• რეკლამა
  • კონტაქტი
00:45, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კორონავირუსის გასავრცელებელ ქვეყნებს მიზანმიმართულად არჩევენ ეკონომიკური მიმართულებით”

ალია ავტორი - ალია
00:35 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ქვეყანაში განვითარებულ ვითარებაზე „ალიას“ ესაუბრება სამართალმცოდნე კობა კუსიანი.

– კორონავირუსს ჩვენი გამოცდილი ექიმები თავდადებით ებრძვიან. მის მასობრივ გავრცელებას ხელს უშლიან, მაგრამ დღევანდელი გაყიდული და გარიგებული პოლიტიკური სისტემა ქართველ ხალხს ეკონომიკურად ანგრევს და სოციალურად სპობს. ისინი 1992 წლიდან შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის რეჟიმების აქტიური პოლიტიკური პარტნიორები არიან, ამიტომ ხან ხელისუფლებაში არიან და ხან – ოპოზიციაში, ოღონდ საკუთარი ჯიბის და ბიზნესის სასარგებლოდ. კორონავირუსზე ვრცელი სტატია ჯერ კიდევ 1976 წელს გამოქვეყნდა საბჭოთა პრესაში. ეს ვირუსი ახალი არ არის და რასაც დღეს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ხელოვნურად შექმნეს, რა თქმა უნდა, სწორი არაა. ამის საჭიროება არ არის. ის ბუნებრივად არსებობს და მუტაციას განიცდის, მაგრამ მის გავრცელებას ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მეთოდებით შეუწყეს ხელი, რომ ფართოდ გავრცელებულიყო. დარტყმის ობიექტ ქვეყნებს კი მიზანმიმართულად არჩევენ ეკონომიკური მიმართულებით.


– ანუ თქვენ ბრძანებთ, რომ ამ ქვეყნებში ვირუსის გავრცელებისთვის ხელისშემშლელი ბარიერის მოშლას სპეციალურად ხელი შეუწყეს? რატომ აკეთებენ ამას?

-ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იმპერიალიზმი არის მძაფრ კრიზისში და კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მეთოდი არის ომი. მაგრამ არა იარაღით, არამედ ქიმიური და ბიოლოგიური ომით. იმპერიალიზმი ხომ მსოფლიო ეკონომიკური სისტემაა, რომელიც აგებულია ქვეყნებისა და ხალხების ექსპლუატაციაზე და რეპრესიებზე, სადაც 1 პროცენტი ფუფუნებაშია და ნებივრობს. ესენი ტრანსნაციონალური ფინანსური სპეკულანტები და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური წრეები არიან. დანარჩენ 99 პროცენტს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები აქვს, მათ შორის სიცოცხლის გადარჩენის პრობლემაც. კორონავირუსი ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც იარაღად იყენებენ. როგორც კი იმპერიალიზმი შევიდა კრიზისში, 1914 წელს გაჩაღდა მსოფლიო ომი, ხოლო 1915 წელს ამ ომში მასობრივად გამოიყენეს ქიმიური იარაღი. მას შემდეგ იმპერიალიზმის ბუნება არ შეცვლილა და დღესაც ომებითა და მასობრივი დაზიანების საშუალებებით წყვეტს მის წინაშე ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებს. არ იქნება იმპერიალიზმი და არ იქნება ეს პრობლემებიც. კაცობრიობის გამოსავალი იმპერიალიზმის დასრულებაა, მაგრამ ამ ვითარებაში ეს ძალზე რთულია. ეს ისტორიული ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა მარტივი არ არის.


– ყველამ კარგად ვნახეთ, კორონავირუსმა ევროპის ქვეყნებს რა რთულ ფორმებში შეუტია. აფრიკას რატომ არ შეუტია აქამდე ასე ძლიერად?


– იმპერიალიზმი იძულებული გახდა, მისთვისაც შეეტია. საერთოდ არ იყო ლაპარაკი აფრიკაზე და ამ რამდენიმე დღის წინ ყველაფერი შეიცვალა. ალჟირში არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მშრომელი ხალხი ქუჩის საპროტესტო აქციებს პერმანენტულად აწყობდა, რომელშიც მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. უცებ აქციების პარალელურად გამოჩნდა კორონა. ახლა მიტინგებზე 5 კაცს ვერ კრებენ. დააკვირდით, რა ეფექტური საშუალებაა კორონავირუსი საპროტესტო აქციების ჩასახშობად. სულ არ ჭირდებათ იმ მეთოდების გამოყენება, რაც საქართველოში 1992 წელს გამოიყენეს პუტჩის დროს, მშვიდობიანი მიტინგების ჩასახშობად. კორონა თვითონ აქრობს საპროტესტო მიტინგებს. საკითხი დგას ასე – ვინ ვის! ან იმპერიალიზმი გაანადგურებს კაცობრიობას, ან კაცობრიობა დაუსვამს წერტილს იმპერიალიზმის ეპოქას. გავისხენოთ 40-იანი წლების ბოლო და 50-იანი წლების დამდეგი. ატომური ომის გაჩაღების წინააღმდეგ ასეულ მილიონობით ადამიანმა აქტიური ბრძოლა და იმპერიალისტებს საშუალება არ მიეცათ, ომი გაეჩაღებინათ. აი, სწორედ ახლა ეს უნდა გაკეთდეს. ასეულ მილიონობით ადამიანმა უარი უნდა თქვას ომების გაჩაღების პოლიტიკაზე და მოითხოვოს ხალხების დამოუკიდებელი კონტროლი ყველა მასობრივი დაზიანების საშუალებების, ბიოლოგიურ-ქიმიური თუ ბირთვული იარაღის განადგურების მიმართ. ასევე უნდა მოითხოვონ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა. მსოფლიოს ხალხებმა უნდა იცოდნენ, ამ იარაღებთან დაკავშირებით რეალურად რა პოლიტიკას ახორციელებენ სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობები და ჯანდაცვის სისტემები. დააკვირდით, 1992 წლიდან საქართველოში ექსპორტირებული კაპიტალიზმის მოდელი რამე პერსპექტივას თუ შეიცავს ქართველი ხალხისთვის? ის მხოლოდ თავის თავს ამხელს, როგორც მიზანმიმართულ მავნებელს. და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში კაპიტალისტები განსაკუთრებული სოციალური უპასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ამაში ვასილ სოფრომაძის მაგალითითაც დარწმუნდებით.


– რატომ მაინცდამაინც ვასილ სოფრომაძე?


– რატომ და როგორც ლუარსაბ თათქარიძე იყო ტიპური ნიმუში იმდროინდელი ფეოდალური არისტოკრატიისა, ასევეა ვასილ სოფრომაძე თანამედროვე ბურჟუაზიის სახე. მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ნეოფაშისტი, რომელმაც შექმნა შრომის კოდექსი –  მშრომელთა ჩაგვრის იარაღი. ვასილ სოფრომაძისნაირი კაპიტალისტების ხელში შრომის მეტი ექსპლუატაციის დროს უფრო მეტი მოგებაა. ამიტომ გაჰყვირის კაპიტალისტი სოფრომაძე, დაბრუნდეს სააკაშვილი და მართოს კრიზისიო. მას კარგად ახსოვს, თუ რა ფაშისტური მეთოდებით უსწორდებოდა სააკაშვილი მშრომელ ხალხს. სააკაშვილის გუბერნატორებს შეეძლოთ პოლიტიკოსები მოეყვანათ გაფიცულ მუშებთან, ჯერ მაგრად ეცემათ ისინი და შემდეგ შეთითხნილი ბრალდებებით ციხეებში შეეყარათ. სწორედ, სააკაშვილის რეჟიმი აძლევდა აბსოლუტურ ძალაუფლებას ვასილ სოფრომაძისნაირ კაპიტალისტებს. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ როგორც ინფორმაცია გავრცელდა, დასაქმებულ ქალთა გასახდელებში, სადაც მუშა ქალი ტანსაცმელს იცვლის, დამონტაჟებული იყო ფარული თვალთვალის კამერები. აი, ეს ენატრება სოფრომაძეს. ამიტომ ითხოვს სააკაშვილის ჩამოსვლას. ეს იმიტომ, რომ კლასობრივი ინსტიქტი კარგად კარნახობს, რომ ექსპლუატაციისა და რეპრესიების განხორციელებაში შევარდნაძის ყველაზე უკეთესი მოწაფე მხოლოდ სააკაშვილი აღმოჩნდა და თავისი პოლიტიკური გამზრდელისგან რაც ისწავლა, შემდეგ გამოიყენა სოფრომაძისნაირთა გასამდიდრებლად. აქ გასაკვირი არაფერია, რომ სოფრომაძე სააკაშვილს ითხოვს. მთავარი ის არის, იქნება თუ არა უბრალო ხალხი დარაზმული და ორგანიზებული, რომ საკუთარი სიცოცხლე დაიცვან კორონავირუსზე არანაკლებ სახიფათო, კოლექტიური ვასილ სოფრომაძეებისგან. ყველამ კარგად ვიხილეთ, რა სიამტკბილობა ჰქონდათ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების ვეტერან დავით აქუბარდიას და თავისუფალი კაპიტალიზმის მშენებელ ვასილ სოფრომაძეს. პირდაპირ უნდა ითქვას, ფერი ფერს და მადლი ღმერთსო. ის პირველი თაობის კაპიტალისტია და კარგად იცის, გაუნათლებელი და დაჩაჩანაკებული მასის მართვა ადვილია. ისიც კარგად იცის, რომ უკიდურეს გაჭირვებამდე მიყვანილმა ადამიანებმა შეიძლება სტიქიური ბუნტი დაიწყონ. ასევე იცის, რომ მშიერი ხალხი მის სავაჭრო ობიექტებსაც მიაწყდება. მან ხომ ნახა, რა სასაკლაო მოუწყო ასეთ ხალხს 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილმა. მისი ბრძანებით, მერაბიშვილისნაირი ქოფაკი და დაგეშილი ძაღლი დღესაც იმავეს გააკეთებს. აი, ამისთვის სჭირდება სააკაშვილი სოფრომაძეს, რომ კაპიტალისტური სახელმწიფოს სათავეში სააკაშვილისნაირი ჯალათი იდგეს, რომელიც უყოყმანოდ გასცემს ბრძანებებს, ისე როგორც ეს გააკეთა რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორემ 1905 წელს „სისხლიანი კვირის“ დროს. ნახეთ, რა ოსტატურად აუარა გვერდი მერაბიშვილს სოფრომაძემ. მან კარგად იცის, თუ სააკაშვილი იქნება, იქ მერაბიშვილიც იქნება. ესენი ერთი სისხლის მსმელები არიან. ახლა ვანო მერაბიშვილი პოლონეთშია. ის თეორიულ მომზადებას გადის, თუ როგორ უნდა შეასრულოს კიდევ უკეთესად ნეოფაშისტური რეჟიმის ტერორისტული პოლიციის უფროსის მოვალეობა. მხოლოდ პოლიტიკურ უწიგნურებს ჰგონიათ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლონეთში რესტორნებში და ქალებში საგულაოდ წაიყვანეს. არა, ის მორიგი გადამზადების კურსს გადის, რომ იმპერიალიზმმა უფრო მძაფრი ხელი დაატყოს საქართველოს სუვერენიტეტს. ყველა ვხედავთ, სოციალური ქსელებიდან და ტელეეკრანებიდან არ ჩამოყავთ სააკაშვილი. სხვადასხვა ამპლუაში აჩვენებენ. ახლა ქველმოქმედებაც დაიწყო. გაჭირვებულ ადამიანებს სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები დაურიგა. ხალხს ისეთი სოციალური გაჭირვება აქვს, სააკაშვილის ხელიდან მოწყალებას იღებს, რადგან საპნის ყიდვაც კი არ შეუძლიათ. ადვილი არ არის იმის ყურება, როცა ოჯახში საპონი არ გაქვს და შვილებს ხელის დაბანა არ შეუძლიათ. ამიტომ არ უნდა იყოს არავისთვის გასაკვირი, რომ მშიერმა მასამ სტიქიური ბუნტი დაიწყოს. აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ბიზნესმენებმა მილიონები ჩარიცხეს. დამოუკიდებელი კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც გააკოტროლებს ამ თანხებს. ეს რომ მიზანმიმართულად ხმარდებოდეს, სააკაშვილის ბიბლიოთეკაში უფასო საპნის რიგებში ხომ არ ჩადგებოდა ქართველი ხალხი! და საერთოდ, სად არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რატომ არ აკეთებს განცხადებას? ასეთი სულგაწმენდილი ქვეყანა ჩვენ არასდროს გვინახავს. ქართველი ხალხი კიდევ მოთმინებით და მშვიდად ელოდება, რომ რაიმე დამაიმედებელი ინფორმაცია თქვას. ყველამ კარგად გაითვალისწინოს ახლა მაინც, თუ რას უქადის კაცობრიობას მომავალი და ადამიანთა ურთიერთობის თანამედროვე ეკონომიკური, ეკოლოგიური, პოლიტიკური კურსის სწორი წარმართვაა საჭირო. მსოფლიო ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ხალხის ექსპლუატაციას ძველებურად ვერ შეძლებენ. პოლიტიკური ვითარება საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში შეიცვლება და ეს ცვლილება უნდა აისახოს ადამიანების ყოფაზე.

ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია უფასო საპნის რიგში დგომა. ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ სწორედ ახლა აქვს მას ერთადერთი შანსი, დარჩეს პოლიტიკაში და განავითაროს სულ სხვა საკადრო პოლიტიკა, ხელისუფლებაში მოიყვანოს გამოცდილი, პატიოსანი და თავდადებული ადამიანები. ისეთები, როგორებიც დღეს კორონავირუსს ებრძვიან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. დაბოლოს, ქართველებო, კორონავირუსი ნუ შეგაშინებთ. კაცობრიობამ დემონური აზროვნების ნიჭის მქონე ადოლფ ჰიტლერი დაამარცხა. კორონას გონება არა აქვს. უგუნური ბაქტერიაა. მასთან ბრძოლა უნდა ვისწავლოთ და ბაქტერიას რომ დავამარცხებთ, პოლიტიკურ ბაქტერიებს უნდა მივხედოთ. ისინი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

ალია №12, ნანა სულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved