• რეკლამა
  • კონტაქტი
05:33, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგრა ვხალისობ, გერმანიას რო რუსეთი გაზის მიწოდებით აშანტაჟებს! პოლონეთმა ზამთრის მარაგები 100%-ით შეავსო…” – პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:27 08-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,600
ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი   სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი:
#ArmUkraineNow #RusskiOkupantIdiNaXui
გამარჯობა! ომის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინა ხელში იღებს სტრატეგიულ ინიციატივას და რუსეთი იძილებულია სხვადასხვა მიმართულებით გადაისროლოს ბოლო ძალები და შექმნას მასშტაბური კონტრიერიშის განცდა! მაინც არ უშველით მაგ საძაგლებს არაფერი! გუშინ ჩვენებმა ხარკოვის და დონეცკის ოლქებში გაათავისუფლეს 2 დასახლებული პუნქტი – დმიტროვკა და მაზანოვკა! სამხრეთისკენ ურდოს ძალების გადასაროლით ჩვენებს აღმოსავლეთში იზიუმის მიმართულებით წარმატებითი იერიშის შესაძლებლობა ეძლევათ!
გუშინ ტრადიციულად ჩვენებმა ურდოს შეიარაღების საწყობები გაანადგურეს, ამჯერად 3 წერტილში. 4 ცალი ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ერთდროულად დადუღება მაინც განსაკუთრებით სასიამოვნოა!
ურდომ გუშინ მთელი დღე იწვალა, უტევდნენ ჩვენებს, განსაკუთრებით პესკების დასახლების და ბახმუტის მიმართულებით! პესკებში ერთი პირი ცოტა წინ წამოიწიეს, მაგრამ მოხვდათ იქაც ჩვენებისგან დინგში! ყველა მიმართულებაზე ჩაუვარდათ შეტევა ურდოსებს!
ღამე ისევ დაბომბეს ამ ნაძირლებმა მიკოლაევი, ნიკოპოლი და ხარკოვი!
გუშინ დღისით დონეცკიდან დნრ-ის ავადცნობილ არტილერისტებოს მეთაურ ქალს მიაცილებდნენ კობზონთან! ჩვენებმაც, მარტო ხო არ გავუშვებთო და ჩააყოლეს კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის კოლაბორანტი და ურდოსი! არ მოიწყენენ! უკვე 41500 არიან ერთად! წინ, ახალი ნიშნულებისკენ!
თანაც ჩვენებმა ჩრდილოეთ მაკედონიისგან 4 ზიზია სუ-25 მიიღეს! საკობზონე მასალის გასამდიდრებლას მშვენიერია!
აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრით კმაყოფილი რეზნიკოვი! ახალი პაკეტი მზადდება დახმარების და რაც გვჭირდება, ყველაფერი იქნებაო!
მამკალით და მაგრა ვხალისობ, გერმანიას რო რუსეთი გაზის მიწოდებით აშანტაჟებს! თუ ნაღდი სახე ვინმეს არ უნახავს ევროპაში, ჩავიდეს ფინეთის საზღვართან და ნახავს, როგორ წვავს პუილო რუსულ გაზს ფინეთის საზღვარზე! აგიჟებს ევროპელებს თავის ჭკუაში! ამ დროს პოლონეთმა ზამთრის მარაგები 100%-ით შეავსო, შემოდგომიდან ახალი მილსადენით ნორვეგიიდანაც მიიღებს ბუნებრივ აირს!
კიდევ 2 უკრაინული გემი გადის დღეა ოდესის პორტიდან ხორბლით დატვირთული!
სოჭში დღეს 1-დღიანი ვიზიტით ჩადის თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი! ხორბლის თემაც იქნება, სირიის ამბებიც და სხვა თემებიც!
ტაივანის ირგვლივ მასიური ბალისტიკური რაკეტების გასროლით დაწყებული სამხედრო წრთვნების ფონზე ნენსი პელოსიმ იაპონიიდანაც დააწია სიტყვა ჩინეთს, აქა ვდგევართ და სხვანაირად არ ძალგვიძსო! წრთვნებიც მორჩება ზეგ და ეგ არის და ეგ!
ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის ქვეყნებში მოწინავეები არიან რუსებისთვის ვიზების არ გაცემის და შეჩერების საკითხში, აგრეთვე დანაშაულებრივი კომუნისტური რეჟიმის სათანადო შეფასების საკითხში!
მთელი ცივილზებული სამყაროსთვის რუსები კეთროვანები ხდებიან, მარტო ჩვენთან უნდა იყოს ამ კეთროვანების შემოსევა გაშლილი ხელით, ხაჭაპურით და ხლებ-სოლით შეხვედრილი! დიდხანს არ იქნება ასე! მთავარია, რამე დიდ უბედურებაში არ გაგვხვიოს ამ ყველაფერმა!
უკრაინა კი აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved