• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“не первый раз замужем”… დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ… – კრიმინალური ქრონიკა” ივანიშვილის მეთაურობით – გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:31 08-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,068

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, რომელიც ბრალს სდებს შს მინისტრს მუქარაში, კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს სათაურით “არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა”, სადაც ღიად მიგვანიშნებს, რომ სწორედ ივანიშვილთან ხდება ყველა საკითხის შეთანხმება მმართველი გუნდისგან და ბრძანებებს მისგან იღებს სუსიც, სასამართლოც, პროკურატურაც, იუსტიციის სამინისტროც და პარტიაც.

გოგაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა

ბიძინა ივანიშვილი: აბა როგორ ხართ ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მეთვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ.

ირაკლი შოთაძე: დიახ ბატონო ბიძინა, ვაკეთებთ ყველაფერს.

ბიძინა ივანიშვილი: რატი რა ხდება კამერებზე? ოტო ხო მუშაობს? ხომ ასწორებთ ყველაფერს?

რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, სულ 9 კამერა არის, ზოგს წაშლიან ზოგს დააზიანებენ, მაგრამ…

ბიძინა ივანიშვილი: მოიცა კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, რამდენიმე დღეში მოგვარებული იქნება.

ბიძინა ივანიშვილი: რატი, რაღაცის თქმა გინდოდა წეღან.

რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, კიდევ ერთი პრობლემაა. ოჯახი შაბათს, არასამუშაო დღეს გვიან შემოვიყვანეთ, ძალიან ბევრმა კამერებმა დააფიქსირეს ეს ამბავი, რა ვქნათ?

ბიძინა ივანიშვილი: არაუშავს, ეგ დატოვეთ. დასაჯეთ რამდენიმე თანამშრომელი, იქამდე დაელაპარაკეთ, დაამშვიდეთ, აჩუქეთ ფონდიდან ფული და დაასაქმეთ სადმე სხვაგან. დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ. გრიგოლ, მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია.

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, ჩვენები უკვე მუშაობენ მაგ გეგმაზე.

ირაკლი კობახიძე: (ნაზი ჩუმი ხმით) დიახ ბატონო ბიძინა, პარტია მზად არის, მაგრამ ძალიან დავზიანდებით.

ბიძინა ივანიშვილი: რა ცხვირჩამოშვებული ხარ, არ იცი, რომ თეთრი ხელთათმანებით არ გამოდის? ( не первый раз замужем ) უნდა გაუძლოთ ( нравится не нравится терпи мая красавица )

სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი”

“მივიღე მუქარა ივანიშვილისგან – შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან…” – გოგაშვილის სკანდალური წერილი

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგრიგოლ ლილუაშვილივახტანგ გომელაურიირაკლი კობახიძესოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved