• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლებასთან შეკრულები არიან კი არა, „ოცნებაზე“ დიდი „ოცნებაა“ ზოგიერთი“ – რომელ ოპოზიციონერებზე ლაპარაკობს გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
17:49 08-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,847

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, ოპოზიცია ყველაფერზე ლაპარაკობს, კონკრეტული სამოქმედო გეგმების გარდა. არადა, იმუქრებიან, რომ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა იქნება. რა იქნება, როგორ იქნება, რა სახის პრობლემებს შეუქმნიან ხელისუფლებას, ამაზე არაფერს ამბობენ. ხალხს ქუჩაში გამოვიყვანთო, მარტო ამას ამბობენ. 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაშია და შინ ჯერ არ შესულა, ახალი არაფერია ამაში. მე  უკვე აღარაფერი მჯერა ამ ოპოზიციისა.

– ოპოზიციის გეგმები, ეს არის ცარიელი სიტყვების რახა-რუხი, ბაქი-ბუქი და ჭიქაში  ატეხილი ქარიშხალი. ამ ლაპარაკს გეგმების შესახებ, შესაბამისი ქმედებები უნდა მოჰყვეს. ასეთ  ყაიდის რეჟიმს როდესაც ებრძვი, უნდა მოიპოვო მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: კეთილი უნდა ინებო, შეასრულო ის სიტყვა თავის დროზე, რომელიც  დადე, რომელსაც ხელი მოაწერე  დიდის ამბით, მრავალგზის განვაცხადე ტელევიზიით და საბოლოო ჯამში არ შეასრულე – გაყალბებული არჩევნების შემდეგ  შეხვედი პარლამენტში და ლეგიტიმაცია მიეცი სრულიად არაკანონიერი, არალეგიტიმური  პარლამენტის ფორმირებას. ახლა, კეთილი უნდა ინებო, დაანახო საზოგადოებას, როგორც ამ ხელისუფლების მოწინააღდეგემ, რომ მზად ხარ, ცოტა ხნით მაინც, თმობ გარკვეულ პრივილეგიას და უარი თქვი პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატობის მანდატზე. ხომ არავინ გთხოვს ბარიკადებზე ავარდნას და გმირობის ჩადენას? უბრალოდ,  ჩვეულებრივი ადამიანივით  იცხოვრე, ყოველგვარი პრივილეგიებისა და იმ კომფორტის გარეშე, რასაც ეს მანდატი გაძლევს. ეს გააძლიერებს ოპოზიციას. ეს მარტო  მორალური და პოლიტიკური უპირატესობისთვის კი არ არის აუცილებელი, მთლიანად მარტო დატოვებ  იმ ხელისუფლებას, რომლის ქმედებებიც უკვე სახელმწიფოს მტრობაში გადაიზარდა. თუ უყურებთ, ზუსტად იმავე იდეოლოგიურ ხაზს ატარებენ, რასაც კრემლის იდეოლოგები. თურმე,  ამერიკა არის მთავარი ინიციატორი, მთავარი მაპროვოცირებელი, რომ როგორმე საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს. ეს ანგრევს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობას. კრემლი იგივეს ამბობს, რომ უკრაინა ამერიკამ ჩართო ომში,  ამას როდესაც რუსეთი აცხადებს, დიდი დამაჯერებლობა არ აქვს, რადგან მთელი მსოფლიო მისი წინააღმდეგია,  ყველამ იცის, ვინ დაიწო ომი.  კრემლს ბინძური პროპაგანდის უცხოეთში კი არა, ბევრს უკვე რუსეთშიც აღარ სჯერა. როდესაც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე საქართველო იგივეს ამბობს, ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყანას ამ სისულელეს ვაბრალებთ, ეს უკვე იდეოლოგიური ომია ამერიკასთან და ამ ომს ზოგჯერ გასროლილ  ფრთოსან რაკეტაზე  უფრო დამანგრეველი შედეგები  აქვს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია უკვე გამოკვეთილია. საქართველოს ხელისუფლება ამ ომში, რომელიც რუსეთსა და ცივილიზებულ დასავლეთს შორის მიმდინარეობს, იდეოლოგიურად ჩართულია და არის დასავლეთის მოწინააღმდეგე  მხარე. ჩვენდა საუბედუროდ, რუსეთის მხარეს არის. აი, ასეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობ და გაიძახი, რომ იმისთვის ვარ პარლამენტში, რომ ევროკომისიის დათქმული 12 პუნქტი უნდა შევასრულო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომ მომავალ წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონო. ეს უკვე არასერიოზულობაა, სხვა რომ  არაფერი ვთქვა.

– ხელისუფლება წინასწარ აცხადებს, რომ იმ 12 პუნქტიდან ყველაზე მთავარს არ შეასრულებს. თუ ოლიგარქიის შესახებ კანონს მივიღებთ, ის ბიძინა ივანიშვილს არ შეეხებაო, სასამართლოს და პროკურატურას რეფორმა არ სჭირდებაო და არც საარჩევნო სისტემის შეცვლას ვაპირებთ,  რადგან  ძალიან დემოკრატიული სისტემა გვაქვსო. აბა, რის შეცვლას აპირებენ,  თუ ევროკომისიის ამ  მთავარი მოთხოვნებისას არა?

– ეგ იმ ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, მაგ 12 პუნქტის შესრულებას რომ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. რაღა დარჩა? რა გინდა პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეკრული არ ხარ? ხელისუფლება პირდაპირ გეუბნება, ევროკომისიის მთავარ მოთხოვნებს არ შევასრულებო, რაც ნიშნავს, რომ გაისად ევროკანდიდატობას ვერ მივიღებთ და რატომღა ატყუებ ხალხს? რატომ ეუბნები, რომ ევროკანდიდატის სტატუსის მისაღებად ხარ პარლამენტში თუ იმ კომისიებში, „ქართული ოცნება“ ამ 12 პუნქტის შესასრულებელ რომ ქმნის? რა გინდა კომისიაში, რომელთაც ფუნქცია არ ექნებათ და ხალხისთვის თვალის  ასახვევად ქმნიან? ხელისუფლებასთან შეკრულები არიან კი არა, „ოცნებაზე“  დიდი „ოცნებაა“ ზოგიერთი. იმ კომისიებში იმიტომ შევდივართ, რომ იქიდან ინფორმაციები გამოვიტანოთო, ზოგი ოპოზიციონერი იძახის. საიდუმლო სერობაა, საჯარო სხდომები არ გაიმართება და უმაგათოდ ვერ გავიგებთ, რა მოხდება იქ? უკვე აღარ იციან, თავი რითი იმართლონ და თავიანთი ბრიყვული ნაბიჯები რით გაამართლონ. ხედავთ, რა დონემდე არიან დაცემულები, რას კადრულობენ, რომ საკუთარი მდგომარეობა შეინარჩუნონ?  რა დროს პარლამენტში და იმ სამასხარაო კომისიებში ჯდომაა, ქვეყანა გვექცევა თავზე. ევროპის საიმიგრაციო სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან  თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა გაიზარდა 183%-ით. ეს არის კატასტროფა. მე მონაცემები მაქვს თავდაცვის სამინისიტროდან, შს სამინისტროდან. მათი ისეთი თანამშრომლები გარბიან ქვეყნიდან, ვერ იტყვი, რომ ძალიან უჭირთ და ოჯახებს ვერ არჩენენ. უპერსპექტივობაა ქვეყანაში, უიმედობით არიან შეპყრობილნი  და იმიტომ გარბიან. ამას   ბევრი ჩვენი მტერი ნატრობდა,  ქართველებისგან საქართველოს დაცლას, საქართველო კარგია  მხოლოდ  ქართველების გარეშეო. ეს თუ მოხდა, თუ დაიცალა ქვეყანა, მაშინ ვისთვის ვიბრძვით? ვისთვის გვინდა ის სიკეთე, რისთვისაც ვიბრძვით? ჩვენ დამოუკიდებლობა იმისთვის გვინდოდა, რომ ამ პატარა ერს თავისი კულტურული იდენტობა შეენარჩუნებინა. თავისი ენა, საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული ცხოვრების წესი შეენარჩუნებინა.  მაგრამ თუ გენეტიკურად დაილია საქართველოში  ქვეყნის კულტურის მატარებელი ადამიანი,   მაშინ გავქრებით.  რამდენი  უდიდესი ცივილიზაციის გამქრალი  ხალხი და სახელმწიფოები ვიცით? ძალიან ბევრი – ელინური, რომაული, ეგვიპტური, ფინიკიური, აცტეკური… საშინელი მონაცემებია, ყველას  აქედან გაქცევაზე უჭირავს თვალი. მით უმეტეს, გვყავს ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ კეთილდღეობაზე, მილიონების კეთებაზე გაცვალა ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი და თავისუფლება. აი, ასეთ ხელისუფლებასთან, რომ ოპოზიცია ხარ და თანამშრომლობ, თავი არსად გამოგეყოფა. თუ შენ ამ რიტორიკაში, ამ საუბარსა და პოზიციაში არ ხარ ფარისეველი, მაშინ  კეთილი ინებე და შეწყვიტე მასთან ასეთი  კეკლუცი და ვითომ დემოკრატობანას თამაში. ახლა გამოდიხარ და აცხადებ, რომ ქვეყნაში ოლიგარქიული დიქტატურაა, ხელისუფლება კრემლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელია  და მისი ინტერესების გამტარებელიო და თან მასთან თანამშრომლობ?  რჩები მის სტრუქტურებში და აცხადებ,მე მივაღებინებ იმ 12 პუნქტსო. გამოდის, რომ  აფერისტი ხარ, მეტი რაღა ვთქვა? ეს ცალსახად ჩანს, თავსაც ატყუებ, ხალხსაც ატყუებ, უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებ და აზიანებ ქვეყნის ინტერესებს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამუხრუჭებ  ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ერთადერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ  ე.წ. ოპოზიციონერები გამოვიდნენ საკრებულოებიდან და პარლამენტიდან.  დასავლეთიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პროცესი დაწყებულია, შვეიცარიამ უკვე დაასანქცირა და მალე სხვა ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ. ასევე, მალე ხელისუფლების წარმომადგენლების, ივანიშვილის გარემოცვის წევრების-ქვეყნის არაფორმალური მმართველების წინააღდეგ გამოიყენებენ სხვა და სხვა სახის სანქციებს. ცხადია, ამის პარალელურად ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და მოითხოვოს ამ მოღალატე ხელისუფლების გადადგომა. ეს უნდა იყოს მოძრაობა მუდმივი საპროტესტო აქციებით  და არა ერთჯერადი ან რამდენიმე აქცია. თუ ეს არ გაკეთდა, არც უცხოეთიდან ექნება სათანადო მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მზამზარეულ გამარჯვებებს არავინ მოგვართმევს. ხალხი გამოდის ქუჩაში, ეს უნდა აღვნიშნო, მაგრამ პოლიტიკოსს  უფრო მაღალი ვალდებულებები გაგაჩნია და კეთილი უნდა ინებო და  გარკვეულ პრივილეგიებზე უარის თქმა უნდა შეგეძლოს. ასე დაგიჯერებს ხალხი და წინააღმდეგობის მძლავრი ფრონტი შეიქმნება. ერთი ფეხი  რუსთაველზე გედგას და მეორე ბიძინას „ბუტკაში“, ეგრე საქმე არ გამოვა. მაგას სხვა რამ  ჰქვია და ეთიკური  მოსაზრების გამო, ახლა თავს შევიკავებ და არ ვიტყვი.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved