• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

ალია ავტორი - ალია
16:35 08-03-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

 

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის მხარდამჭერი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. ამბობს, რომ ბევრი რამ, რაც ქალაქში ხდება, მისთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კამპანიაში ჩაბმა. მისი აზრით, გამოცდილების გაზიარებითა და დისკუსიის წამოწყებით შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესება.

ავტომრბოლელი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილებია. ფიქრობს, რომ ამისთვის სპეციალური სივრცეები არსებობს და ავტოდრომზე დახარჯული ენერგია და განცდილი ადრენალინი კიდევ დიდხანს მიჰყვება, ქალაქში კი სიჩქარის ადგილი არ არის დადადგენილი ნორმების მიხედვით უნდა გადავადგილდეთ.

„ზოგადად, ქართველებს ყველგან ყოველთვის გვეჩქარება, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ყოველთვის ჯობია, 5 და 10 წუთით დავაგვიანოთ, ვიდრე რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.

სანამ პროფესიონალი მძღოლი გავხდებოდი, ბევრი რამ არ ვიცოდი. ავტოდრომზე რომ დავიწყე სიარული, მივხვდი, რა შეიძლება მოჰყვეს მოსახვევში სწრაფად შესვლას, გზაზე მოულოდნელად დამუხრუჭებას და ა.შ. ამიტომ ქალაქში ყოველთვის ნელა დავდივარ“.

 

წითელი ხაზი, რომელსაც დათა ქაჯაია არასოდეს გადაკვეთს, ავტომობილში ბავშვის უსაფრთხოების დაცვაა. ამბობს, რომ აუცილებელია მათთვის ცალკე სამგზავრო სავარძელი და წარმოუდგენელია, როდესაც ბავშვები კალთაში, ზოგჯერ კი საჭესთან უსხედან და ისე გადაადგილდებიან.

ვიდეო – ქარსითზე –

 

ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესაცვლელად ცნობიერების ამაღლებაა საჭიროა, ეს ყველაფერი კი სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებული მსგავსი კამპანიების საშუალებით არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც საგზაო მოძრაობის კულტურას უკავშირდება. გარდა ამისა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მის შეცვლასა და გაუმჯობესებაში. ერთმა ადამიანმა რომ მეორეს გადასცეს თავისი მაგალითი, ეს უკვე წინსვლა იქნება და საბოლოოდ, ასე მივაღწევთ კონკრეტულ შედეგებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“, – ამბობს დათა ქაჯაია.

მისი აზრით, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საუბარი, დისკუსია და ქმედითი ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი არცთუ ისე მცირეა.

თეგები: დათა ქაჯაიათეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved