშვილს, ორჯერ მივაკითხე. ვერცერთხელ ვერ ვნახე. მის თანამშრომელს ჩემი მობილურის ნომერი დავუტოვე, მაგრამ არ დამკავშირებია. მერე გარდაბნის გამგებელთან ჩავედი. პოლიციამ არ შემიშვა გამგებელთან. ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგის ჩატარება მინდოდა და იქ მათი ყოფნაც აუცილებელი იყო. არაერთი წერილი დავტოვე მთავრობის კანცელარიაში, რომ როგორმე, თუ პრემიერი ვერ მოიცლიდა, რომელიმე წარმომადგენელი გამოეგზავნა, მაგრამ ბრიფინგს, რომელიც პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. არ მოვიდა „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“ – ეგ თემა არ გვაინტერესებსო. ახლა წერილს პირდაპირ პრემიერის სახელზე შევიტან და, თუ არ მომაქციეს ყურადღება, მაშინ მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, თუ რა ხდება მარტყოფის ველზე. კატეგორიულად ვითხოვ, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომ შეისწავლონ მარტყოფის მიწების უცხოელებზე გაყიდვის ფაქტები. ვსვამ კითხვას, რას აკეთებდა საქართველოს კულტურისა და ისტორიის დაცვის სააგენტო? ბოლოს მარტყოფში ვიყავი ხარებამდე ორი დღით ადრე. მარტყოფის გამგებელი, რა თქმა უნდა, ისევ არ ბრძანდებოდა. თანამშრომელმა მითხრა, მარტყოფის ბრძოლის აღსანიშნავად ჩოხოსნები ჩამოდიანო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც მარტყოფში ხდება, მაპატიონ ჩოხოსნებმა, მაგრამ თბილისში ამის თაობაზე ხმას არ ამოიღებდნენ. მე ისეთ ჩოხოსანს რა ვუთხრა, რომელიც გიორგი სააკაძის თავგატეხილ ძეგლთან მივა და ამაზე არაფერს იტყვის. ჯერ კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა: „მარტყოფი საქართველოს გადარჩენააო“.
  • ბატონო თამაზ, როგორ აპირებთ მარტყოფის გადარჩენას?
  • ქართველი და უცხოელი სპონსორების ხელშეწყობით უნდა მოხდეს მარტყოფის კომპლექსური გეგმის განხორციელება და ამაში უნდა ჩაერთოს საქართველოს მთავრობა, მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური შეხედულებისა. შეუძლიათ გააკეთონ ფულადი შემოწირულობა, მიუთითონ მიზნობრივი დანიშნულება. უნდა შეიქმნას მარტყოფის გადარჩენის ფონდი, რომელიც იქნება გამჭვირვალე. ქველმოქმედთა შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება გაზეთ „სამშობლოში“, რომლის რედაქტორიც მეგახლავართ. ეს იქნება დიდი მამულიშვილური საქმე. „ოცნებამ“ სააკაშვილის მოღალატეობრივი საქმიანობა ახლა მაინც უნდა შეაჩეროს. უნდა შეწყდეს მარტყოფის ველის გასხვისება. იმედი მაქვს, კეთილი ნების საქმე გაიმარჯვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved