• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუშაობის უფლება იმ კომპანიებს აქვთ, რომლებმაც ხელისუფლებასთან “მოაგვარეს” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
00:48 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

“არანაირი გადახვევა რომ არ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიდან, ეს თითოეული ჩვენგანის უპირველესი პასუხისმგებლობაა, თუმცა მთავრობა კარგად უნდა გაერკვიოს დეტალებში, ადამიანები უსამართლობის მსხვერპლნი რომ არ აღმოჩნდნენ,“ – ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ ის საწარმოები განაგრძობენ მუშაობას, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

“ის, რომ არანაირი გადახვევა არ უნდა მოხდეს იმ წესებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და დაადგინა, ეს თითოეული ჩვენგანის უპირველესი პასუხისმგებლობაა. მითუმეტეს მაღალი გარანტიები უნდა ჰქონდეს თითოეულ დამსაქმებელს, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის მიმართ. მაგრამ ეს ასე არ არის. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, რომლებიც ამბობენ, რომ შერჩევით ხდება მუშაობის უფლების მიცემა.

ანუ, როგორც მიყვებიან, და ამის დოკუმენტებიც აქვთ, აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, ყველა წესს, რაც გამოქვეყნებულია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ იმ კომპანიებს არ ექმნება, რომელსაც ხელისუფლებასთან აქვს „მოგვარებული“. იქნება ეს სამშენებლო კომპანია, ავტო-ნაწილების ყიდვა-გაყიდვა, თუ ნებისმიერ მსგავსი სფერო. ამიტომ, ვურჩევდი მთავრობას, მაქსიმალურად კარგად გაერკვიოს დეტალებში და მარტო მინისტრ თურნავას დონეზე ნუ დატოვებენ ამ საკითხს. ამით ამ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს, დამატებითი პრობლემებსაც ავარიდებთ და არც უსამართლობის მსხვერპლნი აღმოჩნდებიან”.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ყველა კომპანიას და ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაიცვან ყველა რეკომენდაცია და მითითება, უზრუნველყონ თავიანთი დასაქმებულების უსაფრთხოება.

ასევე, დღევანდელი სხდომის შემდეგ თურნავამ განაცხადა, რომ სამშენებლო სექტორის მუშაობას მთლიანად აჩერებენ. თუმცა თბილისის მერიის განცხადების მიხედვით, ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved