• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:28 08-08-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

კომპანია “ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბიემჯი“ აქვეყნებს:

“საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადების თანახმად, „გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტრონული სიგარეტები ისეთივე მავნებელია, როგორც ტრადიციული თამბაქოს პროდუქტები და ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული”- ეს ინფორმაცია არასწორია.

სხვადასხვა ტიპის თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები განსხვავებულია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტების ამგვარი კლასიფიცირება ფუნდამენტურად მცდარი და არასწორია.
ტრადიციული მოწევის უკეთესი ალტერნატივის – თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს ზრდასრული მწეველების მიერ ნიკოტინის მიღებას ყველაზე მავნე ფორმით – სიგარეტის მოწევის გაგრძელებას.უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების სრულად შეწყვეტაა, მაგრამ მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზების გააანალიზება. ამ მიზეზს კი თამბაქოს კვამლში არსებული მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების მაღალი რაოდენობა წარმოადგენს. თამბაქოს წვის პროცესის არარსებობას კი შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამ ტოქსიური ნივთიერებების რაოდენობა.

წვის არარსებობა თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მთავარი მახასიათებელია. მართალია, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ნიკოტინს – დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას. თუმცა, მეცნიერულად დასტურდება, რომ ეს პროდუქტები ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

საერთაშორისო ჯანდაცვის სამთავრობო ინსტიტუტების მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ზიანის შემცირების შესაძლო პოტენციალი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. მსგავსი კვლევები განახორციელეს: დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, ჰოლანდიის გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რისკის შეფასების გერმანიის ფედერალურმა ინსტიტუტმა და აშშ-ს წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ.

გარდა ამისა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის როლი მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მხრივ აღიარებულია ისეთი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ახალი ზელანდია, იტალია, საბერძნეთი.

„ფილიპ მორის საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა. ამჟამად, ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს აერთიანებს, ქვეყანაში ჩვენი ბიზნეს პარტნიორების რიცხვი კი ათასს აჭარბებს.

2021 წელს „ფილიპ მორის საქართველო“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელი იყო.

ჩვენი სამეცნიერო კვლევები საზოგადოებისთვის ღიაა. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს და გვჯერა კონსტრუქციული, ღია და ინკლუზიური დიალოგის, რომელიც ფაქტებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. თუმცა, ვფიქრობთ, რომ პროგრესზე მეტად იდეოლოგიისა და დეზინფორმაციისთვის პრიორიტეტის მინიჭება არასწორია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გაითვალისწინონ საქართველოში მცხოვრები 800 000 ზრდასრული მწეველის ინტერესი, გაეცნონ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა იმისათვის, რომ განახორციელონ რეალური ცვლილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რისი მიღწევაც მხოლოდ ზრდასრული მწეველებისათვის დაზუსტებულ და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად არის შესაძლებელი,”- ნათქვამია “ფილიპ მორის საქართველოს” განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved