• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე დღესაც მინდა, ომი უკრაინამ მოიგოს, მაგრამ…“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე?

ალია ავტორი - ალია
21:46 08-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,363

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ევროკავშირის გეგმით, რუსეთს მისი წევრი ქვეყნები, 5-7 წელიწადში სრულად უნდა ჩაეხსნან რუსეთის ენერგომატარებლებს – ნავთობს, გაზს და ქვანახშირს.  ფიქრობ, ეს თუ განახორციელეს ევროპელებმა, მაშინ რუსეთის ეკონომიკის საქმე ცუდად წავა და ეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და შეიარაღებულ ძალებზეც ცუდად იმოქმედებს, არა?

– ომი ვინც არ უნდა მოიგოს, რუსეთი ჯამში მაინც დამარცხებული იქნება, რადგან შვედეთი და ფინეთი გახდებიან ნატო-ს წევრები. ნატო-სთან 250 კილომეტრიანი საზღვარი, 1300 კილომეტრამდე გაეზრდება. ამხელა საზღვარს კონტროლი არ უნდა? რამდენი დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევს რუსეთს, წარმოიდგინე. ეს ეკონომიკური ფაქტორი. ახლა სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი ავიღოთ. კიდევ ორი მტერი სახელმწიფო შეიძინა რუსეთმა, ერთი ხმელეთსა და ბალტიის ზღვაზე ეყოლება – ფინეთი, მეორე ბალტიის ზღვაზე – შვედეთი. თუმცა, რუსეთი იმდენად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ექსპერტები როგორც ვარაუდობენ, საშუალოდ 30 წელი გაზი და ნავთობი იმდენი ექნება, თავადაც იკმაროს და გაყიდოს კიდეც. კი, ევროპა 5 წელიწადში თუ არა, 7 წელიწადში ნამდვილად ჩაეხსნება რუსეთს, ნულამდე დაიყვანს რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტს, მაგრამ სხვა ქვეყნები იყიდიან რუსულ ნავთობსა და გაზს. თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო,  ჩვენი წინაპრების ნათქვამია. რუსეთმა უკვე დაარეგულირა ნავთობის გაყიდვა, ნახა კლიენტები. ევროპა რომ ყიდულობს, იმ ფასად ვერ ყიდის, მაგრამ სოლიდური შემოსავლები აქვს. მარტო მილიარდიანი ინდოეთი აიღე, რუსულ ნავთობზე სერიოზული მოთხოვნა აქვს ინდოეთს. ჩინეთი ძველ ფასად არა, შედარებით იაფად, მაგრამ ყიდულობს რუსულ ნავთობს. აფრიკის ქვეყნების ბაზარზეც გადის რუსეთი.  კი, ევროპის ბაზრის დაკარგვით იზარალებს რუსეთი, მაგრამ გაკოტრდება და ამის გამო ჩამოიშლება რუსეთიო, ამას ახლო მომავალში არ ველოდები. შორეულ პერსპექტივაში რა იქნება, ვნახოთ.

– ბატონო სოსო, ადრე უფრო ოპტიმისტურად იყავით განწყობილი უკრაინის მიმართ, ახლა კი უფრო ფრთხილობთ ომში უკრაინის გამარჯვების შანსებზე საუბრისას. ზამთრის მოახლოებამ და ამის გამო ევროპის რეაქციამ ხომ არ შეგაცვლევინათ შეხედულებები?

– მე დღესაც მინდა, ომი უკრაინამ მოიგოს, მაგრამ როდესაც მსოფლიო პოლიტიკაში თუ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მოვლენები იცვლება, ცხადია,  შეფასებებს ამ ცვლილებებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით ვაკეთებ. უკრაინა მთელი დასავლეთის მინდობილობით ომობს, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ არის, ზელენსკი დიპლომატიურ ტაქტსაც კი გადადის, ზღავრზეა, რა. ევროპას ეუბნება, ვალდებულები ხართ, დამეხმაროთ, რადგან რუსეთთან ომით, მე თქვენს საქმეს ვაკეთებ, თქვენ მაგიერ ომობს უკრაინაო. კი, ამაში ზელენსკი მართალია, მაგრამ ხშირად ამას არადიპლომატიურადაც ამბობს. ადრე თუ გვიან, ევროპას მოუწევდა ომი და ეს ახლა მე ავიღე საკუთარ თავზე, უკრაინის დახმარებით კი თქვენ საკუთარ თავს ეხმარებითო – ასეთი ხისტი მინიშნებებით ელაპარაკება ზელენსკი ევროპას. რეალურად მართლა ასეა. ამიტომ, არა მარტო ევროპის, დასავლეთის ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ უკრაინას აღარ დაეხმარება. გერმანიის კანცლერი, ულოფ შოლცი ავიღოთ. ღიად არ ამბობს, უკრაინას შეიარაღებით არ დავეხმარებიო, მაგრამ თვეში თითო ტანკს მივცემთო, გამოაცხადა. ეს რა სამხედრო დახმარებაა? ეს დაცინვაა, როდესაც დღეში რამდენიმე ტანკს უფეთქებენ  რუსები უკრაინელებს. არც უკრაინელები აკლებენ, მაგრამ რუსეთს ჰყავს ტანკები და უკრაინას თუ არ მიეცი, არ ეყოლება. ბრიტანეთი რატომ არ ეხმარება ძველებურად, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ბორის ჯონსონის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგწონს არ მოგწონს ჯონსონი, ფაქტია, იმათ კატეგორიაში გადის, ვინც პოლიტიკას ქმნის, ვინც მსოფლიო რეალობას ცვლის და არსებულ, დაკანონებულ პოლიტიკურ თამაშის წესებს, კონიუქტურას არ ეგუება, არ ემორჩილება. ბრიტანელები ამ ტიპის პოლიტიკოსების ნაკლებობას არასდროს განიცდიდნენ და მით უფრო მაშინ, როდესაც ევროპასა თუ მსოფლიოში, საომარი თუ სხვა ტიპის კრიზისები იყო. თუმცა, ბორის ჯონსონის ერთი ქმედება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სტამბოლში რომ შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის  დელეგაციები თურქეთის შუამავლობით, მოლაპრაკების მერე გამოვიდა სერგეი ლავროვი და განაცხადა, ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა მოლაპარაკებას, ზავი იდებაო და მეორე დღეს, ბორის ჯონსონი ჩავიდა კიევში. იმავე დღეს კი ზელენსკიმ განაცხადა, არავითარი ზავი არ იქნება, ჩვენ ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ და უნდა დავიბრუნოთ ყველაფერიო. ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, რადგან არ არის პოლიტკორექტული.

ერთი-ერთზე რომ მიუშვან უკრაინა და რუსეთი, ცხადია, უკრაინა ცუდ დღეში აღმოჩნდება. თავის დროზე როგორც ჩვენ არავინ  მიგვიშვა ერთი-ერთზე  აფხაზებთან, ოსებთან, ახლაც ასეა. რუსეთს არავინ მიუშვებს ერთი-ერთზე უკრაინელებთან. ეს არის დიდი პოლიტიკა.

– ჩინეთი შეირჩენს იმ შეურაცხყოფას, რაც მიიღო ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ლიდერის, ნენსი პელოსის ვიზიტით ტაივანში? ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ჩინეთი მალე ტაივანს დაარტყამს.

– ახლა ვერ იზამს მაგას ჩინეთი. აგერ, კოვიდმა ხელახლა შეუტია, ქალაქი ვუხანი უკვე ჩაკეტეს და სხვა ქალაქების ჩაკეტვაც არ გამოირიცხება. ყოველი მეხუთე ჩინელი უმუშევარია. ამან კრიმინოგენური ვითარება გააუარესა ქვეყანში. 7 ტრილიონი დოლარი გარღვევა აქვს ბიუჯეტში ჩინეთს და ეს ფული სადღაც უნდა იშოვნოს. ჩინეთს სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აქვს. ნენსი პელოსის ვიზიტმა რა ქნა იცი? კლასიკური დიპლომატიური კუთხით თუ შევხედავთ, პელოსის ჩასვლა შეცდომა იყო ტაივანში, მაგრამ ამერიკაში დემოკრატების შანსი ნოემბრის არჩევნებში 8-დან 12-მდე გაიზარდა. ასევე, გაიზარდა ამერიკის საგარეო რეპუტაცია. მოკლედ, ამ ეტაპზე პელოსის ვიზიტი ამერიკასაც წაადგა და დემოკრატებსაც. ენა არ მიბრუნდება, 81 წლის ნენსი პელოსს დედაბერი ვუწოდო. ნეტავ ეგეთი დედაბერი ერთი ათი გვყავდეს პარლამენტში. ჩავიდა ტაივანში, ხან თვითმფრინავის აფეთქებით ემუქრებოდნენ, ხან სხვაგვარად მოკვლით, მაგრამ ყურად არ იღო ეს მუქარები და მაინც გაიტანა თავისი. თუმცა, პელოსმა ჩინეთის პროვოცირება მოახდინა. კი, დღეს ჩინეთს ტაივანისთვის არ სცხელა, რადგან შიდა პრობლემები აქვს თავზე საყრელად. თუმცა, ჩინეთი თუ, დავუშვათ, 10-15 წლის მერე დაარტყამდა ტაივანს და ეს ისედაც გარდაუვალი იყო, ახლა გაისად ან  2-3 წლის მერე დაარტყამს, რათა სახე შეინარჩუნოს. ჩინეთი ამერიკისგან ამ დამცირებას არ გადაყლაპავს და ყველა ნორმალური სახელმწიფო ასე მოიქცეოდა, ამის გამო ჩინეთს ვერავინ დაგმობს.ნენსი პელოსის ვიზიტმა ტაივანში, ჩინეთ-ტაივანის ომი უფრო რეალური გახადა და თუ შეიძლება ასე ითქვას, დროში აქეთ გადმოიტანა და დააჩქარა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved