• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება ჰყიდის ჯარისკაცებს… თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
14:17 08-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

სკანდალურ რეპორტაჟს, იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების შესახებ პირადი ინფორმაცია რუსეთს გადაეცა, ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება და ამბობს:

“დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ჰყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ჰყიდის ჯარისკაცებს ცალობით. აბარებს მათ ოკუპანტ რუსებს და ეს ბრალდება აღარ არის. ეს არის ფაქტის კონსტანტანცია.

ვნახეთ თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიხილეთ, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე ოკუპანტის ხელში. ინფორმაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი  დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს თითოეულ ქართველ სამხედროსა და მის ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ეს არის რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად.”

ქართველი მებრძოლების საბუთები მტრის ხელშია – მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვამ მისი საქმე გაყიდა

თეგები: თავდაცვის სამინისტრონიკა მელიაჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved