• რეკლამა
  • კონტაქტი
09:35, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მალე გაუწევენ რუსი ბიზნესმენები ჩვენსას კონკურენციას და მოუგებენ… ბევრ ქართული კომპანიას გაყრიან რუსები ქართული ბაზრიდან“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
03:05 09-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
948

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ერთ საფრთხეზე   არავინ  ლაპარაკობს  და ხალხი კი  თავად ვერ ხვდება. რუსეთთან უვიზო რეჟიმის დაწესების მოწინააღმდეგებზე, საქართველოში ჩამოსული რუსების ხელგაშლილობით აღფრთოვანებული რომ არიან, მათზე  მოგახსენებთ. კი, დღეს აჭარაშიც, თბილისშიც  ტურისტულ სფეროში რუსები ბევრ ფულს ხარჯავენ, მაგრამ 3-4 წელიწადში,  მათი კონკურენტები გახდებიან – ქართველის სასტუმროს გვერდით უკეთეს სასტუმროს ჩადგამენ,  მათი  რესტორნებისა და კაფეების გვერდით-უკეთეს რესტორნებსა და კაფეებს და მერე, აქ მართლა ტურისტად ჩამოსული რუსი, რუსის რესტორანში შევა და არა ქართველისა. ტურ-ოპერატორებიც ეგენი გახდებიან, თავად ჩამოიყვან რუს ტურისტებს, ქართველებს დაიქირავებენ და ამუშავებენ ბევრ აქაურს გააკოტრებენ რუსები, ბევრს შემოსავალს შეუმცირებენ და  ეს არა მარტო ტურისტულ ბიზნესს შეეხება. რამეს ვაჭარბებ?

– აბსოლუტურად სწორი ანალიზია.  მით უმეტეს, ჩვენ რუსული ადმინისტრაცია გვიზის ხელისუფლების სახით და ყველაზე დიდი საფრთხე ეს გახლავთ. ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ რუსეთის მოქალაქეები აქ დამკვიდრდნენ.  მეორე, ტურისტის ჩამოსვლა  არ არის საფრთხე. როდესაც რუსეთიდან ჩამოსული  აქ გიხსნის ბიზნესს, აქ ყიდულობს ბინებს, სახლებს და ახლა უკვე აგარაკებსაც,  ის სტუმარი და ტურისტი აღარ არის. ყიდულობს საქართველოს  ბინადრობას და ეს უკვე ლამის საქართველოს მოქალაქეობის ტოლფასია. კი, ეგრე მოხდება, როგორც თქვით. დიდი ფულით არის ჩამოსული ბევრი რუსეთიდან და სადაც სწრაფი მოგებაა, პირველ რიგში, იქ დააბანდებენ ფულს. პირველ რიგში, ეს ტურიზმის სფეროა და მალე გაუწევენ რუსი ბიზნესმენები ჩვენსას კონკურენციას და მოუგებენ, რადგან ვისაც დიდი ფული აქვს, ის იგებს ასეთ კონკურენციაში. კი, 3-4 წელიწადში თუ 10 წელიწადში ბევრ ქართული კომპანიას გაყრიან რუსები ქართული ბაზრიდან. 10 წელიწადი არაფერია ისტორიისთვის, ერთი გაელვებაა.  გარდა ამისა, რუსები საქართველოს იყენებენ  ფულის „გასარეცხად“. ზოგიერთი ბიზნესი აქ თვალის ასახვევად სჭირდებათ, სანქცირებულია რუსული ბიზნეს-ელიტა და სანქციების თავის ასარიდებლად,  ფულის „გასარეცხი“ საშუალებაა ეს ბიზნესები. ეს სად და როდის დაგვხვდება წინ ძალიან ცუდად,  კიდევ ცალკე საკითხია. დიდ უბედურებაში ვართ გახვეულნი. ამ საფრთხებს გათვლა სჭირდება, პრევენციული ღონისძიებები სჭირდება. სახელმწიფო ინსტრუმენტები იმისთვის არის საჭირო, რომ ამგვარი საფრთხეებისგან დაიცვას ჩვენი მოქალაქეები. ამ ინსტრუმენტების მფლობელები მტერთან, რუსეთთან არიან შეკრულნი და მათი გამოყენების იმედი არ უნდა გვქონდეს.  ეს საფრთხეები რომ თავიდან ავირიდოთ, რომ გადავრჩეთ, დემოგრაფიული კატასტროფა რომ შევაჩეროთ და ერი გადარჩეს ფიზიკურად, სოციალური გარემო რომ შევცვალოთ, პოლიტიკური სისტემა რომ შეიცვალოს. ასეთ დროს კი ერთდერთი გამოსავალი არსებობს – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

– სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ მას  ციხეში, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კონკრეტული მითითებით ოთხჯერ დაურეკა, როდესაც ის საკნიდან ციხის აბანოში გაჰყავდათ. ეს ზარები განხორციელდა 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. კომიკურია, რომ  პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ  ზუსტად ამ დღეებში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ არსებობს. ახლა ვითომ არკვევენ, კამერები არ მუშაობდა თუ ჩანაწერები წაშალეს. ეს რას ნიშნავს?

– ეს დასტურია, რომ ასეთი საუბრები ნამდვილად შედგა გოგაშვილსა და გომელაურს შორის, მართლა უთხრა გომელაურმა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ ეხსენებინა და შემდგომშიც, რასაც და როგორც თავად ეტყოდა, ის ჩვენებები მიეცა გოგაშვილს.  ეს ყველაფერი პირდაპირ დაამტკიცა ხელისუფლებამ, მაინც და მაინც იმ დღეებისა და იმ კამერების ჩანაწერები არ არის, რომელთაც უნდა დაემტკიცებინათ, საკნიდან გოგაშვილის ციხის აბანოში გაყვანის და იქიდან ტელეფონზე საუბრის ფაქტები. ახლა გოგაშვილმა რომ თქვას, ამ 9 დღეში სხვა სახის დანაშაულებებს სჩადიოდნენ ჩემს წინააღმდეგო,  ვერა ამას უარყოფს ხელისუფლება, ყველაფერი დამაჯერებელი იქნება, რასაც გოგაშვილი იტყვის.

– ახლა გოგაშვილმა კი არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს საუბრები მასსა და ვახტანგ გომელაურს შორის შედგა, ხელისუფლებამ უნდა ამტკიცოს, რომ არ შედგა  ეს საუბრები და საამისოდ მტკიცებულებები არ გააჩნია. სერიოზული კოზირი მისცეს გოგაშვილს, ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში, ფაქტიურად,  მოგებული აქვს საქმე, არა?

– კი, ასეა. მტკიცებულების ტვირთი, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითაც, ხელისუფლებას ეკისრება და ესენი  ვერ დაამტკიცებენ ვერაფერს. 29 კამერის ჩანაწერი წაიშალა. ყველა კამერას ერთ დღეს შეეყარა ვირუსი და მაინც და მაინც იმ კამერებს, რომლებიც საკნიდან აბანომდეა განლაგებული? ეს არის სრული აბსურდი. კაი, კამერები გაითიშა, სატელეფონი ანძებიც გაითიშა? გოგაშვილი ყველა სატელეფონო ნომერს ასახელებს, საიდანაც გომელაურმა დარეკა და ესაუბრა. სატელეფონო  ანძებზე ხომ აისახა ეს ზარები, ნომრები, საიდან სად დაირეკა. ამოიღონ  ეს და ნახონ. ფაქტებს თვითონ აქრობენ. როდესაც დანაშაული ხდება, გამოძიება როდესაც იწყება, გამომძიებელი   პირველ კითხვას იმას სვამს,  თუ ვის აწყობდა ამ დანაშაულის ჩადენა. დავსვათ ეს კითხვა, ვის აწყობდა კამერების ჩანაწერების გაქრობა? ცხადია, ხელისუფლებას.  ამ საქმეში ყველაფერი დღესავით ნათელია.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved