• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერეკლე რუსების თემაა… გეორგიევსკის ტრაქტატით, დაღუპა ეს ქვეყანა” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
14:16 08-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ალბათ გაეცანით მედვედევის ტექსტს საქართველოს ისტორიაზე.
სანამ ჩვენს რეალურ ისტორიას არ ვისწავლით, სულ გვეცოდინება მტრის მიერ დაწერილი წარსული – ეს იქნება მეფის რუსეთის შექმნილი მითები თუ საბჭოთა პერიოდში დაწერილი წიგნები.
ცოტა ხნის წინ აქ კამათი იყო ერეკლე მეორეზე. მაშინ ბევრი ამბობდა, რა დროს ესააო. რა დროს ერეკლესა და გეორგიევსკის ტრაქტატზე კამათიაო. არადა სწორედაც ესაა მთავარი საკითხი. ისიც გემახსოვრებათ, ქართულმა ოცნებამ როგორი პროპაგანდა ააგო. თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდა იყო, რასაც, ერეკლეს პატივისცემით, ბევრი პატიოსანი ადამიანიც წამოეგო.
მედვედევი (მანამდე პუტინი) არაფერს ამბობს განსხვავებულს. საქართველოში ბევრს სჯერა მაგ ზღაპრების, რომ საქართველო ტრაქტატის გარეშე ვერ იარსებებდა და რუსეთის გარეშე გაქრებოდა. ოღონდ მედვედევი სხვა ფორმით ამბობს, უხეშად, რაც ყურს გამაღიზიანებლად ხვდება, ჩვენ კი სხვა ფორმით გვაქვს ჩაბეჭდილი თავში, უფრო ეშმაკურად მოგვატყუეს, შინაარსი კი ზუსტად ერთი და იგივეა, თითქოს ერეკლეს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატს რომ აფორმებინებდა და რეალურ სახელმწიფოებრიობას აუქმებდა. სწორედ ამის გაგრძელებაა პუტინისა და მედვედევის მიერ 1801 წლის ხელზე დახვევა – გვეუბნებიან, არ არსებობდი და მე გადაგარჩინეო. კი არ გადაგვარჩინეს, დავიღუპეთ 1783 წელს. თავისივე ხელით ჩააბარა ერეკლემ სხვას საქართველო – ის ნაწილიც, რომელზეც მისი მეფობა ვრცელდებოდა და ეს ნიშნავდა, რომ ქვეყნის დანარჩენი ნაწილებზეც ოფიციალურად გაუხსნა გზა.
შეიძლება, ბევრს ეწყინოს, მაგრამ თქვენ და მედვედევ-პუტინი ერთსა და იმავეს ამბობთ და დროა, გააცნობიეროთ. ზოგი ვერ ბედავთ სიმართლის თქმას ქართული ოცნების პროპაგანდის შიშით, აქაოდა ახლა ერეკლეს გამო ვაგინებინო თავი ხალხსო; ზოგიც დღემდე ტყუვდებით; ზოგი რა და ზოგი რა მიზეზით თავს იკავებთ ხოლმე; ზოგიც პოპულისტია, ერეკლე პოპულარულია საქართველოში და მეც კაი ტიპი გამოვჩნდებიო.
ერთი სიტყვით, ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი რომ არ დავუშვათ, დროა, ძველს თავისი სახელი დაერქვას. დავაფასოთ ერეკლეს წარსული ბრძოლები და ტანზე ბევრი ნაიარევი, მაგრამ ვთქვათ, რომ თავისი პოლიტიკური ნაბიჯით, გეორგიევსკის ტრაქტატით, დაღუპა ეს ქვეყანა. 1801 წელი კი მხოლოდ დროის ამბავი იყო.
რატომაა ეს თემა მნიშვნელოვანი ახლა ? იმიტომ, რომ ქართული ოცნება თანახმაა ახალ ტრაქტატზე. დასავლეთს მტრად ხატავს და მხოლოდ რუსეთს გვიტოვებს, როგორც არჩევანს. შესაბამის მომენტს ელოდება. ერეკლესთან რომ აიდენტიფიცირებენ თავს, ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ მისი გადატანილი ბრძოლები ხიბლავთ ამ ლაჩრებს. არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერეკლეს ბიოგრაფიაში გეორგიევსკის ტრაქტატი მოსწონთ.
ასე რომ, არაფერი ახალი მედვედევს (მანამდე – პუტინს) არ უთქვამთ. ბევრი თქვენგანიც იმავეს ამბობს. ზუსტად იგივეა, რისიც ბევრს სჯერა საქართველოში და ეს ნოყიერ ნიადაგს უქმნის რუსულ პროპაგანდას.
არ შეიძლება კომპრომისი საქართველოს თავისუფლების საკითხში. გინდ პოპულარულ მეფეს ეხებოდეს საქმე და გინდ სხვას !
ერეკლე რუსების თემაა. საქართველოსთვის მებრძოლი პოპულარული მეფე, რომელიც ბოლოს გატყდა და რუსეთის იქით საშველი ვერ დაინახა. იდეალური კანდიდატურაა რუსული პროპაგანდისთვის. მახსოვს, ერთხელ, მგონი 2009 წელს, რუსეთის პატრიარქ კირილზე რომ მოვამზადეთ გადაცემა, ტელევიზიის ჭიშკართან ვიღაც ხალხო მოვიდა, რაღაცას ყვიროდნენ, ერთმორწმუნეების პატრიარქზე როგორ თქვი აუგიო. დავინტერესდი ვინ არიან-მეთქი. ერეკლე მეორის საზოგადოება ვართო. პირდაპირ რუსული ორგანიზაცია საქართველოში. ციდან კი არ ჩამოვარდნილა ეგ სახელი – ზუსტად ჯციან რუსებმა, რას რა დაარქვან, როგორ ითამაშონ ემოციებზე, როგორ მოგვატყუონ.
დროა, ეს გულუბრყვილობა და თავის მოტყუება გვერდით გადავდოთ.
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved