• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

COVID-19-ის ვაქცინის პირველადი ცდები იმედისმომცემია

ალია ავტორი - ალია
15:55 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა თაგვებს თითის წვერის ზომის დასაწებებელი ნაჭრით შეუყვანეს, მათ ორგანიზმში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმ ოდენობით წარმოიქმნა, რომ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის გასაუვნებელყოფად.

კვლევა უკვე რეცენზირებულია სხვა მეცნიერთა მიერ და გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალ The Lancet-ის გამოცემა EBioMedicine-ში. მკვლევრებმა მუშაობა საკმაოდ სწრაფად შეძლეს, რადგან სამუშაოს გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდათ წინა კორონავირუსული ეპიდემიების დროს.

„გვაქვს გამოცდილება SARS-CoV-ზე 2003 წელს და MERS-CoV-ზე 2014 წელს. ამ ორმა ვირუსმა, რომლებიც SARS-CoV-2-ის საკმაოდ ახლო ნათესავები არიან, გვასწავლა, რომ კონკრეტული ცილა, რომელსაც წვეტი ცილები ჰქვია, საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემის ვირუსის წინააღმდეგ სტიმულირებისთვის. უკვე ვიცოდით, ზუსტად რა ადგილას უნდა დაგვერტყა ახალი ვირუსისთვის. სწორედ ამიტომ არის ვაქცინების კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოვანესი. არასოდეს იცი, როდის და საიდან მოვა ახალი პანდემია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის ქირურგიის პროფესორი ანდრეა გამბოტო.

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის პროფესორის, დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ლუის ფალოს განცხადებით, ვაქცინის ასე სწრაფად შექმნა მათ სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანების შედეგად შეძლეს.

კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი mRNA ვაქცინისგან განსხვავებით, რომლის კლინიკური ცდებიც ახლა დაიწყო, ახალი ვაქცინა, სახელად PittCoVacc-ი (პიტსბურგის კორონავირუსის ვაქცინა) ეფუძნება უფრო დამკვიდრებულ მიდგომას — იმუნურობის შესაქმნელად იყენებს ლაბორატორიაში დამზადებულ ვირუსული ცილის ნაწილებს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს გრიპის ამჟამინდელი ვაქცინაც.

გარდა ამისა, პოტენციალის გასაზრდელად, მკვლევრებმა გამოიყენეს ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის ახალი მიდგომა, რომელსაც მიკრონემსურ წყებას უწოდებენ. ეს წყება წარმოადგენს თითის გულისოდენა ნაჭერს, რომელზე მოთავსებული 400 ნემსს წვეტი ცილის ნაჭრები კანში შეყავს, სადაც იმუნური რეაქცია ყველაზე ძლიერია. ეს ნაჭერი ე. წ. სანტავიკის მსგავსია, მაგრამ დაფარულია მიკრონემსებით, რომლებიც დამზადებულია მთლიანად შაქრითა და ცილის ნაწილაკებით; დაკვრის შემდეგ ისინი მთლიანად კანში იხსნება.

„ეს ტექნოლოგია ეფუძნება ჭრილობის შეხვევის ძველ მეთოდს, რომელიც ასევე გამოყენებულია ყვავილის ვაქცინის კანში შესაყვანად, თუმცა, ჩვენი ვერსია გაცილებით მაღალტექნოლოგიური და ეფექტიანია, ამავე დროს თითქმის უმტკივნეულო, პაციენტი ვერაფერს იგრძნობს“, — ამბობს ფალო.

ამავე დროს, სისტემა ძალიან მასშტაბურია. ცილის ნაწილაკები დამზადებულია „უჯრედების საწარმოს“ მიერ — გამოყვანილი უჯრედები ფენა-ფენაა დაწყობილი SARS-CoV-2-ის წვეტი ცილის შესაყვანად და შესაძლებელია გამრავლებაც. ინდუსტრიული მასშტაბითაა შესაძლებელი ცილების გამოყვანაც. მიკრონემსების მასობრივი წარმოებისათვის საჭიროა ცილისა და შაქრის ნაზავის დაობება ცენტრიფუგების გამოყენებით. დამზადების შემდეგ, საჭიროებამდე შესაძლებელია ვაქცინის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე, სრულიად არ საჭიროებს მაცივრის გამოყენებას ტრანსპორტირების ან შენახვისთვის.

„ვაქცინათა უმეტესობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყებისას წარმოების მასშტაბზე სულ არ ფიქრობ, მაგრამ როდესაც ცდილობ სწრაფად შექმნა ვაქცინა პანდემიის წინააღმდეგ, ეს პირველი მოთხოვნა გახლავთ“, — ამბობს გამბოტო.

თაგვებზე ტესტირებისას, PittCoVacc-მა კორონავირუს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულთა მთელი ტალღა მიკრონემსებიანი ნაჭრის დაკვრიდან ორ კვირაში წარმოქმნა.

ამ ცხოველებზე დაკვირვება გრძელვადიან პერიოდში ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მათ მიერ შექმნილმა MERS-CoV-ის ვაქცინამ თაგვებში შარშან ვირუსის გასაუვნებელყოფად საჭირო რაოდენობის ანტისხეულები წარმოქმნა და ახლაც, ვაქცინირებულ თაგვებში იგივე ტენდენცია აჩვენა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონემ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ SARS-CoV-2-ის ამ მიკრონემსურმა ვაქცინამ პოტენციალი შეინარჩუნა გამა-გამოსხივებით სტერილიზაციის შემდეგაც კი — რაც საკვანძო ნაბიჯია ადამიანებში გამოყენებისთვის შესაფერისი პროდუქტის შესაქმნელად.

კვლევის ავტორები ამჟამად ახალი პოტენციური ვაქცინის დამტკიცებას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ელოდებიან, კლინიკური ცდების I ფაზას კი უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყებენ.

„პაციენტებში ვაქცინის გატესტვას ჩვეულებრივ წელიწადი ან მეტი სჭირდება. თუმცა, ახლა სიტუაცია სრულიად სხვაგვარია, ისეთი, რაც ჯერ არასოდეს გვინახავს და ამიტომ არ ვიცით, რამდენ ხანს წაიღებს კლინიკური ცდების პროცესი, მაგრამ ვფიქრობთ, წინ ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის პროფესორი, დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლუის ფალო.

მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია
ახალი ამბები

“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია

14:40 05-28-2026
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:36 05-28-2026
ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?
ახალი ამბები

ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?

14:16 05-28-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

13:36 05-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved