• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩხუბს თუ დავიწყებთ, გვერდში მისნაირი ასი რუსი ამოუდგება, მე არავინ… აქ როგორ გავზარდო შვილი?” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
14:05 08-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,831
თათი თომასი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აღარ ვიცი რა გზას დავადგე, ცხოვრებაში კი არა, აი, ახლა სახლიდან რომ გავალ, რა გზას დავადგე.
ყველა ქუჩაზე, მოლში, აუზზე, პარკინგზე, ყველგან, ყველგან ვჩხუბობ, ადამიანებს ვუყურებ და ვეძახი რომ მძულს!
აქ არავის დაუპატიჟებია!
ჩემ წინ ნუ ხტები, რიგი დაიცავი!
ჩემს შვილს რუსულად ნუ ელაპარაკები!!!
და ა.შ და ა.შ ყოველ დღე.
ყოველ დღე.
თავიდან ასე არ იყო, არც მიმღებლობა მქონდა, მაგრამ მაქსიმუმ,გამჭოლი მზერით თუ გადავაწყდებოდით მე და რუსები ერთმანეთს, ამის იქით, არც მიფიქრია რომ ბავშვის თანდასწრებით ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ან მეიძულებინა, დაეგმო პუტინი და მერე მიმეცა მისი შვილისთვის ჩემს შვილთან თამაშის საშუალება.
ახლა განაგლდნენ, გამრავლდნენ, ბევრნი არიან, ჩხუბს თუ დავიწყებთ, გვერდში მისნაირი ასი რუსი ამოუდგება, მე არავინ.
ისინიც ადგებიან, ნაყინის რიგში თომას მაისურზე მოქაჩავენ და რუსულად უბრძანებენ რომ ჯერ მათი შვილი გაატაროს, რადგან ის პატარაა.
პატარა რუსი.
მახსენდება რომ მე უკვე პატარა რუსებიც მძულს და ვერბალური ჩხუბიდან ხელჩართულ ბრძოლაში გადავდივარ – ამ ხელებს დაგამტვრევ! ჩემ შვილს როგორ შეეხე! ასე შეეხე? მაისურზე მოქაჩე? კარგია? მიიღე? – ჯერ ხელს ვურტყამ, მერე ჩანთას, ჩანთიდან რაც ცვივა ყველაფერს ვესვრი, გასაშველებლად მოსული დაცვა მას იცავს, მე დამშვიდებისკენ მომიწოდებს და გასასვლელისკენ მიმითითებს, მე აქედან მოვუწოდებ რომ ამ რუსებთან ერთად ერთი მიმართულებით გააჯვას და ამბავი ისევ მანქანის კარის მიჯახუნებით, შენს ქვეყანაში უმცირესობაში ყოფნის სევდით და ტრილით სრულდება.
ნებისმიერი საჯარო სივრციდან გამწარებელი მივდივარ ჩემი სახლის ლიფტამდე, ლიფტში მეცხრე სართულზე მცხოვრებ რუსთან ერთად ვმგზავრობ, რომელიც ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინის დროშას და პუტინის სტიკერს მიხევს, როგორც აქამდე, ახლაც რუსულად მიმითითებს, მეცხრე სართულის ღილაკსაც მივაჭირო თითი, სანამ თავად ტელეფონშია ჩაჩერებული, მერე ჩემი ჩაჭერა რომ შენ აგიყვან სიკვდილში!!! დამპალო ნაბიჭვარო! ორი ღერი ქართული ისწავლე, სტიკერს ნუ მიხევ! გააჯვი ჩემი კორპუსიდან, ლიფტიდან, ქვეყნიდან!! მერე სახლის კარის მიჯახუნება, ამოსუნთქვა რომ მიკრორუსეთიდან მიკროსაქართველოში მოვხვდი და ამ დროს, თომას გაფართოებული თვალები…
არ ვიცი რა ხდება ჩემს ქვეყანაში,
არ ვიცი როგორ დავივიწყო უკრაინელი 13 წლის ბიჭის დაცხრილული თავი და მისი წითელი ქუდი.
არ ვიცი როგორ არ ვუსურვო ამოხრჩობა აუზში ახალგაზრდა რუსებს, როცა უკრაინელი ახალგაზრდები იხოცებიან და არ ვიცი, აქ როგორ გავზარდო შვილი.
აქამდე ვიცოდი.
აქ კაკუნიც გულისამრევია, თქვენი გრძეეელი სტატუსების კითხვაც მომბეზრდა, ჩემი გრძელი სტატუსის წერასავით.
ბოლო დროს მხოლოდ თომას ფოტოებს ვდებ, ჩვენი კატის სთორებს, მზის ჩასვლის კადრებსა და პეპლებზეც გადავალ, ისე მინდა არავინ მნახოთ, როგორი სახედაკარგული, პირამყრალებული და გაბოროტებული ვარ.
ყველას კი მოგატყუებთ, რასაც ვგავარ,
თომას რა ვუყო.
არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო რუსებთან ერთად ერთ ქვეყანაში, ამის ცოდნა არც მჭირდება,
არ ვისწავლი.
უბრალოდ როდის გახდა საჭირო
და თქვენ რას აპირებთ?!”
თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved