• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენად საშიშია ნაგვის ურნები, სადაც ერთჯერადი ნიღბები და ხელთათმანები ყრია

ალია ავტორი - ალია
19:32 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, კარანტინში მყოფილი პირების საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სპეციფიური მართვა სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ პირს კორონავირუსი დაუდგინდა, მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენი B ტიპის სამედიცინო ნარჩენად ითვლება და დადგენილი წესით უნდა განადგურდეს.

არაფრით არ უნდა მოხდეს მისი ნაგავსაყრელზე სხვა ნარჩენებთან ერთად მოხვედრა. ეს უცხოური გამოცდილებით, თუმცა ნინო ჩხობაძის თქმით, სულ სხვა რეალობაა საქართველოში.

საშიში ნარჩენები

„5 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში. ჩვენ გავეცანით ბევრი ქვეყნის პროტოკოლს და ხშირ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის კარანტინში, სანამ დაუდგინდება, ან არ დაუდგინდება კორონავირუსი, სთხოვენ მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, ორმაგ პოლიეთილენის პარკში.

თუ დაუდგინდა ადამიანს კორონავირუსი, B ტიპის სამედიცინო ნარჩენად ითვლება.

ინგლისის პროტოკოლის მიხედვით, თუ კარანტინში მყოფ პირებს, არ დაუდგინდა კორონავირუსი, ეუბნებიან, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენი 72 საათის შემდეგ გადაყარონ.

ასეთი დეტალური პროტოკოლი დღეს ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, არა.

ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა თხოვნა, სადაც ვამბობთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა მათი ნარჩენი ცალკე, ორმაგ ცელოფანში შეაგროვონ და თუ არ დაუდგინდათ კორონავირუსი, ხომ კარგი და თუ დაუდგინდათ, დადგენილი პროტოკოლით განადგურდეს“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაზიდი ავტომობილების პრობლემასაც შეეხო.

„როცა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ ეკიპირება, ყველაზე დიდი დანაშაულია. პროტოკოლით არ გვაქვს გაწერილი, მაგრამ ამაზე მათ ხელმძღვანელებს უნდა ეფიქრათ. ამ ადამიანებს აქვთ მუდმივი შეხება იმ ნივთებთან, რომლებიც შეიძლება იყოს დავირუსებული.

სავალდებულოა რესპირატორებისა და ხელთათმანების გამოყენება, რაც ალბათ, საზოგადოებას იშვიათად უნახავს.

გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტანი მანქანა, როდესაც შედის და გამოდის პოლიგონიდან, უნდა ირეცხებოდეს, ეს არის ჩვეულებრივი წესი.

ასევე, უნდა ირეცხებოდეს კონტეინერებიც. მე რამდენადაც ვიცი, ეს ყოველთვის არ სრულდება.

ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ დასუფთავების ყველა სამსახურს უნდა ჰქონოდა თავისი საქმიანი ეზო. სამწუხაროდ ყველას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ეს არ აქვთ.“- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

როგორ ნადგურდება კარანტინში მყოფების ნარჩენები

როგორ ნადგურდება კარანტინში მყოფი ადამიანების საყოფაცხოვრებო ნარჩენები? თუ ხელმძღვანელობს „თბილსერვის ჯგუფი“ რაიმე გაიდლაინით? რამდენად დაცულები არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსისგან და ხდება თუ არა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი ავტომობილის დეზინფექცია?

ამ კითხვებით „თბილსერვის ჯგუფს“ მივმართეთ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, დავით ჩანქსელიანის განცხადებით, კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებითა და ასევე, მთავრობის დადგენილებით ხელმძღვანელობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და შემდგომში – უტილიზაცია.

ასევე, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაგავსაყრელის მოწყობისა და ოპერირების შესახებ წესები.

სწორედ ამ დადგენილებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება ნარჩენების შეგროვება, გატანა და გაუნებელყოფა.

რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება აქვთ საკარანტინო სივრცეებთან, ისინი სრულად ეკიპირებულები არიან: პირბადე, სახეზე ჩამოსაფარებელი შუშის დამცავი და ხელთათმანები. თბილსერვის ჯგუფში 5 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მუშაობის სხვა რეჟიმში გადავიდნენ ჩვენი თანამშრომლები, რათა ყოველდღიურად არ მოუწიოთ მუშაობა. ვინც მუშაობს, ყველა თანამშრომელი აღჭურვილია პირბადით, ხელთათმანითა და ანტისეპტიკური ხსნარით.

რაც შეეხება ავტომობილების დეზინფექციას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდები ირეცხება და მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.“- განაცხადა დავით ჩანქსელიანმა.

პრაიმტაიმი

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved